მსოფლიოს ჩემპიონატი ტურისტების გაღლეტაში უკვე დაიწყო სანკტ პეტრბურგში. გახსნის მატჩში რუსეთმა მექსიკა 1:0 დაამარცხა. პეტერბურგელმა ტაქსისტმა მექსიკელ ტურისტ ქალს 2 კილომეტრზე გასეირნებაში 6000 რუბლი, დაახლოებით 100 დოლარი გამოსძალა. ქალს ნევის გამზირის დათვალიერება უნდოდა, ჩამჯდარა BMW-მარკის ავტომობილში და ორიოდ კილომეტრში ექსკურსია დამთავრებულა. ტაქსისტს დაცვიდან უთამაშია – კარები ჩაუკეტავს და 7000 რუბლი მოუთხოვია. ტურისტს 6000 მიუშავებია გათავისუფლებს...
ლიოვის ბოლო კვირა
იცით რა არის ვატუტინკი? ეს გახლავთ დასახლებული პუნქტი მოსკოვიდან სამხრეთ-დასავლეთით, 49 კილომეტრში, სადაც გერმანიის ნაკრები ცხოვრობს და ვარჯიშობს. სწორედ იქ შეხვდა ჟურნალისტებს ბუნდესმწვრთნელი იოაჰიმ ლიოვი და მსოფლიოს ჩემპიონთა დღევანდელ მდგომარეობაზე ილაპარაკა. მას შეახსენეს, რომ გუნდმა ბოლო ორ ამხანაგურ მატჩში ავსტრიასთან (1:2) და საუდის არაბეთთან (2:1) ცუდად ითამაშა, რაზეც ლიოვმა მიუგო: „ამ შეხვედრებში ჩვენმა გუნდმა თავისი...
პსჟ-მ 60 მილიონის ფეხბურთელები უნდა გაყიდოს
ხუთდღიანი დებატების შემდეგ უეფამ დაადგინა, რომ „პარი სენ ჟერმენს” ფინანსური წესები არ დაურღვევია, ასე რომ მომავალ სეზონში გუნდი ჩვეულებრივ მიიღებს მონაწილეობას ჩემპიონთა ლიგაში და არც სხვა სანქცია შეეხება. უეფას კლუბთა ფინანსური კონტროლის კომისია ცხრა თვე იქექებოდა პარიზული კლუბის ქაღალდებში და დაასკვნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში პსჟ-ს ფინანსისტებს კანონი არ დაურღვევიათ. და მაინც, კომისიას რატომღაც...
მე, ლეო და სალაჰი
ფანტასტიური სეზონის ბოლოს ეგვიპტელი მოჰამედ სალაჰი ინგლისის წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. მას ბევრი „ოქროს ბურთის“ მიღების პრეტენდენტადაც მიიჩნევს. სალაჰის შესახებ აზრი ხუთი „ოქროს ბურთის“ მფლობელმა კრიშტიანუ რონალდუმაც გამოთქვა: „სალაჰი გასული სეზონის ნამდვილი აღმოჩენაა. იმედი მაქვს, კიევში მიღებული ტრავმა მას ხელს არ შეუშლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშისას. ბევრი თვლის, რომ „ოქროს ბურთის“ მოგება მხოლოდ მე და ლეო...
ბოლონია ინძაგის ჩააბარეს
„გვინდა სიამაყით გაცნობოთ, რომ დღეიდან „ბოლონიას“ ახალი მწვრთნელი ჰყავს: ფილიპო ინძაგი!“ – ვკითხულობთ იტალიური კლუბის გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში. დიახ, რაც იწერებოდა რამდენიმე დღის წინ, ახლა უკვე ოფიციალურად დადასტურდა – „ბოლონიაში“ ინძაგი სეზონის დასრულების შემდეგ დათხოვნილ რობერტო დონადონის შეცვლის. „მილანის“ ყოფილმა მწვრთნელმა ფილიპო ინძაგიმ „სტადიო დალ არას“ ბინადრებთან 2020 წლის 30 ივნისამდე გააფორმა კონტრაქტი, ბოლოს კი...
