კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მამობილის, სერ ალექს ფერგიუსონის ზარმა დააბრუნა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს გუშინ დილით დაურეკა და როგორც ინგლისური პრესა წერს, ემოციური ლაპარაკით გეზი შეაცვლევინა — პორტუგალიელმა „მანჩესტერ სიტის“ ნაცვლად „მანჩესტერ იუნაიტედში“ ამოჰყო თავი. „ოლდ ტრეფორდზე“ მას კვირაში 480 000 გირვანქას გადაუხდიან. ახლა ირკვევა, რომ სერ ალექსამდე რონალდუსთვის თანამემამულეს, „იუნაიტედის“ ვარსკვლავ ბრუნო ფერნანდეშსაც...
ჭდე: ჟორჟი მენდეში
საუკუნის ფეხბურთელი
დუბაიში „გლობ სოკერის” დაჯილდოებათა ცერემონიაზე კრიშტიანუ რონალდუს „საუკუნის ფეხბურთელის” ჯილდო გადასცეს. მსოფლიოს უმაღლეს შენობაში, საქვეყნოდ ცნობილ „ბურჯ ხალიფაში” მოწყობილ გალაზე პორტუგალიელმა ვარსკვლავმა წითელ ხალიჩაზე საცოლესთან, ხეორხინა როდრიგესთან ერთად გაიარა. საფეხბურთო სელებრითებიდან საღამოს ესწრებოდნენ „ლივერპულის” ლეგენდა, 59 წლის იან რაში და მისი 43 წლის თანამეცხედრე, მომღერალი და მოდელი ქეროლ ენტონი. იყვნენ ჟერარდ პიკე, რობერტ ლევანდოვსკი, კრივის...
ტორესი უკვე ქალაქელია
„მანჩესტერ სიტიმ” სულ მცირე ლეროი სანეს შემცვლელი იპოვა — „ვალენსიასგან” 20 წლის ფერან ტორესი გადაიბირა. სატრანსფერო თანხა არის ნაღდ 20,9 მილიონ გირვანქას პლუს მთელი რიგი წანამატები ანუ ის სავარაუდოდ 31,8 მილიონ გირვანქამდე (35 მილიონ ევრომდე) გაიზრდება. კონტრაქტი ხუთწლიანია. ტორესს „ვალენსიაში” ერთი წელიწადი ჰქონდა დარჩენილი. აღსანიშნავია, რომ ვალენსიელები ახალგაზრდაში თავიდან 39 მილიონ გირვანქას ითხოვდნენ, მაგრამ კორონაკრიზისმა...
ნავასის კურსი
კეილორ ნავასმა გავლენიანი პორტუგალიელი აგენტი ჟორჟი მენდისი დაიქირავა და, როგორც ამბობენ, „რეალიდან” წასვლას გეგმავს. კოსტა რიკელს კარიერის გაგრძელება პრემიერლიგაში სურს, ხოლო „სანტიაგო ბერნაბეუზე” მთავარ მეკარეობას ტიბო კურტუას უთმობს. AS წერს, თითქოს ნავასს „რეალში” უთხრეს, რომ მომავალი სეზონიდან პირველი გოლკიპერი ის აღარ იქნება და ძირითად შემადგენლობაში ადგილს „ჩელსისგან” 37 მილიონ ევროდ ნაყიდ ბელგიელს ანდობენ. ამბობენ, რომ ინგლისური...
სინამდვილეში ვინ ზრუნავს მანჩესტერ იუნაიტედზე?
ჟოზე მოურინიუმ თქვა, რომ მისი აგენტის ჟორჟი მენდისის განცხადებასთან საერთო არაფერი აქვს — მენდისის აზრით კი მართალია „განსაკუთრებულს” დღენიადაგ აკრიტიკებენ, მაგრამ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” მწვრთნელის თანამდებობიდან არავინ მოხსნის. ბევრმა პორტუგალიელი ბიზნესმენის ამ განცხადებას სენსაციური უწოდა, რადგან მართლაც ასეა: დღე ისე არ გავა, ხან პოჩეტინიო რომ არ დაასახელონ მოურინიუს შემცვლელად, ხან ზიდანი და ხან კიდევ ვინმე...
CR7-ის ბანაკი: მოდრიჩი სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილებაა
ჟორჟი მენდისი პორტუგალიელი სუპერაგენტია, კრიშტიანუ რონალდუს წარმოადგენს და მან, უეფას გალა წარმოდგენისა და დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ თქვა საუკეთესო ფეხბურთელად ლუკა მოდრიჩის დასახელება სასაცილო და სამარცხვინო გადაწყვეტილება იყოო. ცნობისათვის: გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა 80-მა მწვრთნელმა და 55-მა ჟურნალისტმა მიიღო, მოდრიჩმა 313 ქულა დააგროვა, ხოლო მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა რონალდუმ — 223. სხვაობა 90 ქულაა. მენდისმა თქვა: „ფეხბურთს მოედანზე...


