რაც თავი მახსოვს, სულ იმაზეა საუბარი, რომ უმაღლესი ესპანური საფეხბუთო ლიგა რეალურად ორი გუნდის ტურნირია… რომ ამ ორსა და დანარჩენებს შორის უფსკრულია… რომ ეს აფერხებს ფეხბურთის განვითარებას… სასაცილო კი ისაა, რომ ამ „პესიმისტებსვე“ წუთის შემდეგ ორ კლუბამდე კი არა, ორ ფეხბურთელამდე დაჰყავთ ყველაფერი: – წუხელ ლეომ ლიგაში მეასედ გაიტანაო. – კრიშტიანუს ეგეთი უკვე 117 გოლი...
წელი: 2018
განტევების კაცი
ამოიჩემეს პეტერბურგის „ზენიტის“ ფანებმა რობერტო მანჩინი. „კრასნოდართან“ გასვლით ფრეს ლამის გადააყოლეს და სოცქსელებში აგინეს კიდეც. სინიორ მანჩინიმ იმავე ქსელში საკადრისი ხომ უპასუხა მგინებელს და დაც ზედ დაუყოლა! კონფლიქტი იმდენად გამწვავდა, იტალიელს უსათუოდ წასვლა მოუწევს. არადა, ხურდა ვინმე ხომ არ არის – ისეთი უთამაშია და ისეთები გაუწვრთნია, ბარე ორს დაესიზმრება. ბოლოს და ბოლოს, იტალიის რეკორდსმენია ქვეყნის...
უცემიათ ქალები და ბავშვები
„კამპ ნოუზე” შესვლისას ჩელსის ფანებს მოგვეპყრნენ, როგორც ცხოველებს. ჩვენ გვირტყეს ხელკეტები, ინციდენტების გამო გამოვტოვეთ თამაშის დასაწყისი. ეს იყო გიჟური, შემაძრწუნებელი სცენები. მომხდარის ურეაქციოდ დატოვება არ შეიძლება. სტუმარი გუნდების გულშემატკივრებს ინგლისში ხომ არავინ უქმნის პრობლემებს. მსგავსი შემთხვევა ერთხელაც არ ყოფილა”, — ასეთი გახლავთ „ბარსელონასა” და „ჩელსის” შეხვედრის დამსწრე ერთ-ერთი მაყურებლის წერილი. „სტადიონთან უეცრად ჩოჩქოლი ატყდა. ხალხი...
კოშტამ კონტე წაშალა
დიეგო კოშტამ თავისი ყოფილი მწვრთნელი, ანტონიო კონტე დატროლა. შესანიშნავი შანსი მიეცა და ხელიდან არ გაუშვა: „ჩელსიმ” „ბარსელონასთან” 0:3 წააგო. „ბარსელონა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში გავიდა, „ლურჯები” კი გავარდნენ. როგორც კი „ბარსას” და „ჩელსის” შეხვედრა დასრულდა, კოშტას გვერდზე, სოციალურ ქსელში, გამოჩნდა ლონდონელთა გუნდის შემადგენლობის სკრინშოთი, რომელზეც ფეხბურთელს მწვრთნელის გვარი დიდი მონდომებით ჰქონდა წაშლილი. შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტამ...
ჰერიო, ბიჭებო – რუსეთში უკეთესია
საქართველოს სარაგბო ნაკრებმა ტრადიციას არ უღალატა და კვლავაც გვემა რუსეთის ნაკრები, თანაც მისსავე მოედანზე. კრასნოდარში ჩვენებს გამორჩევით უქომაგა იქაურმა ქართველობამ. ჩვენმა ბორჯღალოსნებმაც ჯეროვნად დააფასეს წვიმიან ამინდში გულშემატკივართა თანადგომა და გამორჩევით მძლავრად მეორე ნახევარში გაისარჯნენ – პირწმინდად შემუსრეს მეტოქე… ფეერიული გამოდგა ტრადიციული „მესამე ტაიმი“, სადაც ასევე ბოლომდე დაიხარჯნენ ჩვენი მორაგბეები – ნადიმი ერთგვარ კონცერტად აქციეს და...
