ახდება თუ არა ჯერ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ სტივენ ჯერარდს „იფსვიჩ თაუნის” შესაძლო მწვრთნელად განიხილავენ. „ლივერპულის” 37 წლის ლეგენდამ „პორტმენ როუდზე” მიკ მაკარტი უნდა შეცვალოსო. ცნობისთვის: „იფსვიჩი” ჩემპიონშიპში მე-12 ადგილზეა. დაზუსტებით გახლავთ ცნობილი, რომ კლუბის მეპატრონე მარკუს ევანსი ახალ მწვრთნელს ეძებს და შემოვლითი გზებით ჯერარდს ხმა მიაწვდინა, რას ფიქრობ, თანამდებობა რომ შემოგთავაზო თუ წამოხვალო....
წელი: 2018
ა, ძმაო, კაცი!
ა, ძმაო, კაცი! “რომას” პრეზიდენტი ჯეიმს პალოტა მყავს მხედველობაში. ისე, მის ადგილას რომ ვყოფილიყავი და ჩემს გუნდს 1:4 მარცხის შემდეგ “ბარსელონა” 3:0 დაემცირებინა, თავადაც ვერ მოვთოკავდი ემოციას. შეგახსენებთ: ფეერიული გამარჯვების შემდეგ სინიორ პალოტა ფანებს შეუერთდა პიაცა-დელ-პოპოლოზე (სახალხო მოედანი) და შადრევნის აუზში გადაეშვა. მეორე დღეს “რომას” პრეზიდენტი დედაქალაქის მერს – ვირჯინია რაჯის შეხვდა. ჯეიმსს საზოგადოებრივი წესრიგის...
გოლზე წვდომის განხორციელება გლობალური ფილოსოფიური ტიჯანიზმით
„თამაშის მოსაგებად უფრო მეტი გოლი უნდა გაიტანოთ, ვიდრე გაუშვებთ – ვუთხარი ერთხელ ვენგერს – რადგან დაცვა არ გივარგათ, 1-2 გოლს ყოველთვის უშვებთ და ამ შემთხვევაში მოსაგებად ორი-სამის გატანა გჭირდებათ. რამდენ მატჩში გაიტანეთ ორი და მეტი გოლი სეზონის განმავლობაში? ვერ გაიტანეთ იმდენში, რაც საკმარისი იქნებოდა პრემიერლიგის მოსაგებად “ – ასე უპასუხა „კრედიტ სუის“-ის ფინანსური ჯგუფის აღმასრულებელმა...
ბაიერნი – გერმანული კლუბების მძარცველი
ფრანკფურტის „ინტრახტის” სპორტული დირექტორი ფრედი ბობიჩი განრისხდა. 46 წლის ჩინოვნიკი მისი გუნდის მწვრთნელის, მისი თანატოლი ნიკო კოვაჩის „ბაიერნთან” გარიგებამ აღაშფოთა. მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ კოვაჩმა და „ბაიერნმა” დადეს პირობა, რომლის თანახმადაც მომავალი სეზონიდან „რეკორდმაისტერს” ხორვატული წარმოშობის გერმანელი უხელმძღვანელებს. სხვა სიტყვებით, კოვაჩი „აინტრახტიდან” მიდის. ის ბავარიელებთან 2021 წლამდე გააფორმებს კონტრაქტს. ბობიჩის აღშფოთება კერძოდ...
მესის კამპ ნოუ შეცვლის
„ბარსელონამ” „კამპ ნოუს” რეკონსტრუქციის შთამბეჭდავი გეგმა გამოამზეურა. კატალონიური გიგანტი თავისი ისედაც კოლოსალური, 90 ათასიანი სტადიონის ტევადობის 105 ათასამდე გაზრდასა და მის გარშემო ტერიტორიის განვითარებას აპირებს. კლუბი სარბიელის განვითარებაში 600 მილიონი ევროს ჩადებას გეგმავს. მას მერე, რაც გეგმა ქალაქის საბჭოს გააცნო და შეუთანხმა, მან მომავალი „კამპ ნოუს” გამოსახულებები საჯაროდაც გამოფინა. ახლა ერთადერთი ფორმალობაღა დარჩა მოსაგვარებელი: გეგმა...
