2018 წლის იანვარში, ანუ კალენდარული წელი რომ იწყებოდა, სიმონ მინოლე ჯერ კიდევ „ლივერპულის” მთავარი მეკარე იყო. მეტიც, იანვრის პირველ შეხვედრაში, „ბარნლის” წინააღმდეგ, რომელიც მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს, ბელგიელი გუნდს კაპიტნობდა. მაგრამ აი, გავიდა ცხრა თვე და სათადარიგოთა სკამზე ჩაკარგული მინოლე იურგენ კლოპზე გაბრაზებულია. გასული სეზონის ბოლოს კლოპმა მას გერმანელი ლორის კარიუსი ამჯობინა — კარიუსი ის მეკარეა,...
