წელი: 2017

Home 2017
საჭირბოროტო კითხვა-პასუხი
ჩანაწერი

საჭირბოროტო კითხვა-პასუხი

ახლა მითხარი, არგენტინა უფრო ძლიერია, თუ ბრაზილია? უფრო გერმანია უნდა იყოს ძლიერი, მაგრამ ხომ ხედავ რა დღეშია? კლინსმანმა თავი დაარტყა ბურთს და გული წაუვიდა. ძველ დროში შტანგას ურტყამდა თავს, შტანგა ტყდებოდა და კლინსმანი გახარებული მოდიოდა უკან. მერე ეფენბერგმაც თითი დაანახა ხალხს… ესე იგი, ბრაზილია უფრო ძლიერია, ვიდრე არგენტინა? ეგრე პირდაპირ ვერ იტყვი. ბრაზილიელები თავის დილიხორით...

მასკერანოსთვის რუსეთი ჩინეთიდან უფრო ახლოსაა
ჩანაწერი

მასკერანოსთვის რუსეთი ჩინეთიდან უფრო ახლოსაა

როგორც ბარსელონაში გამომავალი Mundo Deportivo იუწყება, არგენტინელ ხავიერ მასკერანოს იანვარში ახალ გუნდში გადასვლა მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი. ცენტრალური მცველი, რომელსაც ჩინეთიდან გულუხვი შეთავაზებით ხიბლავენ, დარწმუნებულია, რომ დროა “ბარსასთან” თანამშრომლობას წერტილი დაუსვას. არადა, მისი ახლანდელი კონტრაქტი 2019 წლამდეა ძალაში. მასკერანო “ბარსელონაში” 2010 წელს “ლივერპულიდან” გადავიდა. თავისი გადაწყვეტილების შესახებ მასკერანომ კლუბის დირექტორატს ერთი ხნის წინ შეატყობინა და პოზიცია სამუელ...

ანასტასია!
ჩანაწერი

ანასტასია!

  ქართველმა ძალოსანმა ანასტასია გოტფრიდმა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონის მედალი მოუტანა. ანაჰაიმში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე 90 კილოგრამ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა სპორტსმენმა ორჭიდის ჯამში 265 კგ. დაძლია და პირველად საქართველოს ისტორიაში ძალოსან ქალთა ოქროს მედალი მოიპოვა. ანასტასია გოტფირდი საქართველოში უკრაინიდან ჩამოვიდა. უკრაინის ნაკრების მწვრთნელს გოტფრიდი არ სჭირდებოდა. აქამდე ის მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატის ვერცხლის მედლით იწონებდა თავს, ახლა...

სევდიანი ტატუები
ჩანაწერი

სევდიანი ტატუები

ფეხბურთელებს უყვართ ტატუ. ზოგი უბრალოდ იხატავს ტანს, ზოგი კი სვირინგში აზრს აქსოვს. “სანი” წერს, რომ მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოხატულ ტანს მიღმა ხანდახან გულში ჩამწვდომი ისტორიები გვხვდება. მაგალითად… სერხიო რამოსი “რეალის” ვარსკვლავს მთელი ტანი მოხატული აქვს, მარჯვენა და მარცხენა ბიცეფსზე კი ხელიდან ხელზე გარდამავალი წარწერა იკითხება: “დაღუპულთა სულები ცოცხალთა ხსოვნაში ბუდობენ”. ეს ნიუ იორკისა (9/11/2001) და...

რამ გაახსენათ საქართველო რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას?
ჩანაწერი

რამ გაახსენათ საქართველო რუსეთის მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრისას?

კრემლში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის წილისყრის შესახებ „სარბიელი“ უკვე წერდა. რუსულ მუნდიალამდე ჯერ კიდევ ნახევარი წელიწადია და ამ ხნის განმავლობაში კიდევ ბევრი რამ შეიცვლება. ბევრიც ახალი მოხდება. ამჯერად კი პირველ შთაბეჭდილებებზე ვთქვათ და ტურნირის კალენდარსაც გადავხედოთ. ყველაზე რთული ალბათ D ჯგუფია, სადაც არგენტინა, ისლანდია, ხორვატია და ნიგერია მოხვდნენ. არგენტინელები ცხადია, ჯგუფის ფავორიტები იქნებიან, თუმცა ყველას აინტერესებს...

რაიკარდი: მესი ყველას ღმერთია!
ჩანაწერი

რაიკარდი: მესი ყველას ღმერთია!

ფრანკ რაიკარდმა ლეო მესი უცხოპლანეტელობიდან ღმერთის რანგში აიყვანა. “ბარსელონას” ყოფილი მწვრთნელი (2003-2008) კატალონიაში ჩავიდა, გუნდის ვარჯიშს დაესწრო და შემდეგ კომენტარიც თქვა: “ახლა უკვე ოჯახის კაცი ვარ. რვა წლის ვაჟი მყავს, რომლის ოცნებაც “კამპ ნოუზე” “ბარსელონას” თამაშის ცოცხლად ნახვა იყო. მიხარია “ბარსას” თამაშს კვლავ რომ დავესწარი. მესი ყველას ღმერთია. მნიშვნელოვანი პატივი უნდა მივაგოთ ანდრეს ინიესტასაც. რაც...

ბრწყინვალე