გერმანული Bild – ი უმიზეზო ჭორაობაში არასოდეს ყოფილა შემჩნეული… თუ ამჯერადაც ვენდობით, უეფა 2021-2022 წლების სეზონიდან მესამე ევროტურნირის დაწესებას აპირებს. მასში, სავარაუდოდ, 32 კლუბი მიიღებს მონაწილეობას და ევროპის თასი ერქმევა. სიახლის მიზეზი ევროპის ლიგის „გამარგვლაა“. ამჟამად მასში 48 კლუბი მონაწილეობს და ვარუდობენ, რომ 32-მდე შემცირებით, ევროპის ლიგის მიმართ ტელეკომპანიების და სპონსორების ინტერესი გაიზრდება. კიდევ ერთი…
„მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდამ, ვეტერანმა ჰოლანდიელმა მეკარემ 47 წლის ედვინ ვან დერ სარმა თქვა, რომ ჟოზე მოურინიუს გუნდს დიდი წვალება ელის. პრემიერლიგა სულ სამი ტურის დაწყებულია, „იუნაიტედი” კი თანაქალაქელ „სიტის” უკვე 4 ქულით ჩამორჩება, ლიდერ „ლივერპულს” კი ექვსით. ჟოზე მოურინიუს სამსახური სათუოა. „დეილი ექსპრესი” წერს, რომ მართალია პორტუგალიელს ამ ეტაპზე კლუბის აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი მხარს…
ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ფეხბურთის მოყვარულებს გული არ დასწყვიტა — წარმოიშვა რამდენიმე ინტრიგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „იუვენტუსის” დაპირისპირებაა: ჟოზე მოურინიუ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ. თითქოს ორი პორტუგალიელის შეხვედრაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ისინი „რეალში” ერთად მუშაობდნენ და კონფლიქტით დაშორდნენ. მოურინიუ 2013 წელს „სანტიაგო ბერნაბეუდან” მის გაგდებაში თუკი…
ტოკიოში გასამართ აკი ბაშომდე ბევრი აღარ დარჩა. საუკეთესო სუმოისტების შერკინებები 9 სექტემბრიდან დაიწყება, მანამ კი გოლიათები საწვრთნელ ბრძოლებს მართავენ. ჩვენმა ლევან გორგაძემ საწვრთნელ დუელში სეკივაკე კისენოსატო გამოიწვია. შეგახსენებთ: ეს ის კისენოსატოა, ივლისში ტრიუმფით რომ მოიგო იმპერატორის თასი. მეტოქენი სულ შვიდჯერ შეეჯახნენ ერთმანეთს და ქართველმა ოძეკიმ ჯამში 5:2 მოიგო. გუშინვე გამოქვეყნდა სუმოს ახალი ბანძუკე, ანუ რეიტინგი….
ჟორჟი მენდისი პორტუგალიელი სუპერაგენტია, კრიშტიანუ რონალდუს წარმოადგენს და მან, უეფას გალა წარმოდგენისა და დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ თქვა საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩის დასახელება სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილება იყოო. ცნობისათვის: გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 80-მა მწვრთნელმა და 55-მა ჟურნალისტმა მიიღო, მოდრიჩმა 313 ქულა დააგროვა, ხოლო მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა რონალდუმ — 223. სხვაობა 90 ქულაა. მენდისმა თქვა: „ფეხბურთს მოედანზე…
ზაფხულის ბოლოსწინა დღე ბოლო გამოდგა ევროპალიგას შემორჩენილი ბოლო ქართული გუნდისთვის. ეგრეც ვერ ვუწიეთ ევროშემოდგომას – ქუთაისის „ტორპედო“ მოლოდინისამებრ დამარცხდა ბულგარულ „ლუდოგორეცთან“ – 0:4. რიგი მიზეზების გამო, ქუთათურთა მარცხი კანონზომიერი იყო… რაც უნდა პარადოქსულად მოსჩანდეს, ტორპედოს ეს საზაფხულო ევროვოიაჟი გარკვეულილად წარმატებულიცაა, რაკიღა, წლებია, ასე შორს არასდროს წასულა ევროგზას დამდგარი ქართული კლუბი, მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს…
