თვე: ივნისი 2018

Home 2018 ივნისი
იოზილისა და გუინდოგანის სკანდალი გრძელდება
ჩანაწერი

იოზილისა და გუინდოგანის სკანდალი გრძელდება

უკვე ოთხი კვირა გავიდა რაც გერმანიის ნაკრების თურქული წარმოშობის ფეხბურთელებმა მესუთ იოზილმა და ილქაი გუინდოგანმა თავიანთი ისტორიული სამშობლოს პრეზიდენტთან რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად ფოტო გადაიღეს. ამის გამო სკანდალი აგორდა, რომელიც თანდათანობით კი არ ცხრება, არამედ მატულობს. გერმანელმა ხალხმა მოთამაშეებს ერდოღანთან ფოტოს გადაღება არ აპატია. ამ თემაზე ხმა აიმაღლა გერმანიის ნაკრებისა და „ბაიერნის” ყოფილმა ვარსკვლავმა მარიო ბასლერმაც....

წაგებულის მენტალიტეტი და 66-ის აჩრდილი
ჩანაწერი

წაგებულის მენტალიტეტი და 66-ის აჩრდილი

ინგლისის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა ფაბიო კაპელომ თქვა, რომ ინგლისელებს ზეწოლასთან გამკლავება უჭირთ და წარუმატებლობის შემდეგ წაგებულებისთვის დამახასიათებელი გამართლების ძებნას იწყებენ ხოლმე. სახელოვანი  იტელიელის ამ ნათქვამმა ალბიონზე ხალხი გააღიზიანა. დაწერეს, ეს ის კაცია, 2010 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე, მერვედფინალში გერმანიასთან რომ გავარდა და ფეხბურთელები თავისი მოსაწყენი საწვრთნელი შეკრებებით ლამის ჭკუაზე გადაიყვანაო. 71 წლის კაპელომ, რომლის ინგლისმა ჯგუფში ალჟირსა და...

ადამიანი – ჯომოლუნგმა
ჩანაწერი

ადამიანი – ჯომოლუნგმა

ამ ადამიანმა „როლან გაროსს“ აზრი დაუკარგა და დღეს დომინიკ ტიმის 6:4, 6:3, 6:2 დამარცხებით პარიზში მეთერთმეტედ იპირველა. გაინტერესებთ, სულ რამდენჯერ მონაწილეობდა? 13-ჯერ. გაინტერსებთ, რამდენი მატჩი გამართა? 88! ამ 88-დან 86 მოიგო და 2009 წელს რობინ სოდერლინგთან და 2015-ში ნოვაკ ჯოკოვიჩთან მარცხს თუ არ ჩავთვლით, ყველას თავბედი აწყევლინა. არადა, ეს ქრონიკულად დაავადებული ტერფების პატრონი ბიჭია, 2004...

ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი – გულით გაკეთებული
ჩანაწერი

ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი – გულით გაკეთებული

„სარბიელის“ ტრადიციული გამოკითხვის გამარჯვებულები იცვლებიან, იცვლება სპეციალურად მათთვის დამზადებული ექსკლუზიური პრიზები, აი, მათი შემოქმედი, მოქანდაკე კი უცვლელი რჩება – საქართველოს დამსახურებული მხატვარი და ღირსების ორდენის ორგზის კავალერი გია ჯაფარიძე. ვეტერანი მორაგბეა, თბილისის „ლოკომოტივის“ კაპიტანი იყო და სსრკ პირველობის მრავალგზის პრიზიორი, თუმც აღარც კი ახსოვს ხელოვნებას როდიდან და როგორ ეზიარა, ამბობს, დაბადებიდანო… ხელი კი მართლაც ჩინებული...

კარუანამ წააგო, მაგრამ მოიგო
ჩანაწერი

კარუანამ წააგო, მაგრამ მოიგო

ფაბიანუ კარუანა Norway Chess-ს სუპერტურნირის გამარჯვებულია. შეჯიბრში პლანეტის 10 უძლიერესი დიდოსტატი გამოვიდა და ნორვეგიულმა სტავანგერმა უმასპინძლა. მოჭადრაკებმა თავიდან ბლიცში მოსინჯეს ძალები. საუკეთესო უესლი სო გახდა, რომელმაც 9 შესაძლებლობიდან 6 ქულა დააგროვა. მთავარ შეჯიბრში თავიდან 10 დიდოსტატი ჩაერთო, თუმც მესამე ტურის შემდეგ ამქარს დინ ლიჟენი გამოაკლდა. როცა ტურნირზე ერთდღიანი შესვენება იყო, ჩინელმა მამამისთან ერთად ზღვის სანაპიროზე...

