წელი: 2017

Home 2017
ქარი ქრის? ქარი ქრის? ქარი ქრის? 🎥
ჩანაწერი

ქარი ქრის? ქარი ქრის? ქარი ქრის? 🎥

ეს იყო საფრანგეთში. 1997 წელს. არაოფიციალურ ტურნირზე, რომელსაც სახელიც მარტივი დაარქვეს: “ტურნუა დე ფრანს”. მასპინძლების გარდა მონაწილეობდნენ იტალიის, ინგლისისა და ბრაზილიის ნაკრებები. “ტურნუას” მიზანი 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მომზადება გახლდათ. 98-ის მუნდიალი იქვე, საფრანგეთში უნდა ჩატარებულიყო. “ტურნუას” ჩემპიონი გახდა ინგლისი, მეორეზე გავიდა ბრაზილია, მესამეზე საფრანგეთი და მეოთხეზე “სკუადრა აძურა”, მაგრამ თუ ვიტყვით, რომ ამ შეჯიბრებიდან...

ქუთაისური ამბავი დინამოზე
ჩანაწერი

ქუთაისური ამბავი დინამოზე

ძველი ამბავი კი არის, მაგრამ მაინც კარგად მახსოვს. იურგენ კლინსმანს რომელიღაც გერმანულმა გამოცემამ ჩამოართვა ინტერვიუ და ასეთი კითხვაც კი დაუსვა:  თბილისის „დინამოში“ გადასვლას ხომ არ აპირებთო. ეს მაშინ იყო, კლინსმანმა „შტუტგარტის“ შემდეგ მილანის „ინტერში“, „მონაკოში“ და „ტოტენჰემში“ რომ ითამაშა, ქვეყნის ჩემპიონი  ვერც გერმანიაში გახდა და  ვერც იტალია-საფრანგეთ-ინგლისში, „დინამო“ კი იმ დროისთვის საქართველოს უცვლელი ჩემპიონი გახლდათ....

სად, ვის, რას…
ჩანაწერი

სად, ვის, რას…

გასულ კვირას „ოქროს მატჩზე“ მისული ხალხი გაკვირვებული დარჩა – საქართველოს ჩემპიონისთვის განკუთვნილი ახალი ჯილდო ძალიან წააგავდა გერმანული ბუნდესლიგის „ვერცხლის სასალათეს“. მალევე  გავიგეთ, რომ ეს ახალი ნაკეთობა ჩემპიონის ფარი ყოფილა, რომელიც ძველი ხევსურული ფარის დეტალებს იმეორებს. ეროვნული ლიგის ვებ-გვერდის ცნობით, ხევსურული ფარი გარდა დაცვისა, შეტევაშიც იმავე წარმატებით გამოიყენებოდა. ამ ფუნქციით ის ძალიან წააგავს ფეხბურთს და ზოგადად...

იყიდება მარადონა გაზზე
ჩანაწერი

იყიდება მარადონა გაზზე

კარგად მოიჩხრიკეთ ჯიბეები და ზედმეტი 300 ათასი არგენტინული პესო  ან 17 000 დოლარი თუ მოგეძევებათ, შეგიძლიათ იყიდოთ 1986 წლის „ფორდ სიერა X4“, რომელიც მარადონას მამას, დონ დიეგო მარადონას ეკუთვნოდა. უძრავ-მოძრავი ქონების არგენტინულ საიტზე მავანმა „მირკომ“ გასაყიდად გამოიტანა  1986-წლის გამოშვების „ფორდი“. ირკვევა, რომ დონ დიეგოს ავტომანქანა 1986 წლის 2 თებერვალს უყიდია. იმავე წლის ზაფხულში მისმა გენიოსმა...

რეცეპტი: შარდში გავურიოთ დოპინგი…
ჩანაწერი

რეცეპტი: შარდში გავურიოთ დოპინგი…

რუსეთის სპორტში დოპინგის გამო გახურებული სკანდალი მთავრობის ჰალსტუხიანებსაც მისწვდა. რუსეთის ვიცე-პრემიერს და საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტ ვიტალი მუტკოს ხელი დაადეს – პირადად ითხოვდა ერთი უკრაინელი სპორტსმენის შარდში დოპინგის გარევასო, თქვა გრიგორი რადჩენკოვმის ვექილმა ჯიმ უოლდენმა. შეგახსენებთ, რომ რადჩენკოვი იყო მოსკოვის ანტი-სადოპონგო ცენტრის უსტაბაში. 2015 წელს დოპინგ სკანდალის აგორების შემდეგ აშშ-ში გადაიხვეწა, დღემდე იქ იმალება და ოკეანის...