უეფამ მონაკოში წინა სეზონის საუკეთესოები დააჯილდოვა… თანამიმდევრობით მივყვეთ: ევროპის 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის შერჩევაში მონაწილეობდა 80 მწვრთნელისგან შემდგარი ჟიური. ისინი, რომლებიც ჩემპიონთა ლიგასა და ევროლიგაში მონაწილეობდნენ. მათთან ერთად ჟიურიში იყო ევროპული სპორტული მედიის (ESM) ჯგუფის მიერ შერჩეული 55 ჟურნალისტი, მათ შორის სარბიელელი დავით კაკაბაძე. ნომინანტი სამი გახლდათ: ხორვატიის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ნახევარმცველი ლუკა მოდრიჩი,…
მაგარი თრილერივით წილისყრა გამოაცხო უეფამ. მონაკოში ჩემპიონთა ლიგა დალაგდა, რაღა თქმა უნდა, სიკვდილის ჯგუფების გარეშე არ ჩaუვლია ცერემონიალს. კაკა-ფორლანის დუეტმა განსაკუთრებულად B და C ჯგუფებში შექმნეს ჰიჩკოკური ვითარება… თავად განსაჯეთ – „ბარსა“, „ტოტენჰემი“, „ინტერი“ და არცთუ მოკრძალებული პსვ, უკვე ინტრიგაა… პსჟ და „ნაპოლი“ კი „ლივერპულთან“ ერთად უაღრესად ამოუცნობ ჯგუფურ ფინალს გვპირდება. მიუხედავად უეფასა და მისი…
იურგენ კლოპმა დანიიდან სპეციალური მწვრთნელი გამოიწერა, რომელიც გუნდს აუტების მოწოდებაში ავარჯიშებს. ტომას გრონემარკი ერთ დროს ფეხბურთელი იყო, მერე მძლეოსანი, მერე ბობსლეისტი და ბოლოს ფეხბურთს აუტების მოწოდებაში მწვრთნელის ამპლუაში დაუბრუნდა. მისი სიამაყე „მიდტიულანდია“, რომელმაც საჩემპიონო სეზონში 80-დან 10 გოლი აუტის მოწოდების შემდეგ გაიტანა. სასაცილოა? ალბათ ის უფრო მეტადაა სასაცილო, ლამის ყოველ მატჩში რამდენჯერმე ფეხბურთელები არასწორად რომ…
ოთარ კაკაბაძე ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის „ხიმნასტიკიდან“ შვეიცარიის მესამეადგილოსან „ლუცერნში“ გადავიდა. კონტრაქტი სამწლიანია. „ლუცერნში“ კაკაბაძე ეული ქართველი არ იქნება, გუნდშია ვაკო გვილიაც და ერთ-ერთი ლიდერიც გახლავთ. ეს გუნდი ევროპა ლიგის საკვალიფიკაციოზე იყო და ბერძნულ „ოლიმპიაკოსთან“ დამარცხდა – 1:3, 0:4. ქვეყნის ჩემპიონატი ერთხელ მოიგო, კონკრეტულად, 1989 წელს. კაკაბაძეზე ხშირად იწერებოდა, რომ ესპანეთის პრიმერას გუნდებს სურდათ. იყო საუბარი…
„არსენალის” ბასკი თავკაცი უნაი ემერი ფეხბურთელების კვების რაციონში მკაცრად ჩაერია და ბევრი რამ, მათ შორის ხილის წვენი აკრძალა. „მეთოფეთა” ახალ მწვრთნელს მიაჩნია, რომ კარგი შედეგებისთვის მარტო ვარჯიში არ არის საკმარისი, სწორი კვებაც აუცილებელია. ესპანელს სურს, არსენ ვენგერის მემკვიდრეობა გააუმჯობესოს და სულ მცირე, ჩემპიონთან გასული სეზონის 37 ქულიანი ჩამორჩენა მნიშვნელოვნად შეამციროს. ფაქტია: ქულებით საბოლოო ცხრილში „არსენალი”…
სხვა რა დავარქვათ? 26 წლის ნიკოლოზ ბასილაშვილი მწვრთელის შეცვლის შემდეგ ჩვენს გაოცებას განაგრძობს და მის თავბრუდამხვევ პროგრესს ყველაზე გავლენიანი საჩოგბურთო ექსპერტებიც აღიარებენ. თბილისში რიჟრაჟი იყო, როცა აშშ-ში ბასილაშვილისა და მასპინძელი ჯეკ სოკის შეხვედრა დასრულდა. ჩვენებურმა US open-ზე მე-18 ნომრად განთესილი მეტოქე 4:6, 6:3, 6:2, 7:6 დაამარცხა და მესამე წრეში გავიდა. არადა, მატჩი ისე დაიწყო, უარესს…
ერთი ხნის წინ ვწერდით, რომ ყველასთვის მოულოდნელად მსაჯობას თავი დაანება 32 წლის ინგლისელმა ბობი მედლიმ. ეს ამბავი მის სამშობლოში ყველას გაუკვირდა, რადგან მედლის პერსპექტიულ არბიტრად მიიჩნევდნენ. გაკვირვება იმანაც გააძლიერა, რომ მედლის გადადგომის მიზეზის შესახებ ერთიხანობა არაფერს ამბობდნენ, შემდეგ კი მიხვდნენ, რომ საზოგადოების ინტერესი არ ცხრებოდა და ნაკლებად სარწმუნო ვერსია შემოაგდეს: ცოლს გაეყარა, განიცდის და მსაჯობა…
