ზაზას მონიჩბული ევროპა

Home სიახლეები ზაზას მონიჩბული ევროპა
ზაზას მონიჩბული ევროპა

კანოეთი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიოდა ამ წარმატებებისკენ.

24 წლის ქართველმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე სპრინტში ყველა მეტოქე უკან მოიტოვა!

ეს პირველი ქართული ოქროა სპორტის ამ სახეობაში.

აქამდე ზაზას სამჯერ 23-წლამდელთა შორის ევროპული ბრინჯაოები ჰქონდა მოგებული, შარშან კი ჩეხეთში მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლი მონიჩბა!