ესეც ასე, გადამწყვეტი ომების წინ ევროპა დალაგდა. ნიონში უეფამ ჩემპიონთა ლიგის და ევროპა ლიგის საამსეზონო ბოლო წილისყრა გამართა.
კიევში გასამართი ფინალისთვის ჩემპიონთა ლიგის ოთხეული უკრაინული ფეხბურთის ლეგენდა ანდრეი შევჩენკომ დააწყვილა: ბაიერნი-რეალი, ლივერპული-რომა.
ინტრიგა უდიდესია – აქეთ ფინალისდარი გერმანულ-ესპანური ომი და იქით ორი ისეთი გუნდი, ვისაც ლიგის ამ ეტაპზე არავინ ელოდა.
„რომამ“ „ბარსელონას“ ძლევით საფეხბურთო ევროპა ამოატრიალა, ,,ლივერპული” კი იურგენ კლოპის ხელში უმძლავრეს მექანიზმად იქცა და ერთადერთია ვინაც წაუგებლად მოაღწია ჩემპიონთა ლიგის ამ ეტაპამდე… სხვათა შორის, ისტორიას გამეორება უყვარს-1981 წელს „ლივერპული“ სწორედ ,,რომას”გადაეყარა ნახევარფინალში, მერე კი ფინალში „რეალი“ დაამარცხა…
პირველი მატჩები მიუნხენსა და ლივერპულში 24-25 აპრილს შედეგბა, საპასუხოები 1-2 მაისს.
საინტერესოდ წარიმართება ნახევარფინალური ბატალიები ევროპალიგაზეც. ლიონისკენ მიმავალ გზაზე „არსენალი“- „ატლეტიკოს“ შეხვდება, „მარსელი“ კი კერკეტ და ამოუცნობ „ზალცბურგს“ დაუპირისპირდება.
პირველი მატჩები ლონდონში და მარსელში 26 აპრილს გაიმართება, საპასუხოები – 3 მაისს.

ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
