აღარ ვაკაკუნებთ! ვაბრახუნებთ! გაგვიღეთ ექვსი ერი! მეტი რა ვქნათ? ვიღას მოვუგოთ, რომ რაგბის მამებმა დააფასონ ქართველების წვლილი საერთაშორისო რაგბში?! სწორედაც წვლილი, რადგან სხვებისთვის თუ ეს პროფესიაა, ჩვენი ბიჭებისთვის უკვე ცხოვრების წესია. აშშ მაგარი გუნდია, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი. სულ რეიტინგის ოცეულშია, მეორე ტაიმში მოგვეძალა, მაგრამ ვერკი გვძლია. მეთექვსმეტე მოთამაშესაც მადლობა – თითქმის სავსე „მიხეილ მესხმა“ ჩვენს...
წელი: 2017
მესის ახალი კონტრაქტი
ლეო მესის “ბარსელონაში” დარჩენისა და კონტრაქტის განახლების ამბავს ერთადერთი რამ აკლდა, დამადასტურებელი, ოფიციალური ფოტო და აი ისიც: “ბლაუგრანას” ლიდერი კლუბის პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუსთან ერთად! ბარტომეუმ გასულ ზაფხულს თქვა, რომ მესისთან პირობები შეთანხმებულია, მაგრამ ხალხის ბუნება მოგეხსენებათ, გულშემატკივარს დასტური, ხელმოწერის ოფიციალური მტკიცებულება სჭირდებოდა. დღეს, კატალონიურმა კლუბმა ოფიციალურად განაცხადა, რომ არგენტინელის გამოსასყიდი თანხა 700 მილიონი ევროა,...
საქართველომ ახლებურად წააგო
მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა წაგებით დაიწყო. ტრავმებისა თუ სხვა მიზეზების გამო ჩვენები გერმანიის ქალაქ ქემნიცს მასპინძლებთან სათამაშოდ რამდენიმე წამყვანი კალათბურთელის გარეშე ესტუმრნენ. სამი მეოთხედი თამაში ქულა ქულაში მიდიოდა, თუმც ბოლოს გერმანელებმა იძალეს და მნიშვნელოვნად გაახლებულ ჩვენს გუნდს 19:9 აჯობეს. ბოლო მეოთხედამდე საქართველო 61:60 იგებდა, ჯამში კი 79:70 დამარცხდა. საქართველოს სხვაობის შემცირებაც შეეძლო,...
ვინ ფიქრობს კანკავაზე?
ჯაბა კანკავა რამდენიმე თვის წინ სანაკრებო კარიერას ამთავრებდა. გადაიფიქრა თუ გადააფიქრებინეს, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. ის ვიცით, რომ ამთავრებდა და სხვათაშორის, ამის შესახებ ლევან კობიაშვილმაც თქვა. ამასობაში კი კანკავა ყაზახეთის „ტობოლში“ გადავიდა. მოგვწონს ეს, ან ეკადრება თუ არა ჯაბას კოსტანაის კლუბი, სხვა ამბავია. ჩვენს მოწონებაზე მეტად, ეს თვითონ ფეხბურთელს უნდა მოეწონოს და რადგან იქ...
რობინიო ქალს უარობს
„მილანის“ ყოფილ ფეხბურთელ რობინიოს მილანის სასამართლომ გაუპატიურებისთვის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გასულ ხუთშაბათს გამართულ პროცესზე პროკურორმა 10 წლიანი პატიმრობა მოითხოვა ბრაზილიელისთვის, მოსამართლემ კი 9 გადაწყვიტა. „ატლეტიკო მინეიროს“ ფეხბურთელმა განაჩენის შესახებ იმ დრო შეიტყო, როცა ვარჯიშზე მიდიოდა. რობინიო უარყოფს ბრალდებას და სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. მისი ადვოკატები საამისოდ ქაღალდებს უკვე აგროვებენ. კლუბი თავს იკავებს კომენტარებისგან,...
