იაპონურ ოსაკაში შეკრებილმა სუმოს ელიტამ მეექვსე საშეჯიბრო დღე მოილია. ჩვენ ჩვენი ფალავანი გვყავს და ტოჩინოშინად სახელდებულმა ლევან გორგაძემ მორიგი გამარჯვება მიითვალა.
აღმოსავლეთის პირველ მაეგაშირა ენდოსთან ქართველს სასტარტო შეტევა კი გაეპარა, მაგრამ მეტოქის მიძალებას გდებით დაუსვა წერტილი.
ტოჩინოშინს ორი მარცხის წილ ოთხი გამარჯვება აქვს. მიზანი დადებითი ბალანსი, ანუ დარჩენილ 9 შერკინებაში კიდევ 4 გამარჯვების მოპოვებაა.
ხვალ დილით ლევანის მორიგი ვიზავი აღმოსავლეთის მესამე მაეგაშირა არავასი იქნება, ვისთანაც ოთხ შეჯახებაში ორი მოგება აქვს.
შეგახსენებთ, რომ წინა ბაშოზე ტრიუმფის შემდეგ ტოჩინოშინი ტიტულითაც დაწინარდა და უკვე არა რიგითი მაეგაშირას – კომუსუბის ტიტულით ასპარეზობს.
დადებითი ბალანსი, სულ მცირე, ტიტულის შენარჩუნების გარანტიაა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