ერთი ბაბუა თბილისის „დინამოს“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლიდერი… მეორე ბაბუა ლანჩხუთის „გურიას“ ლეგენდა… მამა „დინამოსა“ და „გურიას“ წამყვანი ნახევარმცველი… ძმა ჰოლანდიური კლუბის ფეხბურთელი… ახლა უფრო მარტივად კახი ჟორდანიას შესახებ: ის არის კახი ასათიანისა და ლეო ჟორდანიას შვილიშვილი, თბილისის „დინამოს“, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და ჰოლანდიური „ვიტესის“ ყოფილი პრეზიდენტის მერაბ ჟორდანიას ვაჟი. მისი ძმა, ლევანი, ჰოლანდური…
ყაზახეთი – საქართველო. 6 სექტემბერს ასტანაში ისეთი მატჩია, ბევრს რომ გადაწყვეტს ერთა ლიგის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფში. საქართველოს ნაკრებს უმთავრეს კონკურენტთან მოუწევს სტუმრად თამაში. მასპინძელი კარგ გუნებაზეა, იქაურ პრესას ხშირად ქედმაღლური ელფერი დაჰკრავს და თავი ჯგუფის მთავარ ფავორიტად მიაჩნიათ. ჩვენ კი ცოტა წარსულში გავიხედოთ. თბილისის „დინამო“ და ალმაათის „ქაირატი“ – როგორ თამაშობდნენ ერთმანეთში საბჭოეთის დროს? რა…
„ბარსელონა” რა ხანია ნახევარმცველს ეძებს, მაგრამ დიდი შანსია სატრანსფერო ფანჯარა ისე დაიხუროს, რომ „კამპ ნოუზე” სასურველი მოთამაშე ვერ გამოჩნდეს. „ბლაუგრანას” სპორტის დეპარტამენტის თანამშრომლები სამი მიმართულებით მუშაობენ. მათ სურთ შეიძინონ პოლ პოგბა, ადრიან რაბიო ან ფრენკი დე იონგი. პირველი „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მეორე „პარი სენ ჟერმენში”, ხოლო მესამე „აიაქსში”. რა აბრკოლებს „ბარსელონას”? ის, რომ ზემოთ დასახელებულ…
დღეს, მიუნხენში, გერმანიის ნაკრების მწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცუდად გამოსვლის ანალიზს წარმოადგენს. 58 წლის სპეციალისტისთვის მთავარი ამოცანა ბუნდესმანშაფტის მიმართ ნდობისა ხელახალი გაღვივება და თავისი საფეხბურთო ფილოსოფიის გადახედვაა. ლიოვის თეორია ბურთის ფლობის პრინციპს ემყარება. „შპორტ ბილდი” ელის, რომ მწვრთნელის მოხსენებაში იქნება ასეთი თემაც: ფეხბურთელების ყოფაქცევა სამხრეთ ტიროლისა და ვატუტინკის საწვრთნელ ბაზებზე. გამოცემა წერს, რომ ნაკრების…
მოჰამედ სალაჰი ცხვირაწეული და უკარება არ არის, უბრალოდ გადარიეს კაცი და ამიტომაც ამბობს, თუ ჩემს მიერ 23 აგვისტოს წამოყენებული მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, 2 სექტემბერს ეგვიპტის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტისა და მთელი შემადგენლობის გადადგომას მოვითხოვ და თუ 5 დღეში ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, 7 სექტემბერს ხალხს ავაჯანყებო. მართლაცდა როგორია, როდესაც ნაკრებში სათამაშოდ ჩადიხარ, იქ კი ელემენტარული მოსვენებისა…
უეფას ოფიციალურ საიტზე დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც 2017-2018 წლების სეზონის საუკეთესო გოლი უნდა დაესახელებინა. სადაურია გამარჯვებული? – პორტუგალიელი! რა ჰქვია? კრიშტიანუ! რა გვარისაა? – რონალდუ! ვისი მაისურით გაიტანა? – “რეალის”! ვის გაუტანა? – “იუვენტუსს” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში! როგორ? ამას სიტყვებით ვერ გადმოგცემთ… როგორც ლეგენდარული ქართველი სპორტული კომენტატორი იტყოდა, გინდა ახტი, გინდა დახტი – რონალდუ მაინც რონალდუა……
