ლორის კარიუსი ნამდვილად არაა ურიგო მეკარე, მაგრამ „ლივერპულში“ ფეხი ვერაფრით მოიკიდა. შედეგად, 2018-2020 წლები იჯარით თურქულ „ბეშიქთაშში“ გაატარა, გასულ სეზონში კი ასევე იჯარით ბერლინის „უნიონის“ ღირსებას იცავდა. საქმე იქაც ვერ აეწყო და სულ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კარიუსს მაშველ რგოლად შვეიცარიული „ბაზელი“ მოევლინა. ეს კლუბი ზაფხულშიც ცდილობდა 28 წლის გერმანელის გამოსყიდვას და ჩანაფიქრზე ხელი არ...
ჭდე: ლორის კარიუსი
გვიყვარხარ, ლორის!
„ლივერპულის” ყოფილმა მეკარემ ლორის კარიუსმა, რომელმაც შარშან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უხეში შეცდომა დაუშვა, ყოფილ თანაგუნდელებს ინტერნეტით გულწრფელი მილოცვა გაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები 2018 წელსაც იყვნენ ფინალში, სადაც „რეალთან” წააგეს 1:3. გაშვებული გოლებიდან ორი კარიუსის ბრალი იყო. მწარე დამარცხების შემდეგ კარიუსი „ლივერპულმა” სტამბოლის „ბეშიქთაშში” გაუშვა, თავად კი „რომადან” ბრაზილიელი ალისონი შეიძინა. ალისონმა გაამართლა. შაბათს, 2019 წლის...
გაბრაზდი, სიმონ?!
2018 წლის იანვარში, ანუ კალენდარული წელი რომ იწყებოდა, სიმონ მინოლე ჯერ კიდევ „ლივერპულის” მთავარი მეკარე იყო. მეტიც, იანვრის პირველ შეხვედრაში, „ბარნლის” წინააღმდეგ, რომელიც მერსისაიდელებმა 2:1 მოიგეს, ბელგიელი გუნდს კაპიტნობდა. მაგრამ აი, გავიდა ცხრა თვე და სათადარიგოთა სკამზე ჩაკარგული მინოლე იურგენ კლოპზე გაბრაზებულია. გასული სეზონის ბოლოს კლოპმა მას გერმანელი ლორის კარიუსი ამჯობინა — კარიუსი ის მეკარეა,...
ლორის კარიუსი წავიდა
შეთანხმება შედგა: ლორის კარიუსი ორი წლით „ბეშიქთაშში” ითამაშებს! „ლივერპული” გერმანელ მეკარეს სტამბოლის გუნდში იჯარის წესით უშვებს. ჩემპიონთა ლიგის ფინალში უხეში შეცდომებით თავგამოჩენილი გოლკიპერი დღეს, ოჯახის წევრებთან და ერთგულ მრჩეველ ფლორიან გოლთან ერთად მანჩესტერის კერძო აეროპორტიდან თურქეთის დედაქალაქს გაემგზავრა. კარიუსმა მერსისაიდელთა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ახალშეძენილ ალისონთან წააგო. „ლივერპულმა” ალისონში 62 მილიონი ევრო გადაიხადა. „ბეშიქთაშის” შემადგენლობაში კი...
შენ ხარო f****** s***
„ტრანმერის” ფეხბურთელმა ბენ ტოლიტმა „ლივერპულის” გერმანელ მეკარეს ლორის კარიუსს f****** s*** უწოდა — თარგმნას ნუ მოგვთხოვთ, რადგან ქართულად სრული სისულელე გამოდის. ვინც ინგლისური გინება კარგად არ იცით გვენდეთ, რომ ცუდი სიტყვებია. ეს ყველაფერი შუა თამაშის დროს მოხდა. თამაში ამხანაგური იყო და ის „ლივერპულმა” 3:2 მოიგო. გინების მიზეზი ლორის კარიუსის მორიგი უხეში შეცდომა გახლდათ. ამჯერად ასე მოხდა:...
რამოსმა კრიტიკოსებს უპასუხა
„სალაჰის ინციდენტს გადაჭარბებული ყურადღება დაუთმეს. საერთოდ არ ვაპირებდი ხმის ამოღებას, რადგან მერე ჩემს ნათქვამს აზვიადებენ ხოლმე მაგრამ ახლა მოგახსენებთ: ჩანაწერიც კარგად ვნახე და მახსოვს კიდეც, რომ პირველმა სალაჰმა ჩამჭიდა ხელი, მე სხვა მხარეს წავიქეცი, მან კი განა ის მკლავი იტკინა რომლითაც შებმულები ვიყავით, არამედ მეორე. და ამის მერე წერენ, რომ მე მას ძიუდოს ილეთი ჩავუტარე....
დამნაშავე ისევ რამოსია
სერხიო რამოსი ან მართლა ტარტაროზია ან ყველაფრის მისთვის დაბრალება მოდაში შემოვიდა. ახლა ამბობენ, რომ „ლივერპულის” გერმანელი მეკარის ლორის კარიუსის ორი უხეში შეცდომა იმის ბრალია, რომ თამაშის დასაწყისში მას რამოსი შეასკდა და ტვინი შეურყია. სხვა სიტყვებით, რამოსის უხეშობა რომ არა, კარიუსი ფინალში ორ უპატიებელ გოლს არ გაუშვებდა. „ბილდი” წერს, რომ მატჩის დამთავრების შემდეგ კარიუსს ქცევაში ნორმიდან...
კარიუსს ყოველთვის წამოაძახებენ
ოლივერ კანი შიშობს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დაშვებულმა ორმა უხეშმა შეცდომამ „ლივერპულის” 24 წლის მეკარეს, მის თანამემამულეს, გერმანელ ლორის კარიუსს შეიძლება კარიერა დაუნგრიოს. ვეტერანმა გოლკიპერმა ZDF-თან ინტერვიუში თქვა: „სიტყვებიც კი ვერ შემირჩევია. არ მაგონდება მეკარეს იმაზე დიდი კოშმარი გადახდენოდეს, კარიუსს რომ გადახდა ამ ფინალში. ერთმა ასეთმა საღამომ შეიძლება მთელი კარიერა დაამსხვრიოს”. მართლაც, ლორის კარიუსმა ისეთი...
თავზარი! (ვიდეო)
„რეალი” რომ ძლიერია და ბოლო დღეების ტერმინს თუ ვიხმართ მონსტრია ამას დიდი ლაპარაკი არ უნდა, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ მადრიდელთა გუშინდელ წარმატებაში თავისი წვლილი „ლივერპულის” 24 წლის გერმანელმა მეკარემ ლორის კარიუსმაც შეიტანა — მან ორი უხეში შეცდომა დაუშვა, რომელთაც ქარიმ ბენზემასა და გარეთ ბეილის გოლები მოჰყვა. კარიუსი დღეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საბრალო ადამიანია მთელ დედამიწაზე....








