ჰამბურგში, სპორტის, ბიზნესისა და მას-მედიის 700 წარმომადგენლის თანდასწრებით, ევროპის ყველაზე დიდტირაჟიანმა ჟურნალმა, გერმანულმა „შპორტ ბილდმა” სპორტში გამოჩენილ ადამიანთა რიგით მე-16 დაჯილდოება მოაწყო. ჯილდოები სულ 9 კატეგორიაში დარიგდა. „შპორტ ბილდის” რედაქტორის საგანგებო ჯილდო მიიღო „რეალის” და გერმანიის ნაკრების ნახევარმცველმა ტონი კროოსმა. მის დახასიათებაში წერია, რომ კროოსი არის პირველი გერმანელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა ოთხჯერ მოიგო — 2013...