მაინძელო! – იუნაიტედი სიტის შეშვებას სთხოვს
იყო დრო, როდესაც სერ ალექს ფერგიუსონი „მანჩესტერ სიტის” ხმაურიან მეზობლებს ეძახდა — სულ ეს იყო. დღეს კი „სიტი” თითქმის ინგლისის ჩემპიონია და არა მარტო. დღეს „სიტი” ის კლუბია, რომელმაც „იუნაიტედი” შეიძლება გარკვეული ხნით შეიკედლოს კიდც. საქმე ის არის, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” „ოლდ ტრეფორდის” რკონსტრუქციას აპირებს და სანამ „ოცნებათა თეატრში” ფეხბურთელების ნაცვლად მშენებლები იტრიალებენ, გუნდს სხვაგან...
ორი ბანაკი, ანუ ჩრდილოეთი და სამხრეთი
არის ასეთი ამერიკული სერიალი – „ჩრდილოეთი და სამხრეთი“, იქ პატრიკ სვეიზი თამაშობს და აღწერილია ამერიკის სამოქალაქო ომი. ფეხბურთიც ხომ რაღაცნაირად ომია. მე პირადად ძალიან მინდა, რომ თამაში იყოს, მაგრამ უფრო ხშირად ომი უფრო გამოდის, ვიდრე ბურთის სპორტულ-ჯენლტმენური გორება. არის ქვეყნები, სადაც ფეხბურთი უფრო თამაშია, მას თამაშად თვლიან და არის ქვეყნები, სადაც ფეხბურთი ომია და მორჩა....
პირლო: პენალტი? ალბათ, იყო.
„რეალისა” და „იუვენტუსის” მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წამზე ტურინელთა კარში დანიშნული პენალტის გამო დავა-კამათი გრძელდება. ამ პენალტის წყალობით მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათ „ბაიენთან” მოუწევთ დაპირისპირება. რამდენად სამართლიანად დანიშნა ინგლისელმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ჯანლუიჯი ბუფონის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა? ეს კითხვა „იუვენტუსისა” და „მილანის” ყოფილ ფეხბურთელს, იტალიური ფეხბურთის ვეტერანსა და ვარსკვლავს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელსა და მსოფლიოს...
კიევამდე…
ესეც ასე, გადამწყვეტი ომების წინ ევროპა დალაგდა. ნიონში უეფამ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის საამსეზონო ბოლო წილისყრა გამართა. კიევში გასამართი ფინალისთვის ჩემპიონთა ლიგის ოთხეული უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკომ დააწყვილა: ბაიერნი-რეალი, ლივერპული-რომა. ინტრიგა უდიდესია – აქეთ ფინალისდარი გერმანულ-ესპანური ომი და იქით ორი ისეთი გუნდი, ვისაც ლიგის ამ ეტაპზე არავინ ელოდა. „რომამ“ „ბარსელონას“ ძლევით საფეხბურთო ევროპა...
ჰამანი: გვარდიოლა დიდი მწვრთნელი არ არის
მართალია, პეპ გვარდიოლას და მის „მანჩესტერ სიტის” ინგლისის ჩემპიონობამდე ერთი ნაბიჯიღა აკლიათ, მაგრამ ჩემპიონთა ლიგას გამოეთხოვნენ — „ქალაქელები” მეოთხედფინალში „ლივერპულთან” ორი მატჩის ჯამში დიდი ანგარიშით, 1:5 დამარცხდნენ. ამის გამო „სქაის” მესვეტემ, წარსულში ცნობილმა გერმანელმა ფეხბურთელმა დიტმარ ჰამანმა, რომელიც 1999-2006 წლებში „ლივერპულში”, ხლო 2006-2009 წლებში „მანჩესტერ სიტიში” თამაშობდა, კატალონიელს მევალე უწოდა — იმდენი აქეს, რომ მეხოტბეთა...