ლენოს ლონდონი ელის
გერმანული „ბილდის“ ცნობით, „ლევერკუზენის“ მეკარე ბერნდ ლენო ახალი სეზონიდან ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს. გავრცელებული ცნობით, ბრიტანელებს 26 წლის მეკარის ტრანსფერი 20-25 მილიონი ევრო დაუჯდებათ. ბერნდ ლენოს „არსენალის“ გარდა „ლივერპული“, „ნაპოლი“ და მადრიდის „ატლეტიკოც“ ეპატიჟებოდა, თუმცა ლონდონელებმა იყოჩაღეს. გერმანელი „არსენალში“ პეტრ ჩეხს გაუწევს კონკურენციას, რომელსაც „მეთოფეებთან“ კონტრაქტი 2019 წელს ეწურება. შეგახსენებთ, ბერნდ ლენო გერმანიის ნაკრების სამუნდიალე განაცხადში...
ესპანეთს ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს
როგორც მადრიდული ასევე კატალონიურ გაზეთები წერენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ფედერაციის სპორტული დირექტორი, წარსულში ლეგენდარული მცველი ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მოხსნილ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის ის კრასნოდარიდან ესპანეთს გაეშურება და მხოლოდ სამშობლოში ჩასვლის შემდეგ დაელაპარაკება ჟურნალისტებს. ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე თქვა: „იძულებული გავხდით ხულენ ლოპეტეგისთან ხელშეკრულება გაგვეწყვიტა. ის, რომ...
აშშ, კანადა, მექსიკა – 2026
მუნდიალი 2026 -მასპინძელი გაირკვა. ფიფამ გადაწყვეტილება გამოიტანა. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ აშშ, კანადა და მექსიკა. ფინალური წილისყრისას ამ ტრიუმვირატმა 134 ხმა მიიღო, ერთადერთმა კონკურენტმა მაროკომ კი მხოლოდ 65. აქამდე მექსიკამ მსოფლიო ჩემპიონატს ორჯერ- 1970 და 1986 წლებში უმასპინძლა. აშშ – ში მსოფლიო საფეხბურთო ფორუმი 1994 წელს გაიმართა, კანადას კი მსგავსი პატივი ჯერ არ...
იერო vs ლოპეტეგი. დაძაბული ლაპარაკი
მაუწყებელმა Telecinco-მ კრასნოდარში, ესპანთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე გადაიღო ექსკლუზიური კადრები: კადრები ასახავს „ლა როხას” აწ უკვე ყოფილი მწვრთნელის ხულენ ლოპეტეგისა და „რეალის” ლეგენდის, ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის სპორტული დირექტორის ფერნანდო იეროს დაძაბულ ლაპარაკს. ამ კონფლიქტს წინ უძღოდა სენსაციური ცნობა, რომ ლოპეტეგიმ „რეალთან” მიაღწია შეთანხმებას და მსოფლიოს ჩემპიონატის დამთავრების შემდეგ „სანტიაგო ბერნაბეუზე” გადაბარგდება. ფედერაციას მადრიდული კლუბისგან საკომპენსაციოდ 2...
საბა პირველი
ნებისმიერ ქვეყანაში დიდი აღიარებაა ფეხბურთელისთვის, როცა სპორტულ ჟურნალისტთა რჩეული ხდება.გამონაკლისი არც საქართველოა. გუშინ რესტორან Beer time-ში სპორტულ ჟურნალისტთა ამქარმა საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელად საბა კვერკველია დაასახელა. დაჯილდოვების ცერემონიალზე მისული სტუმრები გამარჯვებულთან ერთად სარბიელელებსაც ულოცავდნენ და ეს ბუნებრივიც იყო. დღეს გამარჯვებული „სარბიელიც“ იყო. სწორედ გაზეთმა „სარბიელმა“ ჩაუყარა საფუძველი საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენას 1992 წელს და 2008 წლის...









