„ოკეანის გაღმელო, საზიზღარო სემ, ზანგებს რატომ აწამებ და ბავშვებს რატომ სცემ?“ გაგიკვირდებათ, მაგრამ ეს ბოლშევიკური შაირი კალათბურთის გამო გამახსენდა. კალათბურთი, ისეთი სპორტია, რომ ძლიერის მიერ სუსტის დაჩაგვრა მეტად თვალშისაცემად ჩანს ხოლმე. ვთქვათ, გამოიჭერს დიდი პატარას და 97:17-ს მოუგებს. თითქმის წარმოუდგენელია ისეთი რამ, რომ სუსტმა ძლიერს მოუგოს. ფეხბურთში ეს საქმე გაგიხარია, ყვავის: აი, „რუსენბორგი“ „მილანს“ მოუგებს,...
წელი: 2017
ერთი უკვე არის
ძალოსნობის მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველმა შოთა მიშველიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. პლანეტის უძლიერესები ანაჰაიმში შეიკრიბნენ და შეჯიბრების პირველივე დღეს ჩვენიანმა 62 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ბრინჯაო ირგუნა. შოთა მიშველიძემ აკვრა-ატაცის ჯამში 298 კილოგრამი დაძლია და კონკურენტებისტვის მიუწვდომელი დარჩა. მიშველიძემ 135 კილოგრამიანი შტანგა აიტაცა, 163 კგ. კი აკვრაში დააფიქსირა. ანაჰაიმში ჩვენებიდან შემდეგი 85 წონით კატეგორიაში რევაზ დავითაძე გამოვა, 3...
სურენ, ძმა…
ვალიკო მიზანდარისა და რუბიკ ხაჩიკიანის არ იყოს, ქართულ-სომხური ძმობის ამბავს ფეხბურთშიც ვხედავთ. საქართველოს ნაკრების თამაშებს სომეხ მსაჯთა ბრიგადა უძღვება, ხოლო სომხებისას ქართველები. აბა რა გასაკვირი ისაა, მსაჯებს ამხანაგურ შეხვედრებზე მეზობელი ქვეყნიდან თუ იწვევ (ამხანაგური მატჩებისას მათი შერჩევა მასპინძლის პრეროგატივაა). მაგრამ რატომ მაინცდამაინც სომეხი მსაჯები? იმიტომ, რომ სამაგიეროდ ისინი ჩვენებს იწვევენ? რა, სამსაჯო ბარტერია? საჭიროდ უსტვენენ...
ივან რაკიტიჩი: კარგია, რომ სუპერთასზე წავაგეთ
„ბარსელონას“ ხორვატი ნახევარმცველი ივან რაკიტიჩი მიმდინარე სეზონში გუნდის ყველა შეხვედრაში მონაწილეობდა. ის,როგორც ძირითადი შემადგენლობის უმეტესობა მხოლოდ წუხელ დაასვენეს, თასზე, „მურსიასთან“ (“ბარსამ” მოიგო 5:0). რაკიტიჩმა ინტერვიუ მისცა კატალონიაში გამომავალ სპორტულ გაზეთ „MUNDO DEPOTIVO“-ს, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ. — თქვენ ერთადერთი ბარსელონელი ხართ, რომელმაც მიმდინარე სეზონის ყველა შეხვედრაში ითამაშა. რა შეიცვალა? როგორ გახდით კვლავ გუნდის წამყვანი ფეხბურთელი? —...
ცხოვრება ფეხბურთია
ირაკლი მოდებაძე დაიბადა 1984 წლის 4 ოქტომბერს თბილისში სიმაღლე: 184 სმ ამპლუა: თავდამსხმელი საკლუბო კარიერა 2000-2001 ვალენსია თბილისი 4 (1 გოლი) 2001-2002 მერანი თბილისი 0 (0) 2002-2007 მეტალურგი ზაპორიჟიე 81 (16) 2009 ჩერნომორეცი ოდესა ...
