ინგლისში საფეხბურთო ხულიგნები უკან დახევას არ აპირებენ: შაბათს, მანჩესტერული დერბის დღეს, მათ ქალაქის ქუჩებში დებოში მოაწყვეს. როგორც თვითმხლველები ამბობენ გამოჩნდა შავ ტანსაცმელში გამოწყობილი დაახლოებით ორმოცდაათკაციანი დაჯგუფებაც. დაჯგუფებამ გვარიანი არეულობა მოაწყო, მაგრამ პოლიციის რაზმის გამოჩენისთანავე გაიფანტა. იყო შეჯახებები გულშემატკივართა შორის. პოლიციელებმა რამდენიმე ხულიგნის დაჭერა მოახერხეს. მათ ერთ-ერთ ქუჩაზე ალყაში მოიმწყვდიეს წესრიგის დამრღვევები. თვითმხილველი ყვება, რომ რამდენიმე...
წელი: 2018
მადლობა გაგდებულს და ვეტერანებს
„ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა ბავარიული კლუბის ჩემპიონობაში კარლო ანჩელოტის დამსახურება აღნიშნა. „მინდა მივესალმო კარლო ანჩელოტის”, — თქვა „რეკორდმაისტერის” თავკაცმა ტელეკომპანია „სქაისთან” ინტერვიუში მას მერე, რაც მისმა გუნდმა „აუგსბურგს” სტუმრად 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო გერმანული ფეხბურთის უდიდესი ტიტული. მოგეხსენებათ, „ბაიერნმა” სეზონი იტალიელის ხელმძღვანელობით დაიწყო. ანჩელოტი „ალიანს არენაზე” 2017 წლის 28 სექტემბრამდე მუშაობდა. ჰაინკესმა განაგრძო: „ანჩელოტი...
რას იტყოდით ბუნდესლიგაში ფლეი-ოფზე?
„ბაიერნმა” „აუგსბურგს” 4:1 მოუგო და ოცდამერვედ მოიგო ბუნდესლიგის სასალათე. ბავარიელებისთვის ეს ზედიზედ მეექვსე ჩემპიონობაა. მაგრამ, ის რაც უხარიათ მიუნხენში, დანარჩენ გერმანიაში მოსაწყენად მიაჩნიათ — სეზონის დასრულებამდე ხომ კიდევ კიდევ ხუთი ტურია, რომელსაც აზრი მხოლოდ ქვედა ადგილების გადანაწილებისთვის დარჩენია. მთავარი ინტრიგა კი აღარ არის. სწორედ ამიტომ დაიწყეს ლაპარაკი ჩემპიონატის ფორმატის ცვლილებაზე — მავანთ რეგულარული ეტაპის შემდეგ...
ოქრო–ვერცხლი ანთალიიდან
თურქულ ანთალიაში წარმატებული სტარტი აიღეს ჩვენმა ძიუდოისტებმა. თურქეთის გრან-პრიზე პირველი ნომრები თითქმის არავის ჩაუყვანია და ჩვენი გუნდიც გადახალისებული შემადგენლობით გამოდის. ამას ხელი არ შეუშლია, გუშინვე გვეზეიმა გამარჯვება. 66 კილოგრამამდე კატეგორიაში ბაგრატ ნინიაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიცილა გზიდან კუბელი სოლისი, ირანელი ხოჯასტენი, ყაზახი ჟუმახანოვი და თურქი სანდალი. ფინალში ჩვენებურის მეტოქე მოლდოველი დენის ვიერუ იყო. ბაგრატმა ჯერ ლამაზი...
„ბარსელონას” საპატიო დერფანს არ მოვუწყობთ!
„რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა განაცხადა, რომ მისი გუნდი 6 მაისს, „ელ კლასიკოს” დღეს, „ბარსელონას” საპატიო დერეფანს არ მოუწყობს — ცხადია, ლაპარაკია იმ შემთხვევაზე თუ „ბლაუგრანა” მანამდე გაინაღდებს ესპანეთის ჩემპიონის ტიტულს. შეგახსენებთ, რომ დეკემბერში, სეზონის პირველი „ელ კლასიკოს” დღეს, აბუ დაბიდან კლუბთა მსოფლიო ჩემპიონის რანგში დაბრუნებულ მადრიდელებს „ბარსელონამ” არ მოუწყო საპატიო დერეფანი. მადრიდის „ატლეტიკოსთან” შეხვედრის წინა...
