ამბის არსი ასეთია: წინასაარჩევნოდ პრემიერ მინისტრი ვაზიანში ახალი სტადიონის აშენების ინიციატივით გამოვიდა. ცხადია, გაჩნდა კითხვა: რატომ არის ეს წარმოუდგენელი სიძვირის მშენებლობა აუცილებელი და რა ბედი ელის უფუნქციოდ დარჩენილ „დინამოს“? კითხვის პასუხად ითქვა, რომ „დინამო“ ამორტიზებულია. გაჩნდა მომდევნო კითხვა: როდის ამორტიზირდა „დინამო“? ფაქტია, რომ სტადიონმა ანშლაგით უმასპინძლა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს, 21 და 26 მარტის (ლუქსემბურგთან და...
ჭდე: მიხეილ მესხი
გმადლობთ!
სკოლიდან დაბრუნებული პატარები ბურთს აგორებენ. ზოგი იტალიის ნაკრების მაისურშია გამოწყობილი, ზოგიც ბრაზილიელია, ზოგი ზიდანია, უმეტესობა დელ პიერო, ბაჯო, რონალდო. უნებურად მახსენდება ჩემი ბავშვობა, როდესაც ჩვენ მაისურებს საღებავით ჩვენივე ხელით დაწერილი ნომრები ამშვენებდა, მაგრამ თითქმის ყველა ქართველ ფეხბურთელთა უცილობელი თაყვანისმცემლები ვიყავით. ჩვენი პატარა ფანტაზიით ჩვენს კერპებს ისეთ რამეებს ვაკეთებინებდით მწვანე მინდორზე, რომლის მსგავსიც თვით პელესაც შეშურდებოდა....
ისინი ხომ საბჭოთა ბრაზილიელები იყვნენ…
ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ამჯერად რუსულმა „სპორტ-ექსპრესის“ ჟურნალისტები ვერ მალავენ აღტაცებას. რუსებმა ჩვენიანის „ატალანტასთან“ თამაში გაარჩიეს და შიგადაშიგ ზოგადად ქართული ფეხბურთის ამბებზე თქვეს… აშკარად, მონატრებიათ… „პირველი ტაიმიხვიჩას შეტევაში ბევრი არაფერი გამოდის. „ატალანტა“ ძალიან ყურადღებით თამაშობს, განსაკუთრებით, მარჯვენა მცველი დანი მელე, რომელიც შეტევებში საერთოდ არ ერთვება. თუმცა, პარტნიორებიც აზღვევენ, რათა კვარაცხელიას მილიმეტრიანი სივრცეც არ დარჩეს. ერთ-ერთ მომენტში...
ლელოთცვენა ავჭალაში
ეს იყო ნამდვილი სარაგბო დღესასწაული! და არა მხოლოდ სარაგბო, რადგან რეფერის საფინალო სასტვენის შემდეგ, როცა ლუკა მატკავამ თავისი მეათე ზუსტი გარდასახვით საქართველოსა და გერმანიის მორაგბეთა ნაკრებების მატჩს წერტილი დაუსვა და საბოლოო ანგარიში – 75:12 დააფიქსირა, აშკარად გამოჩნდა, რომ მინდორზე კიდევ რაღაც საინტერესო უნდა მომხდარიყო. მოლოდინი ძალზე გულისამაჩუყებელი მოვლენით დაგვირგვინდა: ყველაზე ტანმაღალმა ბორჯღალოსანმა ნოდარ ჭეიშვილმა თანაგუნდელებისგან...
სიომა
ეს წერილი გაზეთ „სარბიელში“ 1998 წლის 17 სექტემბერს გამოქვეყნდა რუბრიკით „ქართველები საბჭოთა ნაკრებში“… დღეს კი სამწუხარო ამბავი გავრცელდა – 85 წლის ასაკში გარდაიცვალა ამ პუბლიკაციის მთავარი გმირი სიომა ბარქაია… წამით გაირინდება სტადიონი… გულშემატკივარი განაბული ელოდება რაღაც გამოუცნობს, ორიგინალურს, თანაგუნდელებიც მაშინალურად მეტოქის კარისკენ გარბიან, ვერ კი ხვდებიან რას მოიმოქმედებს მათი მეგობარი და მკვდარ სიჩუმეს მხოლოდ მოწინააღმდეგის...
ქართული ფეხბურთი გაცილებით დიდია…
მძიმე დღეები უდგას საქართველოს. გარშემო უნდობლობაა, დაპირისპირება. ხდება ის, რაც ათა-ბაბადან მოგვდგამს: ნაცვლად იმისა, რომ საქვეყნო საქმე ერთად გავაკეთოთ, ერთმანეთს ვერჩით და შვილებს მომავალს ვუფუჭებთ. დამძიმდა გული, აიმღვრა გონება. ნეტავ კი ვიყავით ოდესმე ერთსულოვანნი? – კითხულობს სასოწარკვეთილი ქართველი და აღარ ახსოვს, რომ სულ რაღაც ერთი-ორი კვირის წინ საერთოდ არ გვახსოვდა რამე თუ განგვასხვავებდა. არ გვახსოვდა,...
პაიჭაძიდან კალაძემდე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...
ვოვა
რაც დრო გადის, ყოველ 13 მაისს სულ უფრო და უფრო ვრწმუნდებით, რომ საოცრად გაგვიმართლა ცხოვრებაში. გაგვიმართლა, რომ ფაქტობრივად დაბადებიდანვე, თანდაყოლილ რეფლექსად თბილისის „დინამოს“ გულშემატკივრობა გვერგო. მხოლოდ ჩვენ არა – მთელ ჩვენს თაობას, ჩვენზე უფროს თაობას და მომდევნოსაც… ეს დაახლოებით იგივე იყო, რასაც დღეს ბარსელონაში დაბადებული ადამიანი „ბარსას“ მიმართ განიცდის, ან მიუნხენელი – „ბაიერნისადმი“. ჩვენი უსაყვარლესი...
მესხი და მაკაი
წარმოიდგინეთ, „მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მივედი, „ლოკომოტივი“ თბილისის „დინამოს“ უნდა დაუხვდეს, ტრიბუნაზე კი ვის ვხედავ?! – როი მაკაის. ოდნავ მობერებული, მოსუქებული, მაგრამ ძველი ღიმილით, ჩემპიონთა ლიგაში „რეალს“ ამ ტურნირზე ყველაზე სწრაფი გოლი რომ გაუტანა. ახლა „ფეიენოორდში“ მუშაობს და მის გუნდს ამბავი უნდა ჩაუტანოს, საქმე რა გუნდთან აქვთ. 1981 წლის შემდეგ დიდი დრო გავიდა, როტერდამში კი...
საქართველო ყაზახეთთან დინამოს და ქაირათის ფონზე
ყაზახეთი – საქართველო. 6 სექტემბერს ასტანაში ისეთი მატჩია, ბევრს რომ გადაწყვეტს ერთა ლიგის ჩვენთვის ყველაზე საინტერესო ჯგუფში. საქართველოს ნაკრებს უმთავრეს კონკურენტთან მოუწევს სტუმრად თამაში. მასპინძელი კარგ გუნებაზეა, იქაურ პრესას ხშირად ქედმაღლური ელფერი დაჰკრავს და თავი ჯგუფის მთავარ ფავორიტად მიაჩნიათ. ჩვენ კი ცოტა წარსულში გავიხედოთ. თბილისის „დინამო“ და ალმაათის „ქაირატი“ – როგორ თამაშობდნენ ერთმანეთში საბჭოეთის დროს? რა...









