წელი: 2018

Home 2018
ოლივერ შარიანი
ჩანაწერი

ოლივერ შარიანი

მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გავიდა, კრიშტიანუ რონალდუმ კი ლიგის ზედიზედ მეთერთმეტე თამაშში გაიტანა, მაგრამ დღის გმირი ტურინის „იუვენტუსია“! შინ 0:3 წაგების მერე, „სანტიაგო ბერნაბეუზე“ 3:0 წაიყვანო, ამას ალეგრისა კი არა, პლატინ-ბონეკის დროინდელი უდიდესი „იუვეც“ ვერ წარმოიდგენდა… ფეხბურთი რომ მარტო ტაბლო იყოს, თამაშს არ ვნახავდით და ბოლოს მხოლოდ მშრალ ანგარიშს გავიგებდით. ტაბლოზე „რეალმა“ აჯობა „ბებერ...

მადრიდს სასწაულის არ სჯერა… ალეგრის სჯერა
ჩანაწერი

მადრიდს სასწაულის არ სჯერა… ალეგრის სჯერა

ნეიტრალური ქომაგი ყველაზე უფრო რეალი – იუვენტუსის წყვილისგან მოელოდა დაძაბულ ჭიდილს, მაგრამ რონალდუს დუბლმა და მარსელოს „დაშლა-არმოშლისამ” ინტრიგა ტურინშივე ჩაკლა. გუშინ კი გავხდით ერთი სასწაულის მომსწრე. ისიც იტალიელთა შესრულებით, ოღონდ „რომამ“ ეს საკუთარ „ოლიმპიკოზე“ მოახერხა. იგივეს გაკეთება სტუმრად – გადავსებულ „სანტიაგო ბერნაბეუზე“ კი სასწაულის ჩარჩოებსაც ცდება. „რეალს“ კაპიტანი სერხიო რამოსი არ ეყოლება და დაცვაში ალბათ...

ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!
ჩანაწერი

ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ!

ერნესტო ვალვერდემ აღიარა რომ რომში „ბარსელონას” 0:3 დამარცხება მისი ბრალია. „მეტოქეს ვერაფერი დავუპირისპირეთ. ყველაფერი მის სასარგებლოდ და ჩვენ საწინააღმდეგოდ ხდებოდა. თამაში ვერ ავაწყეთ, რაშიც თავიდან ბოლომდე მე ვარ დამნაშავე. მე ვარ გუნდის  ხელმძღვანელი და ყველაფერი ჩემთან იყრის თავს. მოწინააღმდეგის ზეწოლას ბურთის შორს მოგერიებით ვპასუხობდით. დაქსაქსულებმა „მეორე ბურთისთვის” ბრძოლაც წავაგეთ. როდესაც მოწინააღმდეგე გჯობია და ისე გიგებს,...

ოუენი: გავარდნა მესის და სუარესის ბრალია
ჩანაწერი

ოუენი: გავარდნა მესის და სუარესის ბრალია

ინგლისის ნაკრებისა და „ლივერპულის” ყოფილი ვარსკვლავი, 2001 წლის „ოქროს ბურთის” მფლობელი, BT sport-ის ექსპერტი მაიკლ ოუენი ამბობს, რომ როდესაც „ბარსელონა” თავს იცავს, ლეო მესი და ლუის სუარესი მაყურებლების როლში არიან. ოუენის აზრით, კატალონიური გუნდის ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალიდან გამოვარდნა დიდწილად ამ ორი სამხრეთაემრიკელის ბრალია. შეგახსენებთ, რომ „ბარსას” „რომასთვის” შინ 4:1 ჰქონდა მოგებული, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში 0:3...

მსაჯები სიტის წინააღმდეგ
ჩანაწერი

მსაჯები სიტის წინააღმდეგ

როდესაც საქმე საკამათო მსაჯობას ეხება, „დეილი მეილი” კომენტარისთვის გადამდგარ ინგლისელ რეფერის, გრემ პოლს მიმართავს ხოლმე. გავლენიანი გამოცემა ასევე მოიქცა ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტისა” და „ლივერპულის” საპასუხო მეოთხედფინალური შეხვედრის შემდეგ, რომელიც „ლივერპულმა” 2:1 მოიგო. გრემ პოლის კომენტარი ამჯერად ერთი მატჩის შეფასებას გასცდა. მან დაწერა: „მანჩესტერ სიტი” ზედიზედ სამ შეხვედრაში გახდა მსაჯის შეცდომის მსხვერპლი, რამაც ამ გუნდის...

