ბრაზილიელი ნახევარმცველი რობერტო რიველინო 1946 წლის 1 იანვარს სან პაულუში დაიბადა და შაბათს, ახალ წელს 58 წლისა ხდება. თამაშობდა „კორინთიანსში“, „ფლუმინენსეში“ და „ჰილიალ ერ რიადში“ (საუდის არაბეთი). ფეხბურთის თამაშს კი 1981 წელს დაანება თავი. ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში ჩაატარა 94 შეხვედრა, გაიტანა 26 გოლი. პირველი მატჩი: 1968 წლის 9 ივნისს ურუგვაის წინააღმდეგ მონტევიდეოში (2:0). ბოლო მატჩი: 1978...
წელი: 2018
იბრა და შვედური წარმოშობის მალტური ტოტალიზატორი
ორი წლის წინ, შვედური ფეხბურთის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სანაკრებო კარიერას დაეთხოვა. მიზეზი: საკლუბო ფეხბურთისთვის მეტი დროისა და ენერგიის დათმობა, კარიერის გახანგრძლივება. ამის შემდეგ, იბრამ შესანიშნავად ჩაატარა თავისი პირველი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში”, წარმატებით გაიკეთა მუხლის ოპერაცია და… „რუსეთი 2018″-ის წინ მისი ეროვნულ გუნდში დაბრუნების იდეაც გაჩნდა. მართალია, „ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაში მონაწილეობა...
უი-ვენტუსი
…ამ შემთხვევაში ჯანლუიჯი ბუფონი ნიკანდრო ქილიასავით გაიფიქრებდა: „დედა, რა იყო ეს?!“. მეექვსე ოქროს ბურთისკენ მიიწევს კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც ისეთ ფორმაშია (ან როდის არაა), უკვე რეკორდს რეკორდზე ამხობს. პირველი კაცი გახდა, ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ ათ მატჩში რომ გაიტანა. თან, რა გუნდების კარში გააქვს და რა გოლები. „იუვენტუსი“-„რეალი“ 0:3. რონალდომ დადუბლა, ერთიც მარსელომ გაიტანა, თან, არგენტინელი პაულო...
მუშტის გასაღები
გასული შაბათ-კვირა ქართული სპორტისთვის ოქრო-ვერცხლით იმდენად დახუნძლული აღმოჩნდა ლაშა გურულის ევროპის ჩემპიონობა ლამის ყურადღების მიღმა დაგვრჩა. 22-წლამდელთა შორის პირველობაზე ქართველმა ბიჭმა იპირველა. ამ ასაკის ბიჭებს კი 2020 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე მთავარ ბრძოლების გამართვა მოუწევთ. იაპონიამდე და ოლიმპიადამდე ჯერ შორია, თუმც ახლოს ლაშა გურული იყო… ყველაფერთან ერთად ლაშა სასიამოვნო მოსაუბრეც გამოდგა… – რა ასაკიდან დაიწყე კრივში ვარჯიში...
პეცის ოქრო-ვერცხლი
თბილისში ქალთა შორის სწრაფ და ელვისებურ ჭადრაკში ევროპის ჩემპიონატი დასრულდა. შეჯიბრი შვეიცარიული სისტემით ჩატარდა. მოჭადრაკეებმა რაპიდით (სწრაფი პარტიებით) დაიწყეს და ბლიცით (ელვისებური პარტიებით) დაასრულეს. რაპიდი გერმანელმა ელიზაბეტ პეცმა მოიგო, რომელმაც 11 პარტიიდან 5-ში იმარჯვა, დანარჩენები ყაიმით დაასრულა და 4 სხვა მოჭადრაკესთან ერთად 8 ქულა დააგროვა. დამატებითმა მაჩვენებლებმა სწორედ გერმანელი ქალბატონი აქცია ჩემპიონად. მეორე ადგილზე რუსი...
მძიმე როკი მოხუცებისთვის…
მარკ ნოფლერი და მისი ლეგენდარული ჯგუფი Dire Straits გამახსენდა ჩემპიონთა ლიგის ამ დღეს. როკი მოხუცებისთვის – ასე შეამკეს მელომანებმა ამ ჯგუფის შემოქმედება. ტურინში კი ძალიან მძიმე როკია მოსალოდნელი – იქეთ „მობერებული“ კრიშტიანუ და აქეთ „მხცოვანი“ ბუფონი – დედა შვილს რომ არ აიყვანს, იმ ფაზაშია გადასული პლანეტის უპირველესი საკლუბო საფეხბურთო დაპირისპირება. ამ ეტაპის მთავარი მატჩი კი...
კანიბალი გაძღა
ბატონი ბიათლონი, იგივე „კანიბალი” ანუ 44 წლის ლეგენდარული ოლე ეინარ ბიორნდალენი აქტიური სპორტიდან წავიდა. მისი დიდების დარბაზში 8 ოლიმპიური და მსოფლიოს ჩემპიონატის 20 ოქროს მედალი კიდია. ნორვეგიელთა გმირმა და უსაყვარლესმა სპორტსმენმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ სიმოსტრანდაში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოაცხადა. „სიამოვნება და მოტივაცია არსად გამქრალა. რამდენიმე წელიწადს კიდევ ვიასპარეზებდი” — თქვა ბიორნდალენმა, რომელსაც ჯანმრთელობა აღარ უწყობს ხელს. მას...
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
– ეჰ, ნახე რა ამბები დატრიალდა? – დიდი არაფერი. – როგორ თუ არაფერი? ეს ჩვენი ნაქები კიევის „დინამო“ რომ… – იცი რას გეტყვი? ეგ სულაც არ არის მთავარი. მთავარი ის ტენდენციაა, ბოლო დროს რომ გამოისახა. – რომელი? – ეჰ, ჩანს პასარელა მართალი იყო. თმების გამო რომ ჩხუბობდა. – ეგ საქმე ხომ გავარჩიეთ? – კი გავარჩიეთ,...
დე ბრუინმა თქვა სალაჰს ვჯობივარო?
ზოგიერთმა ინგლისურმა გაზეთმა დაწერა, რომ კევინ დე ბრუინის მტკიცებით წლეულს პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მას ეკუთვნის და არა ლივერპულის ეგვიპტელ ვარსკვლავ მოჰამედ სალაჰს. თავად ბელგიელი, მოგეხსენებათ, „მანჩესტერ სიტიში” თამაშობს. სალაჰს ყველა შეჯიბრებაში ერთად ჯერჯერობით 37 გოლი აქვს გატანილი. დე ბრუინის მონაგარი სხვა ტიპისაა, ის საგოლე პასებით სჯობია ყველას — 20. მიმდინარე სეზონში „სიტიმ” უკვე მოიგო...
პეპს ყოველთვის ჩემზე უკეთესი ფეხბურთელები ჰყავდა
იურგენ კლოპი ამბობს, რომ პეპ გვარდიოლას წარმატებებში სასაწაულებრივი არაფერია. მიზეზი მარტივია: უკეთესი ფეხბურთელები. ხვალ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კლოპის „ლივერპული” გვარდიოლას „სიტის” მასპინძლობს. ნუ იფიქრებთ, რომ გერმანელს დამარცხებული კაცის ბოღმა ალაპარაკებს. პირად შეხვედრებში მას გვარდიოლასთვის 12 თამაშიდან 6 აქვს მოგებული. გვარდიოლამ მოიგო 5. ერთი მატჩი ფრედ დამთავრდა. ასეთი შედეგით ბარე ორი ვერ დაიკვეხნის. სტატისტიკა, რომელიც წინა...