არავითარ შემთხვევაში არ გენტინა!
ჩანაწერი

არავითარ შემთხვევაში არ გენტინა!

არგენტინაში, პრიმერა დივიზიონის შეხვედრის დროს, „ატლეტიკო პატრონატოს“ ხულიგან ფანებს ტრიბუნაზე მსხდომი ჩვეულებრივი ბავშვები მოწინააღმდეგე გუნდის, „უნიონ სანტა ფეს“ გულშემატკივრები ეგონათ და დანებით დაესხნენ თავს. შედეგად, 10-15 წლის რვა ბავშვი და მათი თანმხლები უფროსი საავადმყოფოში მოხვდნენ. დაზარალებულები ბავშვთა გუნდიდან, „დეპორტივო სტრობელიდან“ იყვნენ. ისინი სტადიონზე დიდი ფეხბურთის სანახავად ადგილობრივმა მთავრობამ დაპატიჟა. ცოდვის ტრიალი კი მაშინ დაიწყო, როდესაც...

სკორპიონსი საქართველოს ნაცვლად…
ჩანაწერი

სკორპიონსი საქართველოს ნაცვლად…

სერბები იმთავითვე ფავორიტად რომ ითვლებოდნენ, მგონი ეს ახალი არავისთვის უნდა იყოს. არც სერბები აკეთებენ რამეს მოსაჩვენებლად, პირდაპირ ამბობდნენ, კარგად მოგიგებთო. 20-30 ქულიან სხვაობას ფიქრობდნენ, თუმცა მაგრად კი ვეწინააღმდეგებოდი… „ალექსანდრ ნიკოლიჩის“ დარბაზში სერბ მეგობრებთან ერთად გახლდით და ჩვენი კალათბურთელების მსგავსად, პირველი ტაიმის მიმდინარეობისას, თანმხლებნი მეც გვარიანად მყავდა შევიწროვებული, მაგრამ… განახლდა შესვენების შემდეგ თამაში და ცალკე საქართველოს...

ტორპედო, დეიმატე მაგი !
ჩანაწერი

ტორპედო, დეიმატე მაგი !

საქართველოში, მატჩისას თუ მატჩის შემდეგ მოედანზე შევარდნილი ბავშვები აღარავის უკვირს. ზოგი ნიძლავზე შერბის, ზოგი მაისურისთვის, ზოგიც ალბათ, სტიუარდებთან დაჭერობანას სათამაშოდ. ერთი ქართველი გერმანელ ბასტიან შვაინშტაიგერს ფეხებშიც კი ჩაუვარდა… „დინამო“ – „ტორპედოს“ საჩემპიონო თამაში კი რამდენიმე წუთის დამთავრებული იქნებოდა, როცა 10-12  წლის ბიჭი შეიჭრა მინდორზე და სტიუარდებთან დაჭერობანა გააჩაღა. ისე ყოჩაღად უსხლტებოდა სამ კაცს, როგორც ჩარლი...

გოლი, რომელიც მატჩის დაწყებამდე ვნახე
ჩანაწერი

გოლი, რომელიც მატჩის დაწყებამდე ვნახე

ჯაბა კანკავა ყაზახეთში წავიდა სათამაშოდ… დამენანა… იქამდე ვაკო ყაზაიშვილი დამენანა ამერიკისთვის… „შალკეს“ მწვრთნელმა რალფ რანგნიკმა ზურა ხიზანიშვილს ალბანეთში რომ ჩამოაკითხა, ჩვენიანი იგლი ტარესთან ვერაფერს გახდა, რანგნიკი კი მეორე ტაიმს არ დაელოდა, მაშინაც გული დამწყდა… ბოლოს და ბოლოს, კობიაშვილი რომ ული ჰიონესმა შინ მიიწვია და „ბაიერნი“ შესთავაზა, ამან კი ვერ გარისკა, გული შემიწუხდა… ხშირად ერთი არასწორი...

ცხვირი გავს? გავს…
ჩანაწერი

ცხვირი გავს? გავს…

კაზუსები და უცნაურობები მარტო ჩვენში არ ხდება. აი, წლეულს მარტში პორტუგალიის კუნძულ მადეირას აეროპორტს იქაურობის ყველაზე გამოჩენილი მკვიდრის, კრიშტიანუ რონალდუს სახელი უწოდეს და შენობაში მისი ბიუსტიც დადგეს. თუმცა, ნაკეთობა ისეთი უგვანი და უგემოვნო გამოვიდა, რომ სოციალურ ქსელებში მთელი მსოფლიოს დასაცინი გახდა. მერე აღმოჩნდა, რომ ბიუსტი აეროპორტის ყოფილ დამლაგებელ, 40 წლის მანუელ სანტუშს 15 დღეში გაუკეთებია...