უნდა, მაგრამ არ უნდა
„ბაიერნში” გადაწყვეტილება მიიღეს: კლუბის ხელმძღვანელები მომავალი მწვრთნელის თემაზე საჯაროდ არაფერს იტყვიან. ამასთან, „შპორტბილდი” წერს, რომ იუპ ჰაინკესის შემცვლელის ძებნა გრძელდება. ჰაინკესი 72 წლისაა და ზაფხულზე თანამდებობიდან მიდის. დირექტორატის წევრები ჯერჯერობით ერთ რამეზე შეთანხმდნენ: მომავალმა მწვრთნელმა აუცილებლად უნდა იცოდეს გერმანული. გამოდის, რომ კანდიდატთა სიაში ისევ 44 წლის თომას ტუხელი ლიდერობს — მწვრთნელი, რომელიც შარშან, ჰაინკესის დანიშვნამდეც...
ა-მა-ღამ!
„მოურინიუ დღესვე უნდა გააგდონ. ხვალ კი არა. ზეგ კი არა. სეზონის ბოლოს კი არა. ა-მა-ღამ!” — ეს გახლავთ „მანჩესტერ იუნაიტედის” ერთ-ერთი გამწარებული გულშემატკივრის პოსტი, რომელმაც ემოციურობის გამო ინგლისური პრესის ყურადღება მიიპყრო. პოსტი ჩემპიონთა ლიგიდან მანჩესტერელთა გავარდნას მოჰყვა. მოურინიუს გუნდი „ოლდ ტრეფორდზე” ესპანურმა „სევილიამ” 2:1 დაამარცხა. აი, კიდევ: „მოურინიუ, დატოვე ჩემი კლუბი! მორჩა, კარგად იყავი.” ანდა:...
… მგონი, არ ცდება
გიორგი ჭანტურია, ლუკა ზარანდია, გიორგი არაბიძე – რა საერთო აქვთ მათ, იოლი მისახვედრია, სამივე მარჯვენა გარემარბია და ერთმანეთს სათამაშო მანერით ჰგავს. კიდევ ის საერთო აქვთ, რომ ამ სამიდან ვერცერთი ვერ მოხვდა ვლადიმირ ვაისის სანაკრებო სიაში. საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა 24 მარტს ლიტვასთან და 27 მარტს ესტონეთთან სათამაშო შემადგენლობა გამოაცხადა. ზარანდია არც არასოდეს გამოუძახებია. მაინც და მაინც...
პიტბული შესვენებაზე გავიდა
ზღაპრული თაობა ჰყავდა მაშინ ამსტერდამის „აიაქსს“ – ვან დერ საარი, ბლინდი, დე ბურები, ლიტმანენი, კანუ… და, რა თქმა უნდა, ედგარ დავიდსი – იმ თაობის ერთ-ერთი კერპი. შოთა არველაძეც ამ დიდი გუნდის ნაწილი იყო, მაგრამ როცა ის „აიქსში“ მივიდა დავიდსი „მილანში“ დახვდა წასული… თავისებური მანერა ჰქონდა, ხისტი და მუდამ უხეშობის ზღვარზე. ამადაც შეარქვეს პიტბული. იმიჯიც შესაფერისი...
მისი უდიდებულესობა კალათბურთი
კალათბურთის ისტორიას ტომები არ ეყოფა. კალათბურთის მცოდნე რამდენიმე დღეში და კვირაში ვერ გახდები. მოსინჯე ძალები “სარბიელის” ვიქტორინაში და დაამტკიცე, რომ კალათბურთი შენია… [interaction id=”5aa78319ee02e8356001a4fe”]









