წელი: 2017

Home 2017
ყველგანმავალი მახათი
ჩანაწერი

ყველგანმავალი მახათი

რა აკეთოს უსაქმოდ დარჩენილმა 36  წლის კაცმა  თუ სეზონის ბოლომდე ფეხბურთიდან  გააძევეს?  ქომაგის  ჩაწიხვლისთვის  „მარსელიდან“  მოკვეთილმა პატრის ევრამ საუცხოო გამოსავალი მოძებნა – ფორმის შესანარჩუნებლად  „ჯიპი“ ჩაიბა, მის სახურავზე ფიზმომზადების მწვრთნელი შესვა და ასე მხიარულად,  „ჯიპის“ თრევით ვარჯიშობს. „ცხოვრება ზოგჯერ შეიძლება მძიმე გეჩვენოს, მაგრამ ღიმილი  უნდა შეინარჩუნო“ – თქვა ფრანგმა, რომელიც უეფამაც დასაჯა და 2018 წლის...

ბიელსა გიჟია და თავისი პრინციპები აქვს!
ჩანაწერი

ბიელსა გიჟია და თავისი პრინციპები აქვს!

62 წლის არგენტინელი მწვრთნელი, “ელ ლოკოდ” ანუ გიჟად წოდებული მარსელო ბიელსა, რომელსაც თვით პეპ გვარდიოლა და მაურისიო პოჩეტინიო თავიანთ მასწავლებლად და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს სპეციალისტად მიიჩნევენ, მოგეხსენებათ, ფრანგულ “ლილს” უდგას სათავეში. “ლილი” 2010-11 წლების სეზონში, რუდი გარსიას ხელმძღვანელობით საფრანგეთის ჩემპიონი გახდა, დღეს კი, ბიელსას მე-19 ადგილზე ჰყავს და შესაძლოა “ლიგა 1”-დან გავარდეს. “ელ ლოკოს” სამსახურიც,...

შვიდი გოგო ნამდვილად შეუცდენია
ჩანაწერი

შვიდი გოგო ნამდვილად შეუცდენია

აშშ-ის ტანმოვარჯიშეთა ნაკრების ყოფილი ექიმი ლარი ნასარი სქესობრივი ძალადობის შვიდ ეპიზოდში ცნეს დამნაშავედ. როგორც ირკვევა, მიჩიგანის უნივერსიტეტის დოქტორი თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობით სარგებლობდა და ყველგან, სადაც ხელი მიუწვდებოდა (განსაკუთრებით კი ტანმოვარჯიშეთა გუნდში), გოგოებს აცდუნებდა. ახლა, 54 წლის ნასარს შეიძლება 25 წელი მიუსაჯონ, თუმცა არც სამუდამო პატიმრობაა გამორიცხული. ბრალდებულმა თქვა: “ვწუხვარ, რომ ყველაფერი დაემსგავსა ასანთის გაკვრას, რომელმაც...

ღორობა ღორობის პასუხად
ჩანაწერი

ღორობა ღორობის პასუხად

ბრიუსელში, “კონსტანტ ვანდენ სტოკზე” გერმანიიდან ჩასულმა ფანებმა მოედანზე ხელოვნური ფული ყარეს. ინგლისელ მსაჯ ენტონი ტეილორს მოედნის კიდის ნაგვისგან გაწმენდა თავისი ხელითაც კი  მოუხდა, ხოლო ტრიბუნაზე გამოფენილი იყო დიდი პლაკატი, რომელზეც ეწერა: “ბოლოს და ბოლოს დაკმაყოფილდით, ხარბებო?… 100€” ეს ამბავი ჩემპიონთა ლიგის B ჯგუფის მეხუთე ტურის შეხვედრის დროს მოხდა. სტუმარმა “ბაიერნმა” მასპინძელ “ანდერლეხტს” 2:1 მოუგო, გულშემატკივრის...

ცოტაცა, ცოტაცა
ჩანაწერი

ცოტაცა, ცოტაცა

შემოდგომის ტესტების ორი თამაში გადავლილია და საქართველო გამოჩნდა ხმაურით მსოფლიო გაზეთების სარაგბო ფურცლებზე. ამბავი არა მხოლოდ კანადის ბევრლელოიან ძლევასა და სოსო მათიაშვილის გაქროლებასა და ნახტომშია, არამედ, უფრო ისაა, რომ საქართველოს უელსთან  უკვე დამთავრებულ დროში ხაზთან ახლო ჯარიმით და, შესაბამისად, შერკინების მოთხოვნით და მიწოლით, ფრეს საშუალება გაუჩნდა. რახან მანამდე  ჩვენებმა უელსი ოხრად დაარჩინეს შერკინებებში, ამ ბოლო...