ჯეიმი ვარდიმ გადაწყვიტა სანაკრებო ფეხბურთს თავი დაანებოს. 31 წლის თავდამსხმელმა თქვა, რომ მას უნდა მთელი ძალ-ღონე მშობლიურ კლუბ „ლესტერსა” და ოჯახს შეალიოს. ამბობენ, რომ ვარდიმ ინგლისის ნაკრების მწვრთნელ გარეთ საუთგეიტს თავისი განზრახვის შესახებ ჯერ კიდევ რუსეთში, მსოფლიოს ჩემპიონატის დღეებში უთხრა. „ფლიტვუდის” ყოფილმა ფეხბურთელმა მონდიალზე ერთადერთ შეხვედრაში ითამაშა თავიდანვე. ეს გახლდათ ჯგუფური ეტაპის მატჩი ბელგიის ნაკრებთან,…
ისტორიას მხოლოდ ტრიუმფატორები არ ქმნიან. ხანდახან მწარე მარცხიც კი კმარა საამისოდ. გუშინ სიმონა ჰალეპი აშშ-ის ღია პირველობის ისტორიაში შევიდა, როგორც მსოფლიოს პირველი ჩოგანი, პირველსავე წრეში რომ გამოეთიშა ტურნირს. ასეთი რამ US open -ს აქამდე არ ახსოვს. იმ წუთისთვის, როცა სიმონამ ჩოგანი ჩააშალითა, ტურნირი სულ საათნახევრის დაწყებული იყო. აშშ-ის პირველობა საუკეთესო მეჩოგნის გარეშე ესტონელმა კაია კანეპიმ…
მსოფლიოს ყოფილი საუკეთესო ფეხბურთელისთვის ესპანური ლიგა სულაც არაა უცხო – ორივე სუპერგრანდში უბურთავია. 41 წლის რონალდომ გადაწყვიტა, ბიზნესიც ესპანეთში ააწყოს. მისი სამიზნე პრიმერაში დაბრუნებული „ვალიადოლიდია“. კლუბს ვალად 25 მილიონი ევრო ადევს და ახალ აქციონერს ეძებს. რონალდო კი მზადაა, 30 მილიონი ევრო გაიღოს, რითაც კლუბის უმსხვილესი აქციონერი შეიქნება და პრეზიდენტის სავარძელსაც მოირგებს. ესპანური მედიის ინფორმაციით, გარიგების…
„ტოტენჰემთან“ საშინაო 0:3-ის შემდეგ „მანჩესტერის“ პორტუგალიელი გურუ ჟოზე მოურინიუ ყველამ დაწიხლა, ვისაც არ დაეზარა. სოციალურ ქსელებში სეუ ჟოზეს მოხსნა დროის ამბად ჩათვალეს და ბუკმეკერებმა ფსონების მიღებაც კი დაიწყეს, რამდენი ტურის შემდეგ მოხსნიან მანკუნიანელთა დამრიგებელს. მოურინიუს დამცველად „მანჩესტერის“ და ინგლისის ნაკრების ექსდამცველი გარი ნევილი გამოუჩნდა: „არ არის საჭირო ვითარების დრამატიზება. კარგად გვახსოვს ვან გაალის გაშვება ინგლისის…
ჰამბურგში, სპორტის, ბიზნესისა და მას-მედიის 700 წარმომადგენლის თანდასწრებით, ევროპის ყველაზე დიდტირაჟიანმა ჟურნალმა, გერმანულმა „შპორტ ბილდმა” სპორტში გამოჩენილ ადამიანთა რიგით მე-16 დაჯილდოება მოაწყო. ჯილდოები სულ 9 კატეგორიაში დარიგდა. „შპორტ ბილდის” რედაქტორის საგანგებო ჯილდო მიიღო „რეალის” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. მის დახასიათებაში წერია, რომ კროოსი არის პირველი გერმანელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო — 2013…
„მანჩესტერ იუნაიტედმა” „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 0:3 წააგო და გამწარებულმა ჟოზე მოურინიუმ პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტები დაცოფა. პორტუგალიელი, რომელსაც თანამდებობის შენარჩუნება ნამდვილად აღარ აქვს გარანტირებული, შინ დიდი ანგარიშით მარცხის გამო განაწყენებული იყო და თავს შეურაცხყოფილად გრძნობდა. მას ბევრ უსიამოვნო კითხვაზე მოუწია პასუხის გაცემა. ჟურნალისტებმა ფანების რეაქციაზეც ჰკითხეს. „მანჩესტერ იუნაიტედს” ჩემპიონატში ასეთი ცუდი სტარტი მთელი 25 წელია არ ჰქონია. გულშემატკივრის…