მათ ცუდი ურთიერთობა ჰქონდათ
რას ფიქრობს ვეტერანი რუუდ ვან ნისტელროი თავის ყოფილ თანაგუნდელზე კრიშტიანუ რონალდუზე იმიტომ გახდა საინტერესო, რომ „იუვენტუსის” კარში გატანილი საოცარი მაკრატელა დარტყმით პორტუგალიელმა მისი რეკორდი მოხსნა: ჰოლანდიელს ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 9 შეხვედრაში ჰქონდა გოლი გატანილი, რონალდუმ კი მეათეშიც შეაგდო. საინტერესოა, რომ რონალდუ და ვან ნისტელროი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში დიდად ვერ მეგობრობდნენ. ერთხელ, ვარჯიშზე შელაპარაკებაც კი...
კონტეს პასუხი მეგობარს
ანტონიო კონტემ ჯანლუკა ვიალის ბრალდებას უპასუხა. ვიალიმ თქვა, რომ კონტეს ერთი სული აქვს როდის დამთავრდება სეზონი და როდის წავა „ჩელსიდან”, რაზეც „ლურჯების” თავკაცმა თქვა, რომ ვიალი წელიწადზე მეტია არ უნახავს და შეუძლებელია მისი სურვილები იცოდეს. „ყველა ვინც მიცნობს დაადასტურებს, რომ გუნდში ჩემი შესაძლებლობების 120 პროცენტს ვდებ. „ჩელსისთან” კონტრაქტი მაქვს და დაუღალავად ვმუშაობ” — თქვა კონტემ. აქ...
ლებრონის ახალი მწვერვალი
ლებრონ ჯეიმსმა კარიერაში 31 000 ქულას გადააბიჯა. ჯეიმსამდე ასეთი შედეგი მხოლოდ ექვს ვარსკვლავს ჰქონია, მაგრამ არც ერთი მათგანი არ იყო ისეთი ახალგაზრდა, როგორიც 33 წლის ლებრონია. ამდენად, ეს რეკორდი გახლავთ. ზემოთ ნახსენებ ექვსეულში ისეთი სახელებია, როგორებიცაა ქერიმ აბდულ ჯაბარი, კობი ბრაიანტი, მაიკლ ჯორდანი. რეკორდთა რეკორდი ჯაბარს ეკუთვნის. მან „მილუოკისა” და „ლეიკერსში” 38 387 ქულა მოიპოვა....
„სიტი” ზეიმს არ გვპირდება
პეპ გვარდიოლას თქმით, ხვალ მანჩესტერულ დერბიში მისმა „სიტიმ” რომც გაიმარჯვოს და ინგლისის ჩემპიონი გახდეს, ზღვარგადასულ ზეიმს მაინც ვერ ვიხილავთ. „სიტის” გამარჯვების შემთხვევაში „ქალაქელები” პრემიერლიგის რეკორდს დაამყარებენ — გახდებიან გუნდი, რომელმაც ტიტული ყველაზე მალე მოიპოვა. გვარდიოლა გვარწმუნებს, რომ მისი ფეხბურთელები გონებით დაუყოვნებლივ „ლივერპულთან” ჩემპიონთა ლიგის საპასუხო თამაშზე გადაერთვებიან. „მოედანზე მოსაგებად გავალთ, მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს,...
გიჟების ბანდა
„ლივერპული“ – „სიტის“ სალიგო დაპირისპირებამ სრულად გაამართლა მოლოდინი, მაგრამ ვაღიაროთ, რომ ლივერპულელები მიმდინარე სეზონში ისედაც ყველას აოცებდნენ „გიჟურად“ მონათლული ფეხბურთით. რაში მდგომარეობს იურგენ კლოპის წარმატების საიდუმლო? რაც უნდა გასაკვირი იყოს, გერმანელის ხელში გუნდის თამაში გაცილებით ლაღი და შემოქმედებითი გახდა. ეს სულაც არაა თავის ნებაზე მიშვებულ ინდივიდუალისტთა კრებული. კლოპმა ზედმიწევნით იცის ყველა შეგირდის შესაძლებლობები და თავისუფლებაც...