ზაზას მონიჩბული ევროპა
ჩანაწერი

ზაზას მონიჩბული ევროპა

კანოეთი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ამ წარმატებებისკენ. 24 წლის ქართველმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სპრინტში ყველა მეტოქე უკან მოიტოვა! ეს პირველი ქართული ოქროა სპორტის ამ სახეობაში. აქამდე ზაზას სამჯერ 23-წლამდელთა შორის ევროპული ბრინჯაოები ჰქონდა მოგებული, შარშან კი ჩეხეთში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი მონიჩბა!

ტანკისკენაა საქმე ზონაში
ჩანაწერი

ტანკისკენაა საქმე ზონაში

რუსეთის პრემიერ ლიგის კლუბმა პერმის „ამკარმა“ დიდხანს სიცოცხლე გვიბრძანა – პერმის მხარის ბიუჯეტში გუნდის საკვები ფული გათავდა და „ამკარი“ გუშინ ოფიციალურად გაუქმდა. 1994 წელს შექმნილი კლუბი 2004-დან პრემიერ ლიგაში იყო და ერთხელ  ( 2008 ) თასის ფინალსაც უწია. „ამკარის“ ნაცვლად პერმში „ზვეზდა“ -ს გააკეთებენ და მეორე დივიზიონში ითამაშებს. სანაღვლო ამ ამბავში ჩვენთვის არაფერია, „ამკარის“ ყოფილი...

უქართველოდ რაა კვიპროსი?!
ჩანაწერი

უქართველოდ რაა კვიპროსი?!

როგორც ირკვევა, ბექა მიქელთაძე კვიპროსული „ანორთოზისის“ ფეხბურთელი გახდება. შეთანხმება, შესაძლოა, უახლოეს კვირაშიც შედგეს. ინფორმაციას კვიპროსული საიტები ავრცელებენ. ქართველებისთვის ლამის მშობლიურ კლუბად ქცეულ „ანორთოზისში“ გუშინწინ გადავიდა ნიკა კაჭარავა, ახლა კი მეორე ქართველს ელიან. 3 ივნისს მიქელთაძემ ორი გოლი გაიტანა საქართველო-უელსის 21-წლამდელთა ნაკრებების დაპირისპირებაში (2:2), მეორე შეხვედრაში კი აღარ უთამაშია. მიქელთაძემ „ზესტაფონში“ დაიწყო კარიერა, მერე ოთხი წელი...

გზად ღრიალი გაატანეს
ჩანაწერი

გზად ღრიალი გაატანეს

ილქაი გუინდოგანი ლევერკუზენის „ბაიარენას” გასახდელში თავჩახრილი შეიძურწა. გულშემატკივარმა მას ობსტრუქცია მოუწყო. სტვენამ და ღრიანცელმა გერმანიის ნაკრების საუდის არაბეთთან 2:1 გამარჯვებაც გადაფარა. ხალხის რეაქციამ ძლიერ იმოქმედა ბუნდესმწვრთნელ იოაჰიმ ლიოვზეც. შეგახსენებთ, რომ ეს გახლდათ ამხანაგური, მოსამზადებელი მატჩი მსოფლიოს ჩემპიონატის წინ. მოგვიანებით, გუინდოგანმა „ტვიტერზე” გამოხატა თავისი დამოკიდებულება. მან დაწერა, რომ გულშემატკივრის სტვენის მიუხედავად ის მაინც მადლიერია, რომ გერმანიისთვის...

რუსეთისკენ როლინგ სტოუნზის თვითმფრინავით
ჩანაწერი

რუსეთისკენ როლინგ სტოუნზის თვითმფრინავით

აი, ნამდვილი როკენროლის სულისკვეთება: ლეო მესი და არგენტინის ნაკრები მსოფლიოს უდიდეს საფეხბურთო შოუზე, რომელსაც მსოფლიოს ჩემპიონატი ჰქვია, „როლინგ სტოუნის” კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდნენ. (I Can’t Get No) Satisfaction — აგერ უკვე 53 წელია მღერიან „როლინგები” და „სანი” ამ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილ სიმღერას მოხერხებულად აბამს მესის ამბავს. გაზეთი წერს, რუსეთში მას სწორედ მეტი satisfaction ანუ დაკმაყოფილება,...