ჩემპიონთა ლიგის წილისყრამ ფეხბურთის მოყვარულებს გული არ დასწყვიტა — წარმოიშვა რამდენიმე ინტრიგა, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი „მანჩესტერ იუნაიტედისა” და „იუვენტუსის” დაპირისპირებაა: ჟოზე მოურინიუ კრიშტიანუ რონალდუს წინააღმდეგ.
თითქოს ორი პორტუგალიელის შეხვედრაში განსაკუთრებული რა უნდა იყოს, მაგრამ ყველას კარგად მოგვეხსენება, რომ ისინი „რეალში” ერთად მუშაობდნენ და კონფლიქტით დაშორდნენ. მოურინიუ 2013 წელს „სანტიაგო ბერნაბეუდან” მის გაგდებაში თუკი ვინმეს ადანაშაულებს, ერთ-ერთი კრიშტიანუა.
„განსაკუთრებულს” რონალდუზე ასეთი რამ აქვს ნათქვამი: „ეგ იმ სუპერვარსკვლავებს განეკუთვნება, რომლებიც მატჩების წინ, გვირაბში, საკეში იპრანჭებიან”.
რონალდუ გასულ ზაფხულს „იუვენტუსში” გადავიდა და ახალ სეზონში მასიმილიანო ალეგრის გუნდთან ერთად შეეცდება იმ ჯილდოს მოპოვებას, რომელიც კარიერაში ხუთჯერ აქვს მოგებული — ოთხჯერ „რეალის”, ხოლო ერთხელ სწორედ „მანჩესტერ იუნაიტედის” შემადგენლობაში.
ჩემპიონთა ლიგა არც ჟოზე მოურინიუსთვის გახლავთ უცხო ხილი. მან ევროპული საკლუბო ფეხბურთის ყველაზე პრესტიჟული თასი ორჯერ აღმართა: 2004 წელს „პორტუს”, ხოლო 2010-ში „ინტერის” თავკაცის რანგში.
ჩემპიონთა ლიგის H ჯგუფში „იუვენტუსისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” გარდა მოხვდნენ „ვალენსია” და „იანგ ბოიზი”.
კრიშტიანუ „ოლდ ტრეფორდზე” მოწინააღმდეგის რანგში პირველად არ ბრუნდება. მან „რეალის” მაისურით 2013 წელს, მერვედფინალში ითამაშა „წითელი ეშმაკების” წინააღმდეგ. „სანტიაგო ბერნაბეუზე” შეხვედრა 1:1 დასრულდა, ხოლო „ოლდ ტრეფორდზე” მოდრიჩის და სწორედ რონალდუს გოლებით „თეთრებმა” გაიმარჯვეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები07/11/2026 | 22:27ჩემპიონობა ვიცეზე გაიცვალა
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 14:30მარცხი სკანდინავიელებთან
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