ედენ აზარმა პრემიერლიგის ძვალთა მტვრეველებს შეუთვალა, თქვენი ხერხებით ვერ გამაჩერებთო. შაბათს „ჩელსიმ” „ნიუკასლს” 2:1 მოუგო. ეს იყო პირველი შეხვედრა, რომელიც ბელგიელმა ახალ სეზონში „ლურჯების” სასტარტო შემადგენლობაში ჩაატარა. მასპინძლებმა მას ათლეტური ფეხბურთი დაუპირისპირეს, რის გამოც აზარმა თამაშის დიდი ნაწილი გაზონზე წაქცეულმა გაატარა. მოგეხსენებათ, აზარი „რეალში” ცდილობდა გადასვლას, მაგრამ ტრანსფერი ვერ გაიჩარხა. ბოლოხანს ითქვა, მადრიდელთა სათავეში ზინედინ…
იგორ კოშმანი ეგებ „სამტრედიის“ ვრცელ ისტორიაში ვერც მოხვდეს, მაგრამ წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გმირი რომ იქნება, უეჭველია. „სამტრედიას“ თითქმის ნახევარი წელიწადი არ მოეგო, უფრო სწორად ზუსტად – 174 დღე… პირველ ტურში, 5 მარტს, იმერლებმა თბილისში „ლოკომოტივს“ 2:1 მოუგეს და მას მერე გამარჯვების სიხარული აღარ განეცადათ. მერე მწვრთნელის პოსტზე უჩა სოსიაშვილი ბადრი კვარაცხელიამ შეცვალა, ზაფხულში კი გუნდს…
საქართველოს ნაკრები უეფას ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას იწყებს. ვლადიმირ ვაისის ხელმძღვანელობით ეროვნული გუნდი 3 სექტემბერს თბილისში შეიკრიბება. ქართველი ფეხბურთელები 3 და 4 სექტემბერს წლის პირველი ოფიციალური მატჩისთვის თბილისში მოემზადებიან. ჩვენი გუნდი ასტანაში 5 სექტემბერს გაემგზავრება. 6 სექტემბერს კი ასტანაში ყაზახეთთან მატჩით ერთა ლიგის გათამასებას დაიწყებს. თამაში თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება. 9 სექტემბერს კი თბილისში,…
ვინ არის 29 წლის ალიაზ ბედენე? ერთი სლოვენიელი მეჩოგნეა, რომელიც ამჟამად მსოფლიო რეიტინგის 78 ადგილზეა, საუკეთესო დროებისას კი 43-ე საფეხურამდეც კი აღზევებულა. აშშ-ის ღია პირველობის პირველ წრეში ბედენე ჩვენი ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქეა. ჩვენიანი ამჟად რეიტინგში მასზე სამი წლით უფროს მეტოქეს ბევრად ასწრებს და 37 -ე არის. ნიკასთვის ეს მესამე US open გახლავთ. პირველ წრეს ჯერ…
ჰო, ერთ-ერთი მეტსახელი ესეც იყო. თითქოს ფიზიკურად მეტისმეტად სუსტი და ოდნავ მოუქნელი მაიკლ ოუენი სულ პატარა შეიჭრა მსოფლიოს ფეხბურთის ელიტაში. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული მეგოლე კი იყო, ტიტულებიც ბლომად მოიხვეჭა, მაგრამ მაინც დარჩა შთაბეჭდილება, რომ მეტი შეეძლო. „ლივერპულში“, „მანჩესტერში“ და „რეალში“ მითამაშიაო, ბევრმა არ დაიკვეხნოს. ამას გარდა, მის კარიერაში „ნიუკასლი“ და „სტოკ სიტიც“ იყო. გუნდები იცვლებოდნენ,…
2018 წლის იანვარში, ანუ კალენდარული წელი რომ იწყებოდა, სიმონ მინოლე ჯერ კიდევ „ლივერპულის” მთავარი მეკარე იყო. მეტიც, იანვრის პირველ შეხვედრაში, „ბარნლის” წინააღმდეგ, რომელიც მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს, ბელგიელი გუნდს კაპიტნობდა. მაგრამ აი, გავიდა ცხრა თვე და სათადარიგოთა სკამზე ჩაკარგული მინოლე იურგენ კლოპზე გაბრაზებულია. გასული სეზონის ბოლოს კლოპმა მას გერმანელი ლორის კარიუსი ამჯობინა — კარიუსი ის მეკარეა,…
ახლა, რახან ინგლისში საფეხბურთო სეზონი დაიწყო და ოთხ იქაურ ლიგაში ორი ქართველი ფეხბურთელი თამაშობს, გაზეთები და გამორჩევით “სარბიელი” ყოველ იქაურ ნაბიჯს აღბეჭდავდნენ ხოლმე თავის ფურცლებზე. ჩვენებური მკითხველი ისე გაუშინაურდა ალბიონის ფეხბურთს, რომ მისი გაკვირვება ძნელია და სიმართლე ითქვას, აღარც არის საჭირო. გამოთვლილი მაქვს, რომ ჩვენს გაზეთებში ყველაზე ხშირად სიტყვა “სიტი” იხმარება, რაც მოულდნელი არ არის…
