ხულენ ლოპეტეგი ესპანეთის ნაკრების მწვრთნელის თანამდებობიდან მოხსნეს! ამის შესახებ თავად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლუის რუბიალესმა საგანგებოდ მოწვეულ პრეს-კონფერენციაზე გამოაცხადა. ჯერ კიდევ დილით ესპანური პრესა წერდა, რომ მართალია ლოპეტეგი „რეალის” ახალ მწვრთნელად დაინიშნა, მაგრამ კლუბი, ფედერაცია და თავად ნაკრების ბასკი თავკაცი შეთანხმებულები იყვნენ, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს გეგმის შესაბამისად ჩაატარებდნენ. ლოპეტეგი მხოლოდ მონდიალის შემდეგ უნდა გადაბარგებულიყო...
გრიზმანის საიდუმლო
“დიახ, გადაწყვეტილება მიღებულია, მაგრამ დღეს მისი გასაჯაროების დრო არ არის და არც ადგილია შესაფერისი”, — თქვა საფრანგეთის ნაკრების ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა „ლურჯების” პრეს-კონფერენციაზე. ამ სიტყვებით მისი ჟურნალისტებთან შეხვედრა დასრულდა. იოლი მისახვედრია, რომ საქმე მისი „ატლეტიკოდან” „ბარსელონაში” გადასვლას ეხებოდა და არა მსოფლიოს ჩემპიონატს. საერთოდაც, პრეს-კონფერენცია იმით დაიწყო, რომ ფრანგმა ჟურნალისტებს მოუბოდიშა, ჩემი მომავლის შესახებ დღეს არაფერს...
ტურეს სიმბოლური ნაკრები
ტყუილად არ ეძებოთ, გერმანელ მსოფლიოს ჩემპიონს იაია ტურეს მიერ დასახელებულ სიმბოლურ ნაკრებში ვერ იპოვნით. კოტ დ’ივურელმა ვეტერანმა „ფრანს ფუტბოლს” მოახლოებული მონდიალის მონაწილეთა თავისი რჩეული თერთმეტეული დაუსახელა. როგორც გითხარით იქ გერმანელის ჭაჭანება არ არის, თავისი აწ უკვე ყოფილი გუნდიდან, „მანჩესტერ სიტიდან” კი სამი კაცია. ტურეს რჩეულთა უმეტესობა, ხუთი მოთამაშე, „რეალიდანაა”, რაც გასაკვირი არც უნდა იყოს, მითუფრო,...
Who ლენ ლოპეტეგი
„რეალის” ახალი მწვრთნელია ხულენ ლოპეტეგი, რომელიც „თეთრების” კარში პრიველად 1990 წლის 28 აპრილს „ატლეტიკოს” წინააღმდეგ ჩადგა. თამაში „ვისენტე კალდერონზე” გაიმართა. მაშინ ლოპეტეგი სასტარტო შემადგენლობაში დააყენეს. მის გარდა თამაშობდნენ ხულიო ლორენტე, ჩენდო, ფერნანდო იერო, ხესუს სოლანა, რაფაელ გორდილიო, პაკო ლორენტე და სხვები. თამაში, რომელსაც „ატლეტიკო” 3:1-ს იგებდა, 3:3 დამთავრდა. დებიუტის წინა სეზონში ლოპეტეგი „ლას პალმასში” იყო...
საბაობა
„სარბიელთან“ ერთად 10-წლიანი პაუზის შემდეგ „სარბიელის“ გამოკითხვაც აღვდგინეთ. გამოკითხვა, რომელშიც მხოლოდ ქართულ ფეხბურთზე მომუშავე სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ. წლეულს ამ საქმეში ჩვენი პარტნიორი „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. ჟურნალისტები თავიანთ რჩეულს მაისში, ანუ სეზონის ბოლოს პირველი, მეორე, მესამეს პრინციპით ასახელებენ. ყოფილა და ამჯერადაც არის შემთხვევა, როცა კოლეგამ...
