წელი: 2018

Home 2018
ამ საღამოს ამბავი
ჩანაწერი

ამ საღამოს ამბავი

იძახე და წერე შენ, ვადაგასული მაურინიოო, გააქანა და მიარტყა კბილებში. განა მარტო შენ, მოთავდა მაგისი დიდი საქმეებიო, გადაჭრელებულია ბოლო თვეებია გაზეთები. ეგებ მართლა მოთავდა, მაგრამ ესეც ხომ ცნობილია, მაურინიო ისე არ წაიქცევა, რაღაცეები ვერ ზიდოს. სხვა საკითხია, რომ, მისთვის რაღაცეების ზიდვა მნიშვნელოვანი არ არის და მხოლოდ განსაკუთრებულსა და დიად რამეებს ცნობს. და მაინც, რარიგ გაიხარა,...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

– ეჰ გაიგე, რა მომხდარა? – ვიცი, ვიცი, მიდლსბრო პატარა ქალაქია, არაფერი დაიმალება. – როგორ მოხდა ეგ ამბავი? – როგორ და გაზა მისულა და უჩხუბია. სამზარეულოში ფარდები რატომ არ დაკიდეთო. ცოლსაც აუღია და ტაფა დაუკრავს. გაზას მაღვიძარა უსვრია, ცოლს – ხახვი. მერე გაზა აბაზანაში შესულა, ვედრო აუღია და აი იქ მოხდა ყველაფერი… – მე მეგონა,...

ჰაინკესსაც ხომ უნდოდა ლუდი
ჩანაწერი

ჰაინკესსაც ხომ უნდოდა ლუდი

„ბაიერნის” მწვრთნელმა იუპ ჰაინკესმა „კიკერთან” ინტერვიუში მოყვა, თუ როგორ აღნიშნა „აუგსბურგთან” 4:1 გამარჯვების შემდეგ თავისი გუნდის ჩემპიონობა სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე. „სასტუმროში ცხრის ნახევარზე დავბრუნდი და ჩანთა ამოვალაგე. ასეთ დროს ნომერში უნდა ახვიდე, რადგან ზეიმის სრულად შესაგრძნობად ჯერ ადრეა. ერთი ხნის შემდეგ, ჩემი ასისტენტები პეტერ ჰერმანი და ტონი ტაპალოვიჩი ლუდის გადასაკრავად წასულან. ვკითხე, მე...

ჰიპნოზის ძალა „ბარსელონაში”!
ჩანაწერი

ჰიპნოზის ძალა „ბარსელონაში”!

ეს ამბავი ცოტა შემაძრწუნებელიც კია. ვიღაცა იტყვის დადგმულიაო. როგორც გენებოთ. ჩვენი საქმე მხოლოდ მოყოლაა: ჯეფ ტუსანი ცნობილი ჰიპნოზიორი გახლავთ, რომელმაც ჟოან გასპარის სახელობის საწვრთნელ ბაზაზე „ბარსელონას” სამ გულშემატკივარს საოცარი ოინი (იხილეთ ვიდეო) ჩაუტარა. მოკლედ რომ მოვყვეთ ასე იყო: ჰიპნოზიორმა ეს გულშემატკივრები დააძინა და რომ გააღვიძა მათ თავიანთი საყვარელი ფეხბურთელები ანდრს ინიესტა, პაულინიუ, ფილიპე კოუტინიუ, ივან რაკიტიჩი...

შოვკოვსკის სამჯერ ესროლეს
ჩანაწერი

შოვკოვსკის სამჯერ ესროლეს

სიდედრი სამჯერ რომ გესვრის, როგორია? უფრო სწორედ, ნასიდედრალი… კიევის „დინამოსა” და უკრაინის ნაკრების ყოფილი მეკარე, 43 წლის ალექსანდრ შოვკოვსკი შარშია. მან სოციალურ ქსელებში ორი ვიდეო დაპოსტა — როგორ ესვრის ვიღაც ქალი აივნიდან ჯერ ქვებს და მერე ტყვიებს. ფეხბურთელი, რომელმაც უკრაინის ნაკრების ღირსება 92-ჯერ დაიცვა, განმარტავს, რომ ეს ქალი მისი ყოფილი სიდედრი ლუბოვ პავლოვნაა. იკითხავთ, ვინ...

