„შპორტ ბილდისა” და „ბილდის” ინფორმაციით, რომელიც რამდენიმე საათში თავად კლუბმაც დაადასტურა „ბაიერნის” ბოსებმა ახალი მწვრთნელი უკვე შეარჩიეს — ის იქნება 46 წლის ნიკო კოვაჩი. როგორც ჩანს ბავარიელთა ხელმძღვანელებმა თავისივე გრაფიკს გაასწრეს. მათ ნათქვამი ჰქონდათ, რომ 72 წლის იუპ ჰაინკესის შემცვლელი უნდა ყოფილიყო გერმანულად მოლაპარაკე კაცი, რომელიც გუნდს ზაფხულში ჩაიბარებდა და კლუბი მის ვინაობას აპრილის ბოლოს...
წელი: 2018
გასახდელში მუსიკა ღრიალებდა
მანჩესტერულ დერბიში „იუნაიტედმა” „სიტის” 0:2 შემოუტრიალა, 3:2 მოუგო. ადრე, დეკემბრის დერბიში კი „სიტიმ” იძალა — 2:1. ამრიგად, შურისძიება შედგა, მაგრამ… არა მხოლოდ მოედანზე. გახსოვთ, რა ამბავი მოჰყვა „ოლდ ტრეფორდზე” „ქალაქელების” გამარჯვებას? „სიტის” ფეხბურთელებმა გასახდელში მუსიკა ჩართეს ხმამაღლა, რაზეც ჟოზე მოურინიუ გადაირია და მეტოქეს გასახდელში შეუვარდა, პატივისცემას ვითხოვო. ერთი ამბავი ატყდა მაშინ, „განსაკუთრებულს” თავში ბოთლებიც კი...
რა შუაშია რუსეთი და რეალი – იუვენტუსი?
33 წლის მაიკლ ოლივერის სახელი წუხანდელი მადრიდული დავიდარაბის შემდეგ უკვე ფეხბურთის ყველა ქომაგმა იცის. ბრიტანელმა არბიტრმა „რეალი“ – „იუვენტუსის“ საპასუხო მეოთხედფინალის დამატებულ წუთებზე ტურინელთა კარში პენალტი დანიშნა და ამით, მინიმუმ ნახევარი ევროპა გადაიკიდა. ერთი კვირის წინათ, პირველ რაუნდში საშინაო 0:3-ის შემდეგ მასიმილიანო ალეგრის ბიჭებმა შეუძლებელი შეძლეს, სამბურთიანი დეფიციტი გაანულეს და ის იყო, დამატებითი დრო უნდა...
ცოლი და ტაკონი
ცოლიც მსაჯი ჰყოლია თურმე მაიკლ ოლივერს, ინგლისელ არბიტრს, რომელმაც ისე დაუსტვინა საპენალტედ „რეალისთვის“, რომ მისი ნასტვენი ჯერ კიდევ მიზუზუნებს მადრიდიდან ტურინისკენ. „იუვენტუსის“ ქომაგებმა მაიკლის მეუღლის, ლუსის ტვიტერზე მოქექეს 2016 წელს „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაღებული სურათი წარწერით: „მგონი არაა ცუდი სტადიონი“. იქვეა ესპანეთის დედაქალაქში ცოლ-ქმრის მოგზაურობის სხვა სურათებიც მინაწერით: „საყვარელი მადრიდი“. ცხადია, ტიფოზები პირდაპირ სამხილებს ეძებენ ოლივერების...
რამოსს გვირაბში წაასწრეს
„რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ტურინის „იუვენტუსთან“ გუშინდელი დაპირისპირება ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო გამოტოვა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მადრიდელთა დაცვის ბურჯს პირველი ნახევარფინალის გამოტოვებაც მოუწევს. მიზეზი მისივე სულსწრაფობაა. „იუვესთან“ მატჩს რამოსი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. ბოლო წუთებზე კაპიტანმა ჯერ ტრიბუნების ქვეშ განთავსებულ ოთახში, შემდეგ კი სულაც მოედნისკენ მიმავალ გვირაბში გადაინაცვლა. ამას კი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელითვის უეფას რეგულაციები კრძალავს და...
სომხეთს უკვე გავასწარით
ფიფამ და „კოკა-კოლამ“ მორიგი რეიტინგი გამოაქვეყნეს. საქართველოს ნაკრებმა ლიტვასთან და ესტონეთთან მოგებებით 30 ქულა დაიმატა, ჯამში 362 გაუხდა და ერთი თვის წინანდელი 101-ე ადგილი 96-ეზე გაცვალა. რეიტინგში უკან მოვიტოვეთ სომხეთის, ინდოეთის, ისრაელის და ლიბიის გუნდები, ჩვენს წინ კი ფარერები და უკვე ნახსენები ესტონეთი არიან. რაც შეეხება ლიდერებს, გერმანია და ბრაზილია კვლავაც პირველ და მეორე ადგილებზე...
ზიდანი ბედნიერია, ბუფონი – გახარებული
რეალის და იუვენტუსის შეხვედრის ყველაზე განხილვადი ეპიზოდი, ცხადია, მატჩის მესამე წამატებულ წუთზე დანიშნული პენალტი და ჯანლუიჯი ბუფონის გაძევება გახდა. ინციდენტზე კომენტარი თავად ბუფონმაც გააკეთა და თქვა, რომ ის, რაც მსაჯმა გააკეთა, სპორტის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულია. ჯანლუიჯი ბუფონი, „იუვენტუსის“ მეკარე – სულაც არ ვარ დათრგუნული. მე მაღლა აწეული თავით დავდივარ და მიხარია იმის გამო, რაც გავაკეთეთ....
ძაგნიძე თამადობს
ქართველი დიდოსტატი ნანა ძაგნიძე ქალთა ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია. სლოვაკურ ვისოკი ტატრიში მიმდინარე ტურნირის მეოთხე ტურში შეჯიბრის შარშანდელმა გამარჯვებულმა ერთერთი მთავარი კონკურენტი ლიტველი დაიმანტე დაილუტე თეთრი ფიგურებით 47-ე სვლაზე დაამარცხა. ძაგნიძემ ჯერ ლაზიერის ფრთაზე აგრესიული თამაშით დაჩაგრა მეტოქე, ხოლო ენდშპილში მეფის ფრთაზე პაიკთა ისეთი ფალანგა გააწყო საიერიშოდ და ორი ისეთი ღონიერი კუ მიაშველა, ბალტიისპირელს წესით...
ჰარი კეინს დასცინიან
„სტოკის” კარში გატანილი გოლი, რომელიც აქამდე კრისტიან ერიკსენს ეთვლებოდა, დანიელს ჩამოართვეს და ჰარი კეინს მიაწერეს. ამან, პრემიერლიგის ფეხბურთელთა შორის დიდი ქირქილი და ინტერნეტ ლაღობა გამოიწვია. ეს ყველაფერი კი იმიტომ მოხდა, რომ კეინმა გაასაჩივრა, ბურთი კარში შევარდნამდე მხარზე შემეხოო. ამრიგად, ბომბარდირთა შეჯიბრებაში ლონდონელმა ერთი გოლი მიიმატა და ლივერპულელ მო სალაჰს ახლა ოთხითღა ჩამორჩება. სალაჰს 29 აქვს...
იყო თუ არა პენალტი?
ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი ჩემპიონთა ლიგის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტის ცენტრში აღმოჩნდა. მან „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრის ბოლოწამს „რეალის” სასარგებლოდ დანიშნა პენალტი, რომლის წყალობითაც მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ. ოლივერმა წესების დარღვევად ჩათვალა მედი ბენატიას აქტიურობა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ, შემდეგ კი მისი გადაწყვეტილების ემოციურად გაპროტესტების გამო მოედნიდან ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა; უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვეტერანსა...