გავიგე, ამხანაგურებისთვის გიყურებია. კაი ამხანაგურიც ეგ იყო. თუ თამაში ამხანაგურია, ფრედ უნდა დამთავრდეს. რატომ? აბა, რა ამხანაგობაა, თუ მე მოგიგე… ამხანაგური იმიტომ ჰქვია, რომ იმის მოგებით ვერაფერს მოიგებ. აბა კანუ და მიოლერი ამხანაგები არიან? ეგ რა შუაშია? თუ ამხანაგები არ არიან, როგორ ითამაშებენ ამხანაგურად? ეგრე არ შეიძლება. შეკითხვები მე უნდა დაგისვა. დამისვი, ძმაო, შენ რაღაცეებს…
„ლივერპულმა” „ბრაიტონს” 1:0 მოუგო, მერსისაიდელთა ძველმა ვარსკვლავმა სტივ მაკმანამანმა კი მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ჯეიმს მილნერი დაასახელა და საამისოდ ძალიან უცნაური მიზეზი დაასახელა. მაკმანამანი BT Sport-ზე თანა-კომენტატორი გახლდათ, როდესაც „ლივერპულმა” „ბრაიტონთან” უსახური ფეხბურთი ითამაშა. თუმცა, „წითლებმა” მოჰამედ სალაჰის მიერ გატანილი გოლის წყალობით მაინც გაიმარჯვეს. თავისი ყოფილი გუნდის შემყურე მაკმანამანმა თქვა, ფეხბურთელები არაფრისმეტყველები იყვნენ, მაგრამ საუკეთესოდ მილნერს…
ანდერ ერერამ როგორ ჩანს სურვილი აისრულა — „მანჩესტერ იუნაიტედი” მას ორი წლით გაუხანგრძლივებს ხელშეკრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიუს ხელში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა აქვს, 29 წლის ბასკ ნახევარმცველს „ოლდ ტრეფორდზე” უნდოდა დარჩენა და აი, კლუბის ხელმძღვანელები სექტემბერში, სანაკრებო წყვეტის პერიოდში მას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას დაჰპირდნენ. ამჟამად მოქმედი კონტრაქტის ვადა ფეხბურთელს სეზონის ბოლოს, მაისში ეწურება. თუკი…
შეთანხმება შედგა: ლორის კარიუსი ორი წლით „ბეშიქთაშში” ითამაშებს! „ლივერპული” გერმანელ მეკარეს სტამბოლის გუნდში იჯარის წესით უშვებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში უხეში შეცდომებით თავგამოჩენილი გოლკიპერი დღეს, ოჯახის წევრებთან და ერთგულ მრჩეველ ფლორიან გოლთან ერთად მანჩესტერის კერძო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქს გაემგზავრა. კარიუსმა მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ახალშეძენილ ალისონთან წააგო. „ლივერპულმა” ალისონში 62 მილიონი ევრო გადაიხადა. „ბეშიქთაშის” შემადგენლობაში კი…
ევროლიგის 2017-18 წლების საუკეთესო მოთამაშე სამიდან ერთი ერთი გახდება: დიეგო გოდინი, ანტუან გრიზმანი ან დიმიტრი პაიე. ასეთი გახლავთ უეფას მიერ გასაჯაროებული შორთ-ლისტი. ფინალში, როდესაც „ატლეტიკომ” ევროლიგის თასი მოიპივა, ანტუან გრიზმანი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მან „მარსელის” კარში სამიდან ორი გოლი გაიტანა. მისი თანაგუნდელი დიეგო გოდინი კი მადრიდელთა დაცვის ლიდერი იყო; დაცვისა, რომელმაც შეჯიბრებაში სულ 4…
30 აგვისტოს, მონაკოში, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის დღეს უეფა დაჯილდოებათა დიდ ცერემონიალს მოწყობს. ადრე მოგახსენეთ, რომ ამ შოუზე უნდა გამოვლინდეს გასული სეზონის საუკეთესო მოთამაშე როგორც კაცებს ასევე ქალებს შორის. სამმოთამაშიანი შორთ-ლისტები უკვე ცნობილია. ახლა ევროპული ფეხბურთის გამგებლებმა 2017-18 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო მეკარის, მცველის, ნახევარმცველის და თავდამსხმელის სამკაციან შორთ-ლისტებს აჰხადეს ფარდა. ესენია: მეკარეები:…