სიკვდილი „ჩრდილოეთის ჯოჯოხეთში“
ჩანაწერი

სიკვდილი „ჩრდილოეთის ჯოჯოხეთში“

პარიზი-რუბეს ველორბოლა უკანასკნელი აღმოჩნდა 23 წლის მიხაელ გოლარსტისთვის. რბოლისას მან წონასწორობა დაკარგა, ქვაფენილზე დაეცა და გონება დაკარგა. შემდეგ მას გულიც გაუჩერდა. ადგილზე ჩატარებულმა რეანიმაციულმა ზომებმა შედეგი არ მოიტანა. სპორტსმენის გადარჩენა საავადმყოფოშიც ვერ მოხერხდა, სადაც ის ვერტმფრენით გადაიყვანეს. პარიზი-რუბეს ველორბოლა ტექნიკური თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე რთულ შჯიბრად მიიჩნევა. ტრასის მნიშვნელოვან მონაკვეთს სპორტსმენები ასფალტის ნაცვლად ქვაფენილზე გადიან, რა...

რამოსი დერეფანსა და რონალდუზე
ჩანაწერი

რამოსი დერეფანსა და რონალდუზე

6 მაისს „ელ კლასიკოა”. ამ დღეს „კამპ ნოუზე” სათამაშოდ „რეალი” ჩავა, ხოლო „ბარსელონა” სავარაუდოდ უკვე ჩემპიონი იქნება. მოუწყობს თუ არა მადრიდის გუნდი ჩემპიონს „საპატიო დერეფანს”? — ამ თემამ ესპანეთში დიდი რეზონანსი გამოიწვია. „რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა რამდენიმე დღის წინ მკაფიოდ განაცხადა, რომ მისი ფეხბურთელები „ბარსელონას” „საპატიო დერეფანს” არ მოუწყობენ და არც ის დაუმალავს თუ რატომ:...

კლოპის რეალური ვარიანტი
ჩანაწერი

კლოპის რეალური ვარიანტი

გასული კვირის ერთ-ერთი ყველაზე ყურადსაღები საფეხბურთო მოვლენა ჩემპიონთა ლიგაში „ლივერპულის” მიერ „მანჩესტერ სიტის” 3:0 დამარცხება გახლდათ. ამ გამარჯვების სულისჩამდგმელი და მთავარი შემოქმედი კი ლივერპულელთა გერმანელი თავკაცი იურგენ კლოპი იყო. ინგლისურმა „სანმა” დაწერა, რომ კლოპის წარმატებებს დიდი ინტერესით აკვირდება მადრიდის „რეალი”, რომლის ხელმძღვანელობაც არ გამორიცხავს, რომ სეზონის დასრულების შემდეგ ზინედინ ზიდანის შეცვლა დასჭირდება. წერენ, რომ დღეს...

პოგბას ყველა სჯობია?
ჩანაწერი

პოგბას ყველა სჯობია?

მანჩესტერული დერბის დამთავრების შემდეგ მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება, როგორ მივიდა „სიტის” მწვრთნელი პეპ გვარდიოლა „იუნაიტედის” ნახევარმცვლელ პოლ პოგბასთან და კარგა ხანს უჩურჩულა რაღაც. პოგბა მატჩის გმირი იყო, მან ორი გოლი გაიტანა. „იუნაიტედმა” „მოსისხლეს” 0:2 შემოუტრიალა და 3:2 მოუგო. ყველას მყისვე გაახსენდა გვარდიოლას რამდენიმე დღის წინანდელი მოყოლილი, რომ სუპერაგენტმა მინო რაიოლამ ორი თვის წინ პოგბასა და...

რეპეტიცია
ჩანაწერი

რეპეტიცია

წესიერად ვერ ეზეიმა ფაბიანო კარუანას ბერლინში, საჭადრაკო პრეტენდენტთა ტურნირის მოგება, რომ სამხრეთ გერმანიისკენ აფრინეს, მე-20 კატეგორიის Grenke Chess Classic-ტურნირში სათამაშოდ, რომელსაც ორი ქალაქი, კარლსრუე და ბადენ-ბადენი მასპინძლობენ. 10 დიდოსტატის მონაწილეობით და ერთ წრედ დაგეგმილი ტურნირის პირველი სამი ტური კარლსრუეში უკვე შედგა და საკურორტო ბადენ-ბადენის მყუდრო გარემოშიც მომდევნო სამი ტური გაიმართა. ბადენ-ვიურტენბერგის მიწაზე მსოფლიოს საუკეთესო მოჭადრაკეებმა...