ბორჯღალის ყულფი დრაკონის ყელზე
შეჯამების დროა: საქართველოს რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის ტესტებში დაამარცხა კანადა და აშშ, ბეწვზე წააგო სტუმრად, უელსთან და ექვსი ერის კარზე ერთხელაც დააკაკუნა კი არა, უკვე ბრახუნზე გადავიდა. არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ტრადიციული სარაგბო ქვეყნების მედია მოზრდილ მიმოხილვებს უძღვნის ბორჯღალოსნების მორიგ აჩქარებას. ყველაზე დიდი ყურადღება შემოდგომის ტესტებში საქართველოს და უელსის ნაკრებთა დაპირისპირებას ერგო და BBC-ს მიმომხილველი...
დევდარიანი ლიანდაგიდან გადავიდა
გიორგი დევდარიანისა და თბილისის „ლოკომოტივის“ გზები გაიყარა. ურთიერთშეთანხმებით კონტრაქტის გაწყვეტა, გაწეული სამსახურისთვის მადლობა და წარმატებები – როგორც ხდება ხოლმე, ისეთი განცხადება გაკეთდა. დევდარიანი საინტერესო მწვრთნელია ქართულ სივრცეში. მასზე ხშირად ლაპარაკობენ. ბევრს მოსწონს, ბევრს – არა. „ლოკომოტივმა“ ეროვნული ლიგის განვლილი სეზონი კარგად დაიწყო და ერთი ხანობა ლიდერობდა კიდეც, მერე საქმეები აერია და ბოლო რვა-ათი თამაში პირწმინდად...
გაისტუმრეთ ვალი!
ბევრი დიდი ფეხბურთელი კარიერას სამშობლოში ამთავრებს, მაგრამ ისეთებიც არიან, საპენსიო ასაკში ყატარს, ჩინეთს ან ამერიკას რომ არჩევენ. არჩევანში ვერავინ ჩაერევა, მაგრამ თხოვნა ხომ შეიძლება: ფლეშმობი მოაწყონ ქართველმა ფეხბურთელებმა და დათქვან, რომ კარიერის ბოლო სეზონს საქართველოში გაატარებენ. განსაკუთრებულს არაფერს მოგთხოვთ. თქვენი გამოცდილება გადაეცით კარიერის სტარტზე მყოფ ბიჭებს, ეგებ მოთამაშე-მწვრთნელობაც შეძლოთ. დიდ ფულს ვერ იშოვით, მაგრამ ვალის...
რუსებმა იაშინი მეტროში ჩაიტანეს
რუსეთმა მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ოფიციალური პოსტერი წარადგინა. პოსტერის მთავარი ფიგურა მოსკოვის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ნაკრების ლეგენდარული მეკარე ლევ იაშინია. პრეზენტაციის წამყვანები მომავალი მუნდიალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ვიტალი მუტკო, ფიფას გენერალური მდივანი ფატიმა სამურა და რუსეთის ნაკრების მეკარე იგორ აკინფეევი იყვნენ. საგანგებო სტუმრად კი იაშინს ქვრივი- ვალენტინა მიეწვიათ. პოსტერის დიზაინერი 50 წლის იგორ გუროვიცია....
როცა ვიტიყვი ა, მაშინ გამოვალ
ნეიმარს სურს, თვითონ გადაწყვიტოს, რომელ მატჩში ითამაშებს და რომელში – არა. საიდან მოიტანა და ვინ მოუყვა, უცნობია, მაგრამ „Yahoo Sports“-ის ჟურნალისტმა დანკან კასტლესმა „პარი სენ ჟერმენიდან“ სწორედ ასეთი ამბავი გამოიტანა. თუ ეს მართლია, მაშინ ძალიან იოლია ნეიმარის მომავლის წინასწარმეტყველება მისი მადის ზრდადობის გათვალისწინებით. 1) „ბარსელონადან“ წავიდა – მესის ჩრდილში ყოფნა აღარ ისურვა. 2) უძვირესია ფეხბურთის...









