წელი: 2018

Home 2018
ყველაზე ცუდი მწვრთნელი ისტორიაში
ჩანაწერი

ყველაზე ცუდი მწვრთნელი ისტორიაში

ჟოზე მოურინიუ ის კაცი არ არის, ვინმეს აუგი სიტყვა რომ შეარჩინოს. „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცს ამჯერად ჰოლანდიელი ფრანკ დე ბური შემოელანძღა. მიზეზი: დე ბურმა კომენტარი გაუკეთა პრემიერლიგის მატჩს, რომელშიც „მანჩესტერ იუნაიტედმა” „ლივერპულს” 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა ორივე გოლი მარკუს რეშფორდმა გაიტანა, მაგრამ შეხვედრის დამთავრებამდე 20 წუთით ადრე მოურინიუმ რეშფორდი მორუან ფელაინით შეცვალა. სწორედ ეს ტაქტიკური ცვლილება გააპროტესტა...

მისტერ ჩარლტონი მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა
ჩანაწერი

მისტერ ჩარლტონი მსოფლიოს ჩემპიონი არ ყოფილა

იცით ვინ არის ტომი ჩარლტონი? მოგანიშნებთ, ის 71 წლისაა. მათთვის, ვინც ვერ გამოიცნო: ტომი ჩარლტონი 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონი ძმების, ბობი და ჯეკი ჩარლტონების ძმაა, რომელიც სპორტულ ცნობებში იმიტომ მოხვდა, რომ ინგლისის ნაკრებში თამაში გადაწყვიტა. ნუ გაოცდებით, ცხადია პროფესიონალ ფეხბურთელთა გუნდზე არ არის ლაპარაკი. ტომი ჩარლტონს 60 წელს გადაცილებულთა ეგრეთწოდებულ „მოსიარულე ფეხბურთის” ნაკრებში უნდა მოხვედრა....

ლონდონში ბერლინის გავლით
ჩანაწერი

ლონდონში ბერლინის გავლით

10 მარტს ბერლინში ჭადრაკში პრეტენდენტთა ტურნირი დაიწყო, რომლის გამარჯვებულიც ნოემბერში, ლონდონში, მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენს დაუპირისპირდება და ტიტულის წართმევას დაუპირებს. შეჯიბრში 8 დიდოსტატი მონაწილეობს: ამერიკის სახელით ფაბიანო კარუანა და უესლი სო, რუსები სერგეი კარიაკინი, ვლადიმირ კრამნიკი და ალექსანდრ გრიშჩუკი, სომეხი ლევონ არონიანი, აზერბაიჯანელი შაჰრიარ მამედიაროვი და ჩინელი დინ ლიჟენი. საინტერესოა, ვინ რა დამსახურებით მოხვდა ამ...

ეი, ვანია…
ჩანაწერი

ეი, ვანია…

      საბერძნეთის ჩემპიონატი ყოველთვის გამოირჩეოდა „მხიარული“ მოვლენების სიუხვით, მაგრამ ბოლო პერიოდში ნამეტანი ხდება – ქვეყნის სპორტის სამინისტროს გადაწყვეტილებით, ეროვნული პირველობა გაურკვეველი ვადით გადაიდო, ვიდრე ხელისუფლება, საფეხბურთო ლიგა და ფეხბურთის ფედერაცია უსაფრთხოების გაცილებით მაღალ სტანდარტებს არ შეათანხმებენ. ყველაფერი პაოკისა და საჩემპიონო ბრძოლაში მისი კონკურენტის – აეკის მატჩით დაიწყო. ბოლო წუთზე მასპინძელმა ვარელამ ანგარიში გახსნა....

გიორგიმ დაიწყო, გიმ დაამთავრა…
ჩანაწერი

გიორგიმ დაიწყო, გიმ დაამთავრა…

ეროვნული ლიგის მეორე ტურს გოლიანობით  არ გავუნებივრებივართ. გუნდებმა ერთმანეთს 14-ჯერ გაუტანეს. პირველ ტურში ეს მაჩვენებელი 22-ს  უდრიდა. თუმცა, საწუწუნო მაინც არ გვაქვს – უარესიც გვინახავს. სტუმართმოყვარე ტური გამოდგა – ხუთი შეხვედრიდან ოთხში  სტუმრებმა გაიმარჯვეს და ერთიც  ფრედ დამთავრდა. „საბურთალომ“ მეორე თამაშიც მოიგო და სატურნირო ცხრილს სათავეში ჩაუდგა. არადა, თავიდან ორივე მატჩს აგებდა.  სეზონის წინ საბურთალოელთა...

