როგორც მადრიდული ასევე კატალონიურ გაზეთები წერენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატზე ესპანეთის ნაკრებს ფედერაციის სპორტული დირექტორი, წარსულში ლეგენდარული მცველი ფერნანდო იერო უხელმძღვანელებს. რაც შეეხება მოხსნილ მწვრთნელ ხულენ ლოპეტეგის ის კრასნოდარიდან ესპანეთს გაეშურება და მხოლოდ სამშობლოში ჩასვლის შემდეგ დაელაპარაკება ჟურნალისტებს.
ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა დღეს გამართულ საგანგებო პრეს-კონფერენციაზე თქვა: „იძულებული გავხდით ხულენ ლოპეტეგისთან ხელშეკრულება გაგვეწყვიტა. ის, რომ ჩვენ აქ, მსოფლიოს ჩემპიონატზე ვართ მისი დიდი დამსახურებაა. ჩვენ მას მადლობას ვუხდით და წარმატებებს ვუსურვებთ. ხულენმა გუნდთან დიდი სამუშაო გასწია, მაგრამ იმას, თუ როგორ მოიქცა ამ შემთხვევაში, ვერანაირად შევეგუებოდით. ესპანეთის ნაკრები ყველა ესპანელის გუნდია. ის რომ „რეალში” მიდიოდა ჩვენ მხოლოდ ხუთი წუთით ადრე გავიგეთ. მოგება და კარგი მწვრთნელობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ უპირველეს ყოვლისაადამიანი სწორად უნდა მოიქცე. დღეს შესაძლოა რთულ დღეში ჩავვარდით, მაგრამ მწამს, ის რაც მოხდა უფრო გაგვაძლიერებს”.
რუბიალესმა თქვა, რომ ლოპეტეგის საქციელი გუნდში ატმოსფეროს გააფუჭებდა.
რაც შეეხება „ლა როხას” შემდეგი, მუდმივმოქმედი მწვრთნელის ვინაობას, ის ჯერ ცხადია ცნობილი არ არის. იერო მხოლოდ მსოფლიოს ჩემპიონატზე გაუძღვება გუნდს.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
კატეგორიის გარეშე17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
კატეგორიის გარეშე09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
