დიდი სიხარულია რუსთავში. ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე ვარლამ კილასონიას გაწვრთნილმა გუნდმა ეროვნული ლიგა ერთის საგზური მოიპოვა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქვემოქართლელებმა საშინაო სარბიელზე „ვიტ ჯორჯიას“ უმასპინძლეს და დათა სიჭინავას და ზაზა ციცქიშვილის გოლებით 2:0 დაამარცხეს. „რუსთავმა“ მთელი სეზონი სტაბილურად, დამაჯერებლად ჩაატარა და შედეგად დამსახურებულად მოიპოვა ლიგა ორის ჩემპიონობა.
30 გატანილი ბურთით ამაში დიდი წვლილი დათა სიჭინავამ დაიდო, მაგრამ წარმატების მთავარი შემოქმედი ვარლამ კილასონია გახლავთ, ვინაც, უკვე მეორედ მოახერხა გუნდის ზედა ეშელონში აღზევება. თავის დროზე კილასონიას, მანამდე გასავარდნად განწირული გუნდი ორჯერ უმაღლეს ლიგაშიც დაუტოვებია, 2009 წელს კი მართლაც ფურორი მოახდინა, როცა შვიდი ტურის შემდეგ ჩაიბარა სამქულიანი და ბოლოადგილოსანი „რუსთავი“, სეზონი კი მესამე ადგილზე დაასრულა და გუნდს ევროპალიგის საგზური მოუტანა…
სამიათასამდე გულშემატკივართან ერთად გუნდის წარმატება რუსთავის ახლადარჩეულმა მერმა ირაკლი ტაბაღუამ და ქალაქის საკრებულოს წევრებმაც იზეიმეს… საახალსეზონოდ რუსთაველებს, ცხადია, მათი თანადგომის იმედიც აქვთ.
ავტორის პროფილი
- პაატა კვანტალიანი „სარბიელით“, მეგობრობით, ერთგულებით და „ლივერპულით“ გაჟღენთილიი პროფესიონალია. YNWA (შენ არასდროს ივლი მარტო) - ეს პაატას დევიზია!
უახლესი პოსტები
მთავარი ამბავი05/08/2026 | 09:45ბარსელონა ატლეტიკოს უტევს
აქეთურ-იქითური05/08/2026 | 08:48სობოსლაი: ლივერპულში კონფლიქტი არ ყოფილა
მთავარი ამბავი04/08/2026 | 17:28ოფიციალურად: საზონოვი ხეტაფეს ფეხბურთელია!
აქეთურ-იქითური04/08/2026 | 07:34ჩეფერინი შეეცდება ალ-ხელაიფი ფიფას პრეზიდენტობაზე დაიყოლიოს