არტურ მეპასე ბარსელონელი
ჩანაწერი

არტურ მეპასე ბარსელონელი

„ბარსელონა” და ბრაზილიური „გრემიო” შეთანხმდნენ — არტურის ტრანსფერი ლა ლიგის ლიდერს შეიძლება 39 მილიონი ევრო დაუჯდეს. კატალონიელებს გამთამაშებლის წაყვანა 2018 წლის ივნისში შეუძლიათ. მათმა პრეს-სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია: „თუ ტრანსფერი შედგება, ჩვენ „გრემიოს” გადავუხდით 30 მილიონ ევროს, პლუს 9 მილიონი ნაწილ-ნაწილ, პროგრესის მიხედვით”. არტური ნახევარმცველია. ის პასებით გამოირჩევა. ბრაზილიელის კიდევ ერთი ძლიერი თვისება მეურვისგან...

რა კარგია როცა ტრავმას მიიღებ
ჩანაწერი

რა კარგია როცა ტრავმას მიიღებ

„შპორტბილდი” წერს, რომ 1990 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა ლოთარ მათეუსმა 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონი პერ მერტესაკერი „მირორში” გამოთქმული მოსაზრებების გამო გააკრიტიკა. მერტესაკერმა, რომელიც 2011 წლიდან „არსენალშია”, წლეულს კარიერას ამთავრებს და ლონდონის კლუბში ახალგაზრდების მწვრთნელად აპირებს მუშაობას, თქვა, რომ პროფესიონალი ფეხბურთელის ცხოვრება ნიადაგ სტრესისგან შედგება. „ფეხბურთელობა ფიზიკური და მენტალური სტრესია. გართობა არ არსებობს. ყველაფერი „თუ”-ს და „მაგრამ”-ის...

საბჭოთა ნაკრების პირველი ქართველი მერცხალი
ჩანაწერი

საბჭოთა ნაკრების პირველი ქართველი მერცხალი

გივი ჩოხელმა ძალიან ადრე, 26 წლისამ დატოვა დიდი ფეხბურთი, მაგრამ მის ისტორიაში მაინც ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ დარჩა. თელაველი ჭაბუკის გამოჩენა თბილისის „დინამოში” მოულოდნელი იყო. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჩვენი ქვეყნის უძლიერეს გუნდს უფრო დასავლეთ საქართველოს რგონები კვებავდნენ მაღალი კლასის ფეხბურთელებით და კახეთიდან ასეთი დონის ფეხბურთელის გამოჩენას არავინ ელოდა. გივი ჩოხელმა თამაში თელავში დაიწყო და 1956 წელს,...

მეთოფე ლიოვი?
ჩანაწერი

მეთოფე ლიოვი?

არსენ ვენგერის ეპოპეა ლონდონურ „არსენალში“ დასასრულისკენ მიდის. ფრანგი მაესტრო სავარაუდოდ ზაფხულში დატოვებს კლუბს და ასაკის გათვალისწინებით (68-ს მოიყარა) დამსახურებულ პენსიაზე გავა. მისი მემკვიდრის ძებნა კი უკვე დაწყებულია. კლუბიდან გამოჟონა ინფორმაციამ, რომ „მეთოფეები“ ბოსები იოაჰიმ ლიოვს ეკურკურებიან, რომელიც ზახულში მოიმუნდიალებს და გერმანიის ნაკრებს დატოვებს.

კურიოზი
ჩანაწერი

კურიოზი

— სად იყო სერხიო რამოსი? — კუჭში გავიდა, — უპასუხა ზინედინ ზიდანმა ჟურნალისტებს ისე გულწრფელად, რომ თემასთან დაბრუნებას არანაირი აზრი აღარ ჰქონდა. გულშემატკივართა უმრავლესობას შეუმჩნეველი დარჩა ის ამბავი, რომ „ეიბართან” სტუმრად 2:1 მოგებული შეხვედრის 73-ე წუთზე „რეალის” კაპიტანმა სასწრაფოდ დატოვა მოედანი და ხუთი წუთის შემდეგ დაბრუნდა. შემსუბუქებული რამოსის დაბრუნებიდან 5-6 წუთში კი კრიშტიანუ რონალდუმ გამარჯვების...