წელი: 2017

Home 2017
34!
ჩანაწერი

34!

დიდი წიოკია მოსალოდნელი დოპინგის გამო რუსულ ფეხბურთში. გრიგორი რადჩენკოვს აქვს  34 რუსი ფეხბურთელის – მათ შორის ნაკრების წევრები – სია, რომლებიც აკრძალულ პრეპარატებს იყენებდნენ და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზეც ითამაშეს. ვინაა გრიგორი მიხაილის ძე რადჩენკოვი? ეს გახლავთ 59 წლის ქიმიკოსი, რომელიც მოსკოვის ანტი-სადოპინგო ლაბორატორიას  თავკაცობდა (2005-2015) და თავად იყო ერთ-ერთი მათგანი, ვინც რუსი სპორტსმენების დოპინგიანი...

ტექნოლოგიები შტეფსელში, ესპანელებო!
ჩანაწერი

ტექნოლოგიები შტეფსელში, ესპანელებო!

შტეფსელი (Stöpsel) გერმანული სიტყვაა და კედელში ჩამაგრებულ იმ მოწყობილობას ნიშნავს, რომლის მეშვეობითაც გადასატან ელექტრო ხელსაწყოს ქსელში რთავენ. იგივეა, რაც როზეტი. ჰოდა, ვინაიდან ფეხბურთში ბოლოხანს შემოტანილი კარის ხაზის ტექნოლოგია გადასატანი ელექტრო ხელსაწყოა, კარგი იქნება ესპანეთის ლა ლიგაში მას შტეფსელში (იმავე როზეტში) თუ შეაერთებენ, თორემ მსოფლიოს ერთ ერთი — ან ერთ-ერთის გარეშე — ყველაზე ძლიერი ლიგა ვერ ხვდება გოლი...

გოლი, ნოდიას გოლი
ჩანაწერი

გოლი, ნოდიას გოლი

ძნელია, წერო ადამიანზე, რომელსაც თითქმის შენი ასაკის ტოლი საფეხბურთო კარიერა აქვს, რომლის თამაში არ გინახავს და შთაბეჭდილებას მხოლოდ მასზე წაკითხული და გაგონილი გიქმნის. მას ერთხელ უთქვამს, ყველაზე დიდი ბედნიერება ჩემთვის ის იქნება, თუკი მომავალ თაობებს გივი ნოდიას შესახებ რამე ეცოდინებათო. იციან, ბატონო გივი, მართლა იციან! სპორტს აქვს ერთი საუცხოო თვისება. იგი აფთიაქარის სიზუსტით აღნუსხავს როგორც...

როინ IV
ჩანაწერი

როინ IV

თბილისში, „დინამო არენაზე“, თბილისის „დინამოსთან“!…  ქუთაისის „ტორპედომ“ ქვეყნის ჩემპიონის მეოთხე ტიტული ყველაზე პრინციპულ და უხერხულ მეტოქესთან მოიპოვა. ამაზე დამსახურებული, ამაზე საამაყო და გასახარი, „ტორპედოსთვის“,  აბა, სხვა რა უნდა მომხდარიყო?! … და გმირი: ქუთაისელთა მეკარე და კაპიტანი როინ კვასხვაძე! საფინალო სასტვენამდე ორი წუთით ადრე მეტოქე ფორვარდის აუღებელი დარტყმულის ამღები და ბოლო წუთს პენალტის მომგერიებელი. ზეიმსა და...

ორგზის ოლიმპიური ბეჭზე დავდეთ
ჩანაწერი

ორგზის ოლიმპიური ბეჭზე დავდეთ

სატესტო შეჯახებაში აშშ-ის ნაკრების ძლევამ გული კი მოგვფხანა, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ ამერიკელებს ტიტულებით ბევრი ვერ დაეტოლება. იყო დრო, როცა რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაში შედიოდა და მაშინ ამ სახეობაში ჰეგემონი სწორედ აშშ იყო. 1920 წელს ამერიკის სარაგბო ნაკრები ჩემპიონი ბელგიურ ანტვერპენში გახდა და ტიტული ოთხი წლის შემდეგ, პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც დაიცვა… არაფერს ვაჭარბებთ, მაგრამ...