სიუზანის ნოსტალგია…
ჩანაწერი

სიუზანის ნოსტალგია…

თავის ფეისბუქ გვერდზე ქალთა მსოფლიოს ექსჩემპიონი სიუზან (ჟუჟა) პოლგარი ძველ კეთილ დროს იხსენებს, როცა მალიორკაზე, 2004 წლის 36-ე საჭადრაკო ოლიმპიადის მსვლელობისას მაია ჩიბურდანიძეს შეხვდა და ღირსეულ ბრძოლაში მოუგო. დები პოლგარების ტრიოდან უფროსის მიერ ატვირთულ ფოტოზე ჩანს ნონა გაფრინდაშვილიც, რომელიც ქართველის და უნგრელის პარტიას ყურადღებით ადევნებს თვალს. უნგრელი მოჭადრაკე თავის პოსტში ქართველი ჩემპიონების მიმართ კომპლიმენტებს არ...

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ეს რა გავიგე, ჩაწყობილი ყოფილაო. რა ყოფილა ჩაწყობილიო? მსოფლიო ჩემპიონატის ფინალი ჩაწყობილი ყოფილაო? ვინ თქვა? მთელმა შეგნებულმა ქართველობამ. ვის აუღია ფულიო? ბრაზილიისთვის უთქვამთ, ჩვენ უნდა მოგვცეთო, თორემ ყოფას გიტირებთო, რონალდო უარზე ყოფილა და ძალით ავად გაუხდიათ. სისულელეა. რატომ არის სისულელე, ბრაზილიის მომგები ვინ იყო? ჩამოთვლა მეზარება. ეგ კი არა, წინა შაბათს „რეალი“ – „ბარსაც“ ჩაწყობილი...

სასწაულმოქმედ სევილიელთა მწვრთნელი მძიმედ ავად ყოფილა
ჩანაწერი

სასწაულმოქმედ სევილიელთა მწვრთნელი მძიმედ ავად ყოფილა

“სევილიას” ფეხბურთელები ახალმა ამბავმა დაზაფრა: მათ არგენტინელ მწვრთნელს, 48 წლის ედუარდო ბერისოს პროსტატის კიბო ჰქონია და ოპერაციის თარიღიც უკვე დანიშნული ყოფილა. სწორედ ამიტომ ზეიმობდნენ წუხელ, ჩემპიონთა ლიგის E ჯგუფის შეხვედრაში სევილიელი ფეხბურთელები “ლივერპულის” კარში გატანილ ყოველ გოლს განსაკუთრებით, მწვრთნელთან ერთად, ევერ ბანეგამ კი მატჩისშემდგომ ინტერვიუში საგანგებო სიტყვებიც თქვა: “გიჟური თამაში გამოვიდა. შესვენებისას (“სევილია” 0:3-ს აგებდა,...

წართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი
ჩანაწერი

წართმეული ოლიმპიადა და გრძელი მოსახვევი

მაია აზარაშვილის ტალანტი ადრიდანვე შენიშნეს. 18 წლის გოგონა სსრკ-ის უსწრაფეს მორბენლებთან ერთად ლოს-ანჯელესის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, თუმც პოლიტიკამ სპორტს აჯობა და ვერ წავიდა. მერე მაინც იყო ოლიმპიური კვარცხლბეკი და სხვა ბევრი დიდებული გარბენი – ბევრი მოსახვევი, რომელიც მაია აზარაშვილმა ღირსეულად გაიარა, დღეს კი ჩვენი სტუმარია და ძველ ამბებთან ერთად, ერთი ახალი ამბავიც გვითხრა… – ქალბატონო მაია,...

ჩაჩაკელებო, ჩავუსხდეთ სუბოტიცაში ?
ჩანაწერი

ჩაჩაკელებო, ჩავუსხდეთ სუბოტიცაში ?

სერბეთის სუპერლიგის მატჩში სუპერ საპროტესტო აქცია გამართა ჩაჩაკის „ბორაცმა“. გასულ კვირას სტუმრად სუბოტიცას „სპარტაკთან“ შეხვედრის პირველ ტაიმში ჩაჩაკელები იგებდნენ  (1:0) და მსაჯმა ტაიმის ბოლოს მასპინძლების სასარგებლოდ საეჭვო პენალტი დანიშნა. „ბორაცის“ ფეხბურთელები მსაჯს აუჯანყდნენ და სასტვენის მბრძანებელმა პასუხად ორი კაცი გაუძევა, „სპარტაკმა“ კი პენალტით გაათანაბრა. 9 კაცით დარჩენილი სტუმრები ჯერ თამაშის გაგრძელებას უარობდნენ, მაგრამ მეორე ტაიმში...