ევროპის ლიგაც დალაგდა

Home კატეგორიის გარეშე ევროპის ლიგაც დალაგდა
ევროპის ლიგაც დალაგდა

ცოტა ძნელია, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრიდან ევროპის ლიგის იმავე პროცედურაზე მთელი ემოციით გადაერთო, მაგრამ საპენსიოდ გახაზირებული არსენ ვენგერის „არსენალისა“ და რუსული ცსკა-ს ჭიდილი ურიგო საცქერი ნამდვილად ვერ იქნება.

არც „ატლეტიკო“ და „სპორტინგია“ ის გუნდები, ძვლების ჭახაჭუხის გარეშე ვინმეს მოგება დაანებონ.

გაყოყოჩებული „ლაიფციგი“ წმინდა წყლის გერმანული პროდუქტია და „მარსელს“ იოლად როგორ დანებდება?!

ერთი შეხედვით ფავორიტ „ლაციოსაც“ არ უნდა ეგონოს, რომ „ზალცბურგი“ წლევანდელ ევროტურს დასრულებულად თვლის.

მოკლედ, ჩემპიონთა ლიგის გარე ბიძაშვილიც საკმაოდ საინტერესო სანახაობებს გვპირდება.

მეოთხედფინალის პირველი მატჩები 5 აპრილს, საპასუხო კი 12 აპრილს გაიმართება.
ფინალს 16 მაისს ლიონი უმასპინძლებს.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".