მუნდიალი 2026 -მასპინძელი გაირკვა. ფიფამ გადაწყვეტილება გამოიტანა. მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატს ერთობლივად უმასპინძლებენ აშშ, კანადა და მექსიკა.
ფინალური წილისყრისას ამ ტრიუმვირატმა 134 ხმა მიიღო, ერთადერთმა კონკურენტმა მაროკომ კი მხოლოდ 65.
აქამდე მექსიკამ მსოფლიო ჩემპიონატს ორჯერ- 1970 და 1986 წლებში უმასპინძლა. აშშ – ში მსოფლიო საფეხბურთო ფორუმი 1994 წელს გაიმართა, კანადას კი მსგავსი პატივი ჯერ არ ჰქონია.
შეგახსენებთ, რომ 2026 წლის ჩემპიონატი განახლებული ფორმატით გაიმართება და მასში 48 ნაკრები მიიღებს მონაწილეობას. ჯამში 34 დღის განმავლობაში 80 მატჩი უნდა გაიმართოს.
კენჭისყრის შედეგებზე გავლენა სწორედ ახალმა ფორმატმა იქონია. ბევრი დელეგატი ეჭვობდა, რომ ამ მასშტაბის ღონისძიების მასპინძლობას მაროკო მარტო ვერ გასწვდებოდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
