გახსოვთ ჯიმი ფლოიდ ჰასელბაინკი? ჩვენ „ბოავიშტადან“ გავიცანით, რადგან მძიმე დღეში ჩააგდო თბილისის „დინამო“, მერე კი ამ ზორბა კაცმა სახელი გაითქვა „ჩელსიში“, ასევე „ატლეტიკოში“ ბევრი გოლის გატანით. ახლა გაჩნდა ინფორმაცია, ჯიმი ინგლისის რანგით მესამე დივიზიონის „ნორთჰემპტონ თაუნიდან“ გაუშვესო. იქ გუნდს წვრთნიდა და ცუდი შედეგები ჰქონდა. გასავარდნ ზონაშია „ნორთჰემპტონი“, ჯიმი კი უმუშევარი დარჩა. მანამდე კიდევ ორ ინგლისურ...
წელი: 2018
კვირაცხოვლობამდე
ეროვნული ლიგის მე-5 ტური უხვგოლიანი ვერ გამოდგა. ჯამში მეტოქეებმა ერთმანეთს 12 ბურთი გაუტანეს. ნაკლები მხოლოდ მე-3 ტურში გავიდა (11). „ლიდერად“ კი 22 გოლიანი საწყისი ტური რჩება. პირველად წააგო ლიდერმა, „საბურთალომ“. გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდებს აქამდე ოთხივე მატჩი მოეგოთ და სატურნირო ცხრილს ერთპიროვნულად ლიდერობდნენ. მათი დამმარცხებელი „ლოკომოტივი“ კი ბოლო ადგილზე იდგა ერთადერთი ფრით და კინკილა ქულით. რკინიგზელმა...
ბარსელონაში შოუ აკლიათ
რას არ გაიგებ: „ბარსელონას” შემდეგ სეზონში ლუკ შოუს იჯარით აყვანა უნდაო. არადა, „მანჩესტერ იუნაიტედის” მარცხენა მცველი ჟოზე მოურინიუს ხელში ძირითად შემადგენლობასთან მთლად შენობით ვეღარ არის. შოუ 22 წლისაა. რატომ არ ყიდულობს „ბარსელონა” მანჩესტერელს მუდმივმოქმედი კონტრაქტით? როგორც ამბობენ, კატალონიურ კლუბს სახსრები ძირითადად „ატლეტიკოდან” ანტუან გრიზმანის გადასაბირებლად და „ლივერპულისთვის” ფილიპე კოუტინიუს თანხის გასასტუმრებლად აქვს მობილიზებული. შოუს მოურინიუ...
„შპანა“ ძლიერდება
17 დღეში ოთხი ინციდენტი — „ვესტ ჰემი”, ამსტერდამი, „ჩელსი” და „ლივერპული”. ნუთუ ინგლისურ ფეხბურთში განგაშის ზარმა დარეკა? მიმომხილველი ნილ ეშტონი ამბობს, რომ ის, რაც ხდება ინგლისელთა იმიჯისთვის კარგი ნამდვილად არ არის. ეშტონი წერს, რომ ფანებისთვის დამახასიათებელი ქცევა, ტრიბუნებზე ყვირილი და გინება, ბოლო ხანს სახიფათო საზღვარს უახლოვდება. ხულიგანთა დაჯგუფებების გააქტიურება და ჩვეულებრივი გულშემატკივრის უკანა პლანზე გადასვლა...
აბა, კარგი მარსიალი! პოგბა ვის უნდა, პოგბა!
სატრანსფერო ბაზარზე დაყრილი ჭორების თანახმად ზაფხულზე „რეალი” „მანჩესტერ იუნაიტედს” მიადგება და გარეთ ბეილის სანაცვლოდ სხვადასხვა ვარიანტს შესთავაზებს. მადრიდელთა მიზანი ნათელია: ლა ლიგის ჩემპიონის ტიტულის დაბრუნება. იმაში, რომ „თეთრები” მანჩესტერელთა ესპანელი მეკარის დავიდ დე ხეას შეძენაზე ოცნებობენ ახალი არაფერია. ამბობენ, რომ „სანტიაგო ბერნაბეუზე” დიდი ყურადღებით აკვირდებიან პოლ პოგბასა და „იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელის ჟოზე მოურინიუს კონფლიქტს. მადრიდელებს...