სადაც ქართველია, იქ წარმატებაა
სოლომონ კვირკველია დაიბადა: 1992 წლის 6 თებერვალს სამტრედიაში სიმაღლე: 190 სმ; წონა: 75 კგ ამპლუა: ცენტრალური მცველი კლუბი: „ლოკომოტივი“ (მოსკოვი, რუსეთი) სათამაშო ნომერი: 33 (კლუბში), 5 (ნაკრებში) საკლუბო კარიერა 2009/2010 „ზენიტი“ (სანკტ-პეტერბურგი, რუსეთი) ახალგაზრდული გუნდი 2010/2011 „რუბინი“ (ყაზანი, რუსეთი) ახალგაზრდული გუნდი 2011/2017 „რუბინი“ (ყაზანი, რუსეთი) 87 მატჩი, 3 გოლი 2012/2013 „ნეფტეხიმიკი“ (ნიჟნეკამსკი, რუსეთი) 18 მატჩი,...
სუბოტიჩი: ტუხელი პატიოსანი არ არის
29 წლის სერბი მცველი ნევინ სუბოტიჩი გერმანელი მწვრთნელის თომას ტუხელის ხელმძღვანელობით „დორტმუნდში” წელიწადნახევარი თამაშობდა. შემდეგ მათი გზები გაიყარა, მაგრამ მომდევნო სეზონიდან ისინი საფრანგეთის ლიგა 1-ში კვლავ გადაიკვეთებიან. სუბოტიჩი „სენტ ეტიენში” თამაშობს, ტუხელი კი „პარი სენ ჟერმენის” თავკაცი გახდა. სერბმა ფეხბურთელმა „კიკერისთვის” მიცემულ ინტერვიუში ტუხელი გვარიანად გააკრიტიკა. მან თქვა: „ვისურვებდი მასთან უკეთესი ურთიერთობა მქონოდა. ტუხელამდე პატიოსან მწვრთნელებთან...
ტრამპმა ირანის ნაკრებს ფეხზე გახადა
მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღე დარჩა, ირანის ნაკრებს კი შეჩვეული და მორგებული „ნაიკის” ბუცები გახადეს. და ვინ იზამდა ამას თუ არა რადიკალური ნაბიჯებით ცნობილი და ცოტაც ექსცენტრული აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ხუმრობის გარეშე: კარლუშ კეირუშის გუნდს პარასკევს პეტერბურგში მაროკოსთან თამაში აქვს, „ნაიკმა” კი გამოაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობას ვეღარ აგრძელებს. მიზეზი: ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა 2015 წელს...
ყველაზე სუფთა წითლით
ტური იმერული დერბით გაიხსნა გურიაში. ლანჩხუთის „ევგრაფი შევარდნაძეზე“ „სამტრედიამ“ „ტორპედოს“ „უმასპინძლა“ და დიდი ანგარიშით 1:4 დამარცხდა. წინა ორ ტურში ქუთაისელებმა თბილისურ გუნდებთან უხეიროდ ითამაშეს („ლოკომოტივთან“ 0:1, „დინამოსთან“ 1:1) და ამჯერად ჯავრი მეზობლებზე იყარეს. „სტუმართაგან“ ერთი გოლი ქართული წარმოშობის უკრაინელმა ევგენ (ასე უწერია ფეისბუქის პირად გვერდზე) ბოხაშვილმა გაიტანა. ქუთათურებს ის წლეულს გაზაფხულზე შეუერთდა. ისე კი, დნეპროპეტროვსკის...
ისევ ცხრა ფეხბურთელისა და 30 მეძავის შესახებ
მსოფლიოს ჩემპიონატს ეტყობა სკანდალები უხდება. მექსიკის ნაკრების 9 ფეხბურთელის და 30 მეძავის ამბავი ადრეც მოგახსენეთ, მაგრამ ვინაიდან ორგიის შესახებ უფრო მეტად და მეტად ალაპარაკდნენ, მოკლედ გავიმეორებთ. მექსიკელებმა შოტლანდიას უმასპინძლეს, 1:0 მოუგეს და ვინაიდან თამაშის მერე მწვრთნელმა ხუან კარლოს ოსორიომ ფეხბურთელები ერთი დღით შეკრებიდან გაუშვა, სადღაც მეხიკოსთან ნაქირავებ სახლს მიაწყდნენ. თან 30 მეძავი ჰყავდათ. გაირკვა, რომ ღრეობის...









