დიდი სიხარულია რუსთავში. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგა ერთის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქვემოქართლელებმა საშინაო სარბიელზე „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლეს და დათა სიჭინავას და ზაზა ციცქიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხეს. „რუსთავმა“ მთელი სეზონი სტაბილურად, დამაჯერებლად ჩაატარა და შედეგად დამსახურებულად მოიპოვა ლიგა ორის ჩემპიონობა. 30 გატანილი ბურთით ამაში დიდი წვლილი დათა სიჭინავამ...
წელი: 2017
ზუროსის მსოფლიო ქემნიცით იწყება
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრების მწვრთნელმა ილიას ზუროსმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომელსაც მსოფლიო 2019 ჩემპიონატის ორი უახლოესი შესარჩევი მატჩისთვის იახლებს. შეგახსენებთ, ჩვენები 24 ნოემბერს გერნამიის ქალაქ ქემნიცში მასპინძლებს შეხვდებიან, 27 – ში კი ბელგრადში, სერბებს. მანუჩარ მარკოიშვილი (196 სმ, რეჯიო ემილია, იტალია), მაიკლ დიქსონი (186, სტრასბური), გოგა ბითაძე (211, მეგა ბიმაქსი, სერბეთი), ნიკა ცქიტიშვილი (213, უგუნდოდ), მერაბ...
მისტერ ბუნგუს სამეზობლო
ჩვენი ქვეყნის ამბავი ისეთია, რომ საზოგადო საქმეზე თავგადადებულ ხალხს ახირებულ ვინმეებს ეძახიან. აი, კაცი თუ გადაწყვეტს, ჩემი გამორჩენისთვის კი არა, ხალხისთვის უნდა გავაკეთო რამე და დახმარება მჭირდებაო, ასეთ დროს ორგვარად ფიქრობენ: ამბობენ, გიჟიაო, ან თუ გიჟი არ არის, რაღაც გამორჩენას მოელის, თორემ ისე როგორ შეეჭიდებოდა ასეთ საქმესო. ახირებულები კი, თუ გამორჩენას ელიან, მხოლოდ საქვეყნოს. აი,...
იტალიურმა ფეხბურთმა თავი დაკარგა
ჯანპიერო ვენტურას შემდეგ კარლო ტავეკიოც – იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი დაკავებული თანამდებობიდან გადადგა, რითაც ნაწილობრივ აიღო პასუხისმგებლობა „სკუადრა აძურას“ მსოფლიოს ჩემპიონატს მიღმა დარჩენაზე, რაც აქამდე 58 წლის განმავლობაში არ მომხდარა. იტალიური მედია აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს ციტირებს: „მე მივდივარ, რადგან დავმარცხდი. ბოდიშს ვუხდი ყველა იტალიელს“. იტალიის ნაკრების მწვრთნელი ჯანპიერო ვენტურა პოსტიდან 15 ნოემბერს დაითხოვეს....
თითი სადმე სხვაგან წაიღეო 🎥
დღეს, “ტოტენჰემ ჰოთსპური” ჩემპიონთა ლიგის მატჩს დორტმუნდში თამაშობს. ასეთი დონის შეხვედრებში მწვრთნელებზე, ცხადია, ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვინ რას მოიფიქრებს და მოიმოქმედებს საღამოს გამოჩნდება, მანამდე კი ერთადერთი რაც ვიცით ის არის, რომ მაურიციო პოჩეტინიომ დელე ალის პერსონალური დავალება მისცა: თითები სადმე დამალოს. საქმე ის არის, რომ დღევანდელი შეხვედრის მსაჯი გახლავთ ფრანგი კლემენტ ტურპენი, რომელიც სექტემბერში...
დღეს მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება
ზუსტად ხუთ წელიწადში, 21 ნოემბერს, ყატარში მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყება. წესით უნდა დაიწყოს. ორგანიზატორები გვპირდებიან დაიწყებაო. სკანდალი კი იცოცხლე, იმდენია. ყატარსა და ფიფას კორუფციულ გარიგებაში სდებენ ბრალს (აბა, მსოფლიოს ჩემპიონატს არაბეთის ნახევარკუნძულზე რა უნდოდაო), სტადიონებს იაფფასიან მიგრანტ მუშებს აშენებინებენო და ასე დაუსრულებლად. მოკლედ, ყველაფერი საეჭვო თუ არა, უცნაური ნამდვილად არის. იმაზე, რომ შეჯიბრების ზაფხულიდან ზამთარში გადატანა...
შემზარავი ამბავი
რა სხვაობაა კრიშტიანუ რონალდუს და იუია ოსაკოს შორის ? რონალდუ წლიურად 30 მილიონამდე ჯამაგირს იჯიბავს, ხოლო „კიოლნის“ იაპონელი ფორვარდი, ალბათ, ამის მეათედსაც ვერა. საერთო რაღა აქვთ? ორივემ ამ სეზონში თითო გოლი გაიტანა. რონალდუ და ბენზემა ადრე თუ მეტოქეებს სცემდნენ შიშის ზარს, ახლა მწვრთნელი ზინედინ ზიდანი, პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი და „რეალის“ ქომაგები არიან თავზარდაცემულნი. ორივემ ერთად...
იანა ნოვოტნა გარდაიცვალა
ავადმყოფობა უფრო ძლიერი გამოდგა – 49 წლის ასაკში ჩეხი ჩოგბურთელი, მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი იანა ნოვოტნა გარდაიცვალა. სპორტსმენი წლების განმავლობაში სიმსივნეს ებრძოდა. ქალ ჩოგბურთელთა ასოციაციის საიტზე წერია, რომ ნოვოტნა ოჯახის წევრების გარემოცვაში გარდაიცვალა. ასოციაციის პრეზიდენტმა სტივ საიმონმა კი დაწერა, რომ იანა ნოვოტნა სამაგალითო იყო კორტზეც და მის მიღმაც. იანა ნოვოტნას ანგარიშზე სამი ოლიმპიური მედალია, 1998...
სამოური ფახა-ფუხი
მიყივლა ენამ და ახალი ზელანდია, ფიჯისთან 2:4 წაგების შემდეგ, ლიგის რაგბის მსოფლიო თასის მეოთხედფინალიდან გამოვარდა. რაგბში ფეხბურთის ანგარიში ძვირად თუ დაჯდება და უფრო ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გუნდების დაპირისპირებისას ამოტივტივდება. ეს ფეხმარდი სამხრეთელები რამ გააშეშა, ვერ გეტყვით, ალბათ, ზელანდიელთაგან თვითშეფასების დეფიციტმა და “ფიჯი ბატის” (მელანეზიელთა ნიკია) მხრიდან გამარჯვების მომეტებულმა წყურვილმა, რომელიც ხშირად დათვურ სამსახურს უწევს მოთამაშეებს. ტონგასთან...
გრიშამ თხლიშა
გრიგორი – იგივე გრიშა – დიმიტროვმა კარიერაში ყველაზე წარმატებული სეზონი ცხოვრების უდიდესი გამარჯვებით დააგვირგვინა. 26 წლის ბულგარელმა ლონდონში დასრულებული წლის შემაჯამებელი რვაკაცა ტურნირის ფინალში თავის კბილა ბელგიელ დავიდ გოფენს დაძაბულ სამსეტიან შეხლაში 7-5 4-6 6-3 სძლია და სეზონის მეოთხე, ხოლო კარიერის მერვე ტიტულს დაეუფლა. ის გახდა პირველი მეჩოგნე 1998 წლის შემდეგ და მეექვსე ისტორიაში, რომელმაც...