ლივერპულელი გალახეს
ჩანაწერი

ლივერპულელი გალახეს

ჩხუბის გარეშე მაინც არ გამოვიდა — „სიტის” ფანებმა „ლივერპულის” გულშემატკივარი გალახეს. როგორც ჩანს მერსისაიდელს არ გაუმართლა, „სიტის” ოჯახურ ლოჟაში იჯდა და იმდენიც ვერ მოახერხა, რომ მისი გუნდის გამარჯვების შემდეგ „მტრის გარემოცვაში” ზეიმისგან თავი შეეკავებინა. ჰოდა, შედგნენ. როგორც ამბობენ და ჩანაწერებიდანაც ჩანს, ორი განსაკუთრებით მონდომებული ურტყამდა. ნაცემმა ლივერპულელმა ინტერნეტში რვაწამიანი ჩანაწერი დაპოსტა. სად იშოვა, ვერ გეტყვით....

მძინარე ბარსელონა რომში დაეცა
ჩანაწერი

მძინარე ბარსელონა რომში დაეცა

არ იყო კატალონიელების დღე. აქეთ პეპ გვარდიოლას „სიტი“ გავარდა, რაც არავის გაჰკვირვებია, რადგან ცალი ფეხი ისედაც ჩემპიონთა ლიგის გარეთ ჰქონდა, იქით – მისი მშობლიური „ბარსელონა“ საკვირველი იყო ის, რაც რომში მოხდა: ლეო მესი, ლუის სუარესი, ანდრეს ინიესტა და ძმანი მათნი მოწამლულებივით დალასლასებდნენ მოედანზე, „რომა“ კი დიდ ფეხბურთს თამაშობდა და გამოწერილი ანგარიშითაც მოიგო. 1:4 ჰქონდა წაგებული,...

შავი კარუანა
ჩანაწერი

შავი კარუანა

მსოფლიო ჩემპიონობის პრეტენდენტი ფაბიანო კარუანა გერმანიაშიGrenke Chess Classic-ტურნირის გამარჯვებული გახდა. მან 9 პარტიაში 6,5 ქულა დააგროვა და მეორეზე გასულ მაგნუს კარლსენს ქულით აჯობა. მეშვიდე ტურამდე კარუანა ფრანგ მაქსიმ ვაშე-ლაგრავთან და რუს ნიკიტა ვიტიუგოვთან ერთად ლიდერობდა ცხრილს, თუმც მე-7 ტურში ფრანგს სატურნიროდ უმნიშვნელოვანესი პარტია 36-ე სვლაზე, შავებით მოუგო და ეულად გაიჭრა წინ. მე-8 ტურში ყველა პარტია...

გვარდიოლა: იდეალურად უნდა ვითამაშოთ!
ჩანაწერი

გვარდიოლა: იდეალურად უნდა ვითამაშოთ!

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალების წილისყრის შემდეგ ექსპერტთა დიდი ნაწილი თვლიდა, რომ „ლივერპულს“ შეეძლო სერიოზული თავსატეხის გაჩენა „სიტისთვის“, თუმცა ფავორიტად მაინც მანჩესტერელები მიიჩნეოდნენ. ბოლოს და ბოლოს, „სიტი“ ფაქტობრივად უკვე ინგლისის ჩემპიონია და რომ არა გასულ ტურში „მანჩესტერთან“ განიავებული ორბურთიანი ჰანდიკაპი, დღეს გაცილებით უკეთეს ხასიათზე იქნებოდა. დღევანდელი მატჩის წინ გვარდიოლამ დე ბრუინი დაასვენა და „მანჩესტერთან“ მატჩში მხოლოდ 72-ე...

სუმო ჩვენი სპორტია
ჩანაწერი

სუმო ჩვენი სპორტია

ერთ დროს ლევან ცაგურიას მიერ იაპონელთა სათაყვანებელ სუმოშიგადადგმულ პირველ ნაბიჯებს ერთგვარი არასერიოზულობით და ირონიითაც კი აღვიქვამდით. მერე კოკაიდ მონათლული ლევან ცაგურიას კვალს ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) და თეიმურაზ ჯუღელი (გაგამარუ) დაადგნენ. წელს „ტოჩინოშინის“ მიერ იმპერატორის თასის მოპოვების შემდეგ საქართველოში სპორტის ამ სახეობის პოპულარობამ პიკს უწია. სამწუხაროდ, იქიდან გამომდინარე, რომ ოლიმპიური სახეობა არაა, სუმო სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური...