მოსკოვში ჩატარებულმა კენჭისყრამ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე ხორვატიის ნაკრები D ჯგუფში, არგენტინასთან, ისლანდიასთან და ნიგერიასთან მოახვედრა. ხორვატმა ნახევარმცველმა მატეო კოვაჩიჩმა, რომელიც “რეალში” თამაშობს, თავი მოვალედ ჩათვალა კენჭისყრის შედეგისთვის კომენტარი მიეძღვნა და თავის “ინსტაგრამზე” დაწერა: “არგენტინას დიდებული გუნდი ჰყავს, არ უნდა დაგვავიწყდეს რა კარგად ითამაშა შესარჩევში ისლანდიამ, ხოლო აფრიკული გუნდებისგან ყოველთვის მოულოდნელობას უნდა ელოდე. მაგრამ ისევე...
წელი: 2017
ქართველთა ყოფილი სარდალი ლივერპულზე ესპანელთა შესევის შესახებ
საქართველოს ნაკრების ყოფილმა თავკაცმა (2008-09) არგენტინელმა ექტორ რაულ კუპერმა, რომელიც ორი წელიწადია ეგვიპტის ნაკრებს უდგას სათავეში, “მარკას” ინფორმაციით, განაცხადა, რომ მან დანამდვილებით იცის: მადრიდის “რეალი” “ლივერპულის” ეგვიპტელი თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის ყიდვას ცდილობს. “დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, რომ “რეალს” სალაჰის შეძენა უნდა. არადა ჩემი აზრით, მოჰამედი დღეს “ლივერპულში” ბრწყინვალედ გრძნობს თავს. ის შესანიშნავ გარემოშია”, — თქვა კუპერმა, რომელიც...
ჩხირი კედელს!
საქართველოს თასი „ჩიხურამ“ მოიგო! დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი საჩხერის „ჩიხურასა“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება როგორც მოსალოდნელი იყო, დაძაბულად წარიმართა. შეხვედრა სახიფათო მომენტებით დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა საგოლედ რამდენიმე კარგი მომენტი ორივე კართან კი შეიქმნა. დასაწყისშივე საჩხერელთა მთავარმეგოლე დიმიტრი ტატანაშვილმა, რომელმაც მიმდინარე გათამაშებაში 7 გოლის გატანა მოახერხა, მარცხენა ფეხით კარისკერ ძლიერად დაარტყა, მაგრამ როინ კვასხვაძემ...
ყვირილა vs რიონი
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ფინალი 2 დეკემბერს გორში, „თენგიზ ბურჯანაძეზე“ გაიმართება. საჩხერეს „ჩიხურა“ – ქვეყნის ჩემპიონ ქუთაისის “ტორპედოს“ დაიპირისპირდება. ზედიზედ მესამედ, თასის ფინალი თბილისგარეთ ჩატარდება. გადამწყვეტ შეხვედრას შარშან ზესტაფონმა უმასპინძლა, შარშანწინ – ქუთაისმა, წელს კი ეს პატივი გორს ერგო. „ტორპედო“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს რამდენიმე დღის წინ 15-წლიანი პაუზის შემდეგ მეოთხედ დაეუფლა და რა გასაკვირია,...
“აუდის” ელ კლასიკო
ამასწინათ “რეალისა” და “აუდის” მეგობრობაზე მოგახსენებდით. მადრიდელმა ფეხბურთელებმა ცნობილი საავტომობილო კონცერნისგან საჩუქრად ახალი მანქანები მიიღეს. როგორც ჩანს, გერმანულ მწარმოებელს ესპანეთში თავისი “ელ კლასიკო” აქვს — “რეალის” მოთამაშეების საჩუქრებს ძრავა ხეირიანად გახურებულიც არ ჰქონდა, რომ კატალონიის დედაქალაქში, ცნობილ სარბოლო ტრასაზე, რომელსაც “სირკუიდ დე კატალუნია” ჰქვია, “ბარსას” ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. ისინი ჯერ სპორტული კლასის ავტომობილების ტესტ-დრაივს დაესწრნენ, მერე...
მსოფლიო რვად გაიყო
მსოფლიოს 2018 წლის წილისყირის დეტალებზე საუბარი კიდევ დიდხანს მოგვიწევს. აქ კი მხოლოდ მშრალ შედეგებს გადავხედოთ, ცხელ გულზე ფავორიტ-აუტსაიდერებზე ჩამოვყალიბდეთ – ანალიზი, შესეფასებები და კომენტარები კი მოგვიანებით იყოს… A ჯგუფი: რუსეთი, საუდის არაბეთი, ეგვიპტე, ურუგვაი B ჯგუფი: პორტუგალია, ესპანეთი, მაროკო, ირანი C ჯგუფი: საფრანგეთი, ავსტრალია, პერუ, დანია D ჯგუფი: არგენტინა, ისლანდია, ხორვატია, ნიგერია E ჯგუფი: ბრაზილია,...
არ გაიხადო!
1 დეკემბერს მოსკოვში მომავალი საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება. ღონისძიება კრემლის იმ დარბაზში შედგება, სადაც უწინ კომპარტიის ყრილობები, საბალეტო წარმოდგენები და საახალწლო ნაძვის ხეები იმართებოდა, ხოლმე. ახლა, ცხადია, ყველაფერი სხვაგვარადაა, მაგრამ ის კომუნისტური „არომატი“ მაინც პოულობს ნაპრალებს. წილისყრას ინგლისის ნაკრების ყოფილი ვარსკვლავი, ამჟამად კი ტელეწამყვანი გარი ლინეკერი და რუსი ჟურნალიტი მარია კომანდნაია წარუძღვებიან. პატარა სახალისო...
პატარა ლიგა დიდების თვალით
26.11.17 – ქუთაისის „ტორპედოს“ ერთ-ერთმა ფანმა ეს ციფრები და თან, როინ კვასხვაძის ისტორიული ნახტომიც მოიხატა მკერდზე. ეს ერთმა ქომაგმა გააკეთა, მაგრამ ნათლად გამოხატა მთელი ქუთაისის მაჯისცემა – რაც ამ მატჩს წინ უძღოდა, რაც იმ ორი საათის განმავლობაში იყო და რაც მას შემდეგ ხდება… სასიხარულოა, რადგან თურმე ჯერ კიდევ არ ჩამკვდარა საქართველოს ჩემპიონატი. დონე დაეცა და...
კბეჩას ყლაპვაც დაემატა
ლუის სუარესმა ბარსელონაში რესტორანი გახსნა. მართალია, “ბარსას” ურუგვაელი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონში მოედანზე მაინცდამაინც ვერ ბრწყინავს — 13 ტურში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, ბოლო 8 შეხვედრაში კი ერთადერთი “ლეგანესს” შეუგდო 2 გოლი და სულ ეს იყო, მაგრამ, ვინ თქვა, რომ წარმატება მხოლოდ გოლის გატანას ჰქვია? ტურისტებით გადავსებულ კატალონიაში რესტორნის გახსნა რითაა ნაკლები? მოკლედ, სუარესმა, რომელმაც გარდა...
ტესტები და მოკლე სკამი
ეროვნული ჩემპიონატის წლევანდელი უმაღლესი ლიგა დასრულდა და თბილისის „ლოკომოტივი“ მთავარ მწვრთნელს დაემშვიდობა – გუნდი გიორგი დევდარიანმა დატოვა. 44 წლის დევდარიანი საკმაოდ გამოცდილი სპეციალისტია, „ლოკომოტივამდე“ სხვა ქართული გუნდებიც გაუწვრთნია – „თბილისი“, თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“, დევდარიანი თავკაცობდა საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებსაც. დევდარიანის ხელმძღვანელობით „ლოკომოტივმა“ ათგუნდა ეროვნულ ლიგაში მე-6 ადგილი დაიკავა, ჩემპიონატის ბოლოს ევროსაგზურისთვისაც გაიბრძოლა. რა...