ვალენტინობა
ჩანაწერი

ვალენტინობა

ცამეტკაცა რაგბში იღბლის ბორბალი თხუთმეტკაცაზე ჩქარა ტრიალებს. ამ უკანასკნელში, თამაშის დამთავრებამდე 7 წუთით ადრე, ინგლისი რომ ტონგას 24:0-ს უგებდეს (3 ლელო + 3 გარდასახვა + ჯარიმა) და მატჩის მოგება სათუო გაუხდეს – უტოპიაა. ოკლენდში კი, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის ნახევარფინალში გასულმა ალბიონელებმა ნაკრების ისტორიაში ალბათ ყველაზე სათაკილო 7 წუთი ჩაატარეს და მხოლოდ ხსენებულ ბორბალს თუ...

შოკოლადები ლეო მესისთვის
ჩანაწერი

შოკოლადები ლეო მესისთვის

„მარკა“ მადრიდული გაზეთია. ითვლება, რომ ის „რეალის“ მხარდამჭერია, მაგრამ „ბარსელონას“ ვარსკვლავმა, ლეო მესიმ, „ოქროს ბუცის“ დაჯილდოვების ცერემონიალზე მას ინტერვიუ მისცა. გთავაზობთ, ამ საუბრის გადმოქართულებულ ვარიანტს. — თქვენ ბარსელონაში 13 წლისა, ენთუზიაზმით აღსავსე ჩამოხვედით. დღეს რა დარჩა იმ ბავშვისგან? — ცხადია, მას მერე დიდი დრო გავიდა და როგორც მოედანზე, ასევე მოედანს მიღმა უამრავი რამ მოხდა, მაგრამ...

Oh, my goal
ჩანაწერი

Oh, my goal

ნიუკასლის შესასვლელთან, ბორცვზე, დაახლოებით 50-მეტრი სიმაღლის მონუმენტია. ერთი შეხედვით , დიდი არაფერი, მარტივი კონსტრუქციაა, რომელსაც ფერიც ჟანგისა დაჰკრავს… რამდენიმე წლის წინ კი იმ ბორცვზე ასეთი რამ მოხდა: „ნიუკასლის“ ფანებმა კლუბის 50-მეტრიანი მაისურა შეკერეს, უკანა მხარეს ციფრი „9“ და „GOD“ მიაწერეს და მონუმენტს ჩამოაცვეს. განმარტება საჭირო აღარაა, ალბათ, კარგად იცით, „ნიუკასლის“ ცხრანომრიანი მაისურა ვის ეკუთვნის. ნიუკასლელ...

კატალონიური ამბავი: აბიდალი გვარდიოლას  ბავშვია ?
ჩანაწერი

კატალონიური ამბავი: აბიდალი გვარდიოლას  ბავშვია ?

„ბარსელონას“  ყოფილმა ფეხბურთელმა ერიკ აბიდალმა რადიო „EUROPE 1”- თან ინტერვიუში ძველი ამბავი გაიხსენა, რომელიც ხოსეპ გვარდიოლას მწვრთნელობისას აშშ-ში, სეზონის წინა შეკრებისას მოხდა. გვარდიოლას აბიდალისთვის უთქვამს, ტიერი ანრის ფრანგულად ნუ ელაპარაკები, ესპანურად ისაუბრეთო, რაზეც ასეთი პასუხი მიიღო: „ ჯერ ერთი, ეგრე ნუ მელაპარაკები, ბავშვი არ ვარ, და მეორე – თუ მე ანრისთან ფრანგულად საუბარს მიკრძალავ, კატალონიელი...

აბა, ვინ გააფრთხილეს ყველაზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში?
ჩანაწერი

აბა, ვინ გააფრთხილეს ყველაზე მეტჯერ ჩემპიონთა ლიგაში?

შვედმა თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, რომელიც უკვე 36 წლისაა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ისტორიის კარი შეაღო — გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ევროპის პრესტიჟულ საკლუბო შეჯიბრებაში შვიდი სხვადასხვა გუნდის სახელით ითამაშა. იბრაჰიმოვიჩმა ეს რეკორდი „მანჩესტერ იუნაიტედის“ შემადგენლობაში, „ბაზელთან“ შეხვედრის დროს დაამყარა. წინა ექვსი გუნდი იყო: „პარი სენ ჟერმენი“, „ბარსელონა“, „მილანი“, „ინტერი“, „იუვენტუსი“ და „აიაქსი“. შვედის...