ევროლიგაში პირეუსის „ოლიმპიაკოსმა” „ბარნლის” 3:1 მოუგო, თამაშის წინ კი ადგილობრივმა გულშემატკივარმა ინგლისელი ფანი დაჭრა. ინგლისელს ფეხზე ნაკერები დაადეს. როგორც ბრიტანული პრესა წერს ათენში კიდევ სამი სტუმარი გულშემატკივარი გაქურდეს. მასპინძლებს არც ინგლისელები ჩამორჩნენ. ოცდასამი მათგანი ქალაქის პოლიციაში მოხვდა. მიზეზს დიდი მიხვედრა არ უნდა — მთვრალი დებოში. ჩამოთვლილი ინციდენტების ამბავი „ბარნლიმ” თავის საიტზე დაწერა. როგორც ირკვევა პრემიერლიგის კლუბმა,…
„სანმა” გაარკვია: ჟოზე მოურინიუ იანვარში სატრანსფერო ბაზარს დაუბრუნდება. ვის შეძენას შეეცდება „მანცესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელი, ჯერ არ ამბობენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ „იუნაიტედის” ბოსები „განსაკუთრებულს” ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ თუ შერჩეული ფეხბურთელის დონე და ფასი ერთმანეთის შესაბამისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს „იუნაიტედის” სატრანსფერო პოლიტიკამ მოურინიუ ცენტრალური მცველის გარეშე დატოვა. „განსაკუთრებულს” სამიდან ერთი სურდა:…
შინ 0:1 წაგება დასასრულს არ ნიშნავს, რადგან სტუმრად ერთი გოლი სულაც ბრმად შეიძლება გაიტანო – რიკოშეტი, ავტოგოლი, რამე მსგავსი… ამიტომაც, ქუთაისის „ტორპედოს“ ჯერ ნუ გამოვიგლოვებთ, ბულგარეთში მეორე მატჩი კიდევ წინაა „ლუდოგორეცთან“. ოღონდ, ეს მატჩი ძალიან მძიმე იქნება. ჯერ აქ რა იყო და იქ რა იქნება… დღესაც აშკარად ჩანდა, რომ „ლუდოგორეცი“ გაცილებით ძლიერია, კლასი ეტყობა და…
კრიშტიანუ რონალდუმ გაიხსენა, როგორ აუკრძალა სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში ზედმეტი ფინტების კეთება, კერძოდ კი ბურთზე ფეხის ბევრჯერ გადატარება. „სანი” წერს, რომ სერ ალექსისთვის რონალდუ მის 26 წლიან ეპოქაში ალბათ ყველაზე ძვირფასი მარგალიტი იყო, რომელიც ლეგენდარულ მწვრთნელს გამორჩევით უყვარდა. პორტუგალიელი ვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში” ლისაბონის „სპორტინგიდან” 2003 წელს გადავიდა. მაშინ ის 18 წლისა იყო…
„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა პატარა თვითმფრინავი დაიქირავეს, რომელსაც ბანერს ჩამოჰკიდებენ. ბანერზე ეწერება: ED OUT — LUHG! ჯერ განვმარტოთ ეს რას ნიშნავს. ED OUT სხვა არაფერია თუ არა „წავიდეს ედი”, ხოლო ედი კლუბის ვიცე-თავმჯდომარე და აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი გახლავთ. სწორედ ის კაცია, ჟოზე მოურინიუს ამ ზაფხულს მცველი რომ არ უყიდა. რაც შეეხება LUHG-ს ეს არის: Love United Hate Glazer ანუ…
ისტორიული წარმატების ზღვარზეა ქუთაისის ,,ტორპედო”. ერთი ნაბიჯიც და ევროპალიგის პლეი ოფში გასული იმერული გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოხვდება. მეტოქეც ამ ეტაპის შესაბამისი და ერთობ სოლიდურია – რაზგრადის ,,ლუდოგორეცი”, ბულგარული კლუბი, რომელიც არსებობის მოკლე, 17- წლიან პერიოდში ტიტულების სამჭედლოდ იქცა. თავად განსაჯეთ: ,,არწივებმა” შვიდჯერ შეძლეს შიდა ჩემპიონატის მოგება და ამას ორი თასი და სამი სუპერთასიც დაუმატეს. ყველაზე…
