ახდება თუ არა ჯერ არავინ იცის, მაგრამ ფაქტია, რომ სტივენ ჯერარდს „იფსვიჩ თაუნის” შესაძლო მწვრთნელად განიხილავენ. „ლივერპულის” 37 წლის ლეგენდამ „პორტმენ როუდზე” მიკ მაკარტი უნდა შეცვალოსო. ცნობისთვის: „იფსვიჩი” ჩემპიონშიპში მე-12 ადგილზეა.
დაზუსტებით გახლავთ ცნობილი, რომ კლუბის მეპატრონე მარკუს ევანსი ახალ მწვრთნელს ეძებს და შემოვლითი გზებით ჯერარდს ხმა მიაწვდინა, რას ფიქრობ, თანამდებობა რომ შემოგთავაზო თუ წამოხვალო.
ინგლისის ნაკრების ყოფილი კაპიტანი, მოგეხსენებათ, თავის მშობლიურ „ლივერპულში” დარჩა და 18 წლამდელთა გუნდს ავარჯიშებს. ამასთან, ბედმა ჯერარდს იურგენ კლოპის ახლოს ყოფნისა და მისგან სწავლის შესანიშნავი შესაძლებლობა მისცა.
შარშან ზაფხულზე გეროს პირველი ლიგის (ჩემპიონშიპზე ერთი საფეხბურით დაბლაა) „დონზი” ეპატიჟებოდა, მაგრამ ვეტერანმა გადაწყვიტა ჯერჯერობით იმ კლუბში დარჩენილიყო, სადაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
იურგენ კლოპი სტივენ ჯერარდის მოწადინებითა და პროგრესით აღფთოვანებულია.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
