რონალდო ვალიადოლიდში მიდის

Home კატეგორიის გარეშე რონალდო ვალიადოლიდში მიდის
რონალდო ვალიადოლიდში მიდის

მსოფლიოს ყოფილი საუკეთესო ფეხბურთელისთვის ესპანური ლიგა სულაც არაა უცხო – ორივე სუპერგრანდში უბურთავია.

41 წლის რონალდომ გადაწყვიტა, ბიზნესიც ესპანეთში ააწყოს. მისი სამიზნე პრიმერაში დაბრუნებული „ვალიადოლიდია“.

კლუბს ვალად 25 მილიონი ევრო ადევს და ახალ აქციონერს ეძებს.

რონალდო კი მზადაა, 30 მილიონი ევრო გაიღოს, რითაც კლუბის უმსხვილესი აქციონერი შეიქნება და პრეზიდენტის სავარძელსაც მოირგებს.

ესპანური მედიის ინფორმაციით, გარიგების საბოლოოდ გაფორმებას ორი-სამი კვირა დასჭირდება.

ავტორის პროფილი

გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".