უეფას გალა-დაჯილდოვება 30 აგვისტოს გაიმართება მონაკოში. ამ დღეს დაჯილდოვდება ასევე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანი და ამერიკული „სან ხოსეს“ ფეხბურთელი გურამ კაშია. რა ჯილდოა? #EqualGame – ასე ეწოდება და წლეულს დააწესდა. „უეფა ამ პრიზით ამბობს, რომ ფეხბურთით შეუძლია იყოს დაკავებული ყველა, განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა, ასაკისა, სქესისა, სექსუალური ორიენტაციისა, სოციალური მდგომარეობისა და რელიგიისა, – უეფას პრეზიდენტის ალექსანდრ ჩეფერინის…
უცნაური ამბავი მოხდა პერუს თასის მატჩის დროს. „სპორტ ხუანტა“ – „იუნიონ კიმბირის“ მატჩის 25-ე წუთი იყო, როცა მოედანზე პოლიცია შეიჭრა, „იუნიონის“ თავდამსხმელ სესარ აუგუსტო მონტალვო დააკავა, მანქანაში ჩასვა და წააბრძანა. სამართალდამცავები ეჭვობს, რომ ფეხბურთელი არა აუგუსტო მონტალვო, არამედ ხოსე კონტრერასია და ორი წელია, სხვა სახელით ცხოვრობს. ხოსე კონტრერასს კი რაღაც დანაშაულები ჩაუდენია. საინტერესოა, რომ შემდეგ…
რვაგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა მძლეოსნობაში, იამაიკელმა უსაინ ბოლტმა საფეხბურთო მოედანზე პირველი ოფიციალური ვარჯიში ჩაატარა. ამიერიდან ბოლტი ავსტრალიური კლუბის „სენტრალ კოსტ მარინერსის“ წევრია. აგვისტოს დასაწყისში გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ბოლტი ამ კლუბში ივარჯიშებს, თუმცა ოფიციალურ მატჩებში მის მონაწილოებაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. თავად უსაინ ბოლტი ამბობს, რომ მისი ოცნება „მანჩესტერში“ თამაშია. „პირველად მომეცა საშუალება პროფესიონალი ფეხბურთელის დონეზე მევარჯიშა. ამიტომ…
„მანჩესტერ იუნაიეტდის” „ბრაიტონთან” 2:3 დამარცხების შემდეგ „წითელი ეშმაკების” ლეგენდამ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა, რასაც ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის აგენტმა მინო რაიოლამ „ტვიტერით” გასცა პასუხი: „სქოულზი სერ უინსტონ ჩერჩილის წინ რომ დააყენო, მაინც ვერ მიხვდება რომ ლიდერის წინაშე დგას. არის ხალხი, რომელსაც ლაპარაკი სჭირდება, რათა არ დაივიწყონ”. არადა, სქოულზის ნათქვამში თითქოს ისეთი არაფერი ყოფილა რაიოლას თავი…
დღეს ლეო მესი და ესპანური ლა ლიგას კიდევ 19 კაპიტანი შეიკრიბება რათა ერთობლივად გააპროტესტოს ჩემპიონატში თამაშების დაწყების დრო და ზოგი მატჩის აშშ-ში გადატანის გეგმა. ქვეყნის ფეხბურთელთა პროფკავშირი კაპიტნების ერთობლივი განცხადების შედგენას და მის ფეხბურთის ასოციაციაში შეტანას აპირებს. პრიმერადივიზიონის ტურის შეხვედრები ჩვეულებრივ პარასკევს, შაბათს და კვირას მიმდინარეობს, მაგრამ ისე გვიან იწყება, რომ ბევრი მათგანი ფაქტობრივად შუაღამისას…
ესპანური „ლა ლიგა“ სერიოზულ შარშია. 16 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ლიგამ საფეხბურთო კლუბების გვერდის ავლით კონტრაქტი გააფორმა ამერიკულ კომპანია Relevent Sports – თან. კონტრაქტი 15-წლიანია და ესპანეთის ჩემპიონატის ჯერაც დაუზუსტებელი ოდენობის მატჩების აშშ-ში გამართვას ითვალისწინებს. ვარაუდობდნენ, რომ პირველი მატჩი ოკეანის გადაღმა უკვე ნაახალწლევს გაიმართებოდა. ამერიკული მხარის მოთხოვნით, პირველ შეხვედრაში სამი გრანდიდან ერთ-ერთს – „ბარსელონას“, „რეალს“…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes