„რეალის“ კაპიტანმა სერხიო რამოსმა ტურინის „იუვენტუსთან“ გუშინდელი დაპირისპირება ყვითელი ბარათების სიჭარბის გამო გამოტოვა და საქმეს ისეთი პირი უჩანს, მადრიდელთა დაცვის ბურჯს პირველი ნახევარფინალის გამოტოვებაც მოუწევს. მიზეზი მისივე სულსწრაფობაა.
„იუვესთან“ მატჩს რამოსი ტრიბუნიდან ადევნებდა თვალს. ბოლო წუთებზე კაპიტანმა ჯერ ტრიბუნების ქვეშ განთავსებულ ოთახში, შემდეგ კი სულაც მოედნისკენ მიმავალ გვირაბში გადაინაცვლა. ამას კი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელითვის უეფას რეგულაციები კრძალავს და თითქმის გარანტირებულ დისკვალიფიკაციას სარჩულად დაედება.
არადა, გუშინ კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ „რეალის“ დაცვა რამოსით და მის გარეშე ცა და მიწასავით განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, მარიო მანჯუკიჩი ასე რომ ვერ იბატონებდა მეორე სართულზე, წყალი არ გაუვა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