საოცრება: დე ბრუინი ასახელებს სალაჰს!
„მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი BT სპორტის ჟურნალისტ დეს კელის ტელეფონში სურათებს ათვალიერებინებდა, როდესაც შემთხვევით გამოჩნდა, თუ ვის მისცა ხმა ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში. ეს სწორედ ის გამოკითხვაა, რომელშიც წლეულს ან თავად ბელგიელი გაიმარჯვებს ან „ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელი მოჰამედ სალაჰი. და როგორ ფიქრობთ, რა აღმოჩნდა? აღმოჩნდა, რომ დე ბრუინს, პირველ ადგილზე არც მეტი-არც...
ჩაწიხლეთ „სიტი” სტადიონამდე!
„ენფილდის” მისადგომებთან ლივერპულელმა ფანებმა „მანჩესტერ სიტის” ავტობუსი ისეთ დღეში ჩააგდეს, რომ კლუბს ბოდიშის მოხდა დასჭირდა. ბოთლების, მაშხალების, პეტარდების და სხვა მძიმე საგნების სეტყვა მოდიოდა. გარშემო წითელი კვამლი დადგა. არავინ დაშავებულა, მაგრამ წინა შუშა და მძღოლის კარი დაზიანდა. „სიტის” მატჩის შემდეგ შინ დასაბრუნებლად ახალი ტრანსპორტის გამოძახება მოუხდა. როგორც კი ავტობუსმა სტადიონის ტერიტორიაზე შეაღწია, მას ფტოტები გადაუღეს...
Livergoooooooooool
გუშინ იყო, „ბაიერნმა“ და „რეალმა“ თითქმის გაინაღდეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი, დღეს კიდევ „ბარსელონამ“ და „ლივერპულმაც“ დიდი ანგარიშით მოიგეს. რაღას ვუყუროთ საპასუხო მატჩებში? დავიჯეროთ, ამ ოთხიდან რომელიმე გავარდება? ძალიან გაგვიკვირდება. მოკლე მონაკვეთებში ენფილდელებმა როგორი აფეთქება იციან, ეს 13 წლის წინანდელ სტამბულის ფინალიდან გვახსოვს. „ლივერპულმა“ ოცწუთიანი ჯოჯოხეთი მოუწყო „სიტისაც“, სამი გოლი დაუხატა და მერე აღარც გაუშვია. მოჰამედ...
სპორტომანი
ბურთაობაც გესმის, ჭიდაობაც, ფარიკაობაც… მოკლედ, სპორტი შენია… ჩაერთე “სარბიელის” ვიქტორინაში და პუბლიკა გააკვირვე… [interaction id=”5ac50afcf7bd3ed001f78f0f”]
კლუბის შარფი გაქვს – წამოიღე! თუ დროშა გაქვს – წამოიღე! თუ ბანერი გაქვს – წამოიღე! თუ არაფერი გაქვს – მე მოგცემ…
ჩემპიონთა ლიგის წუხანდელი საღამო აშკარად სტუმრების იყო. „რეალს“ და „ბაიერნს“ სასწაული თუ შეუშლის ხელს მომდევნო ეტაპზე გასვლაში. დღევანდელი ინტრიგა არანაკლებია. „ბარსელონა“ თავისი ჯადო-ბიჭით წელს სასწაულებს სჩადის. დასტურად ბოლო შეხვედრაც კმარა, თუმცა „რომას“ ნაადრევად ნუ ჩამოწერთ. კლასიკური იტალიური ფეხბურთი ძნელად გასავლელი და ჯაჯგურა დაცვით ფავორიტებს არ ცნობს. ერნესტო ვალვერდე, ბარსელონას მწვრთნელი: „რომაელებმა ჯგუფში კარგად ითამაშეს, რაც გასაკვირი...