ბიჭი ნაგავსაყრელიდან — ნეიმარის ისტორია
ინგლისური “სანის” წერილი ნეიმარის შესახებ ასეთი სიტყვებით იწყება: “ჩვენ ნულიდან არ დაგვიწყია, ჩვენ… მინუს ხუთიდან დავიწყეთ”. უფროსი ნეიმარი ვაჟს ისეთ სიღარიბეში ზრდიდა, რომ იმ ცხოვრების რამენაირად დაკავშირება უმცროსი ნეიმარის დღევანდელ პარიზულ ყოფასთან საოცარ ფანტაზიას მოითხოვს. ნუთუ ეს ერთი და იგივე ხალხია? არადა, ფაქტია, რომ ასეა: ბრაზილიელი “პარი სენ ჟერმენმა” “ბარსელონასგან” 220 მილიონ ევროდ იყიდა და...
მესის მეოთხე “ოქროს ბუცი”
ლეო მესი მეოთხედ დააჯილდოეს “ოქროს ბუცით”. ამჯერად არგენტინელმა ჯილდო გასულ სეზონში, “ბარსელონას” შემადგენლობაში გატანილი 37 გოლის გამო მიიღო. ამრიგად, მესი “ოქროს ბუცების” რაოდენობით დაეწია კრიშტიანუ რონალდუს და რეკორდის თანამფლობელი გახდა. დაჯილდოების ცერემონიალს თანაგუნდელთაგან ესწრებოდნენ ანდრეს ინიესტა, სერხიო ბუსკეტსი და ლუის სუარესი. დარბაზში იყვნენ ვარსკვლავის მეუღლე ანტონელა რაკუცო, მათი უფროსი ვაჟი ტიაგო, ლეოს მამა, ხორხე და შუათანა...
ლოტკინიდან ატლეტიკოს კარამდე
ინტერნეტში ქექვა სპორტული ჟურნალისტის სამუშაოს ნაწილია და რამდენად სასიამოვნოა, როცა სადმე უცხოეთში მოღვაწე შენიანის შესახებ ინფორმაციას გადააწყდები. მერე ეს სიხარული გააორმაგეთ, რადგან საქმე მადრიდის „რეალის“ ფარმკლუბში მოთამაშე ქართველ ბიჭს ეხება. თბილისი პატარაა და ცოტა ხანში მინიმალურად საკმარი ინფორმაცია-კონტაქტიც მზად იყო. ლოტკინზე გაზრდილმა ბიჭმა გზა მადრიდამდე გაიკვალა და დანარჩენი თვითონ გიო სირაძემ თქვას: – ფეხბურთის თამაში...
“აუდიმ” ისევ ჩამოარიგა
“რეალის” თოთხმეტმა ვარსკვლავმა “აუდისგან” საჩუქრად ძვირი ავტომობილები მიიღო. ყველაზე ზეპური მანქანა კრიშტიანუ რონალდუს ერგო. მოგეხსენებათ, გერმანული საავტომობილო კონცერნი ესპანეთის ჩემპიონისა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელის სპონსორია და ფეხბურთელებს ხშირად ჩუქნის ახალ მანქანებს. რონალდუს რომელმაც ამ დღეებში ერთ-ერთი თავისივე რეკორდი მოხსნა, RS7-ის სპორტული ვერსია ხვდა. რეკორდი კი ასეთია: სამშაბათს მადრიდელებმა “აპოელთან” 6:0 გაიმარჯვეს, ექვსიდან ორი პორტუგალიელმა გაიტანა,...
ციხეს რად უნდა რკინის კარები…
“ბარსელონას” ყოფილი პრეზიდენტი სანდრო როსელი ციხეშია, ხოლო საქმის გაჭიანურებული განხილვა მის ოჯახზე გამანადგურებლად მოქმედებს. როსელი მიმდინარე წლის 23 მაისს დაიჭირეს, მის საბანკო ანგარიშებს კი ყადაღა დაადეს. შედეგად, “ბლაუგრანას” 2010-2014 წლების შეფის ცოლ-შვილი ახლობლების კმაყოფაზე აღმოჩნდა. როსელის ვექილი პაუ მოლინსი ამბობს: “ციხეში გატარებული ექვსი თვე პატიმრის ოჯახისთვის დრამაა. ჩემს კლიენტს ყველა ანგარიში გაუყინეს. მის ცოლ-შვილს სხვები...









