ორი წლის წინ, შვედური ფეხბურთის ვარსკვლავი ზლატან იბრაჰიმოვიჩი სანაკრებო კარიერას დაეთხოვა. მიზეზი: საკლუბო ფეხბურთისთვის მეტი დროისა და ენერგიის დათმობა, კარიერის გახანგრძლივება. ამის შემდეგ, იბრამ შესანიშნავად ჩაატარა თავისი პირველი სეზონი „მანჩესტერ იუნაიტედში”, წარმატებით გაიკეთა მუხლის ოპერაცია და… „რუსეთი 2018″-ის წინ მისი ეროვნულ გუნდში დაბრუნების იდეაც გაჩნდა. მართალია, „ლოს ანჯელეს გალაქსის” თავდამსხმელს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეჯიბრებაში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ის დღემდე თავისი ქვეყნის მთავარ ვარსკვლავად ითვლება.
მაგრამ, სანამ შვედების მწვრთნელი იანე ანდერსონი 36 წლის ზლატანის აყვანასა და შემადგენლობის დაბალანსებაზე ფიქრობს, გიჟმაჟობით ცნობილმა ფეხბურთელმა ისეთი რამ გააკეთა, რომ შეიძლება ფიფამ ნაკრებთან მიკარება აუკრძალოს. ლოს ანჯელესში გამგზავრების წინ მან განაცხადა, რომ მალტაზე ლიცენზირებული ტოტალიზატორის „ბეტჰარდის” სახე უნდა გახდეს, ფიფას „ეთიკის კოდექსის” მეოთხე თავის 25-ე კანონის მიხედვით კი ადამიანები, რომლებსაც ეს კანონი ეხებათ (და ფეხბურთელებს ის რასაკვირველია ეხებათ) არ უნდა იყვნენ პირდაპირ ან ირიბ კავშირში ფეხბურთთან დაკავშირებულ სანიძლაო დაწესებულებებთან და ლატარიებთან.
იბრაჰიმოვიჩმა დაიჩივლა: „ტოტალიზატორები მთელი კარიერის განმავლობაში მიკავშირდებოდნენ, მაგრამ ერთხელაც არ გამიკეთებია ისეთი რამ, რაც ჩემს მიმართ ეჭვს გააჩენდა. ეს კერძო შემთხვევა კი სულ სხვაა. „ბეტჰარდს” შვედური ფესვები აქვს, მისი დამფუძნებლები ჩემი მშობლიური ქალაქიდან არიან და რაც მთავარია მათ პატიოსნებაში ეჭვი არ მეპარება. მათ საქმის კეთება სხვანაირად უნდათ”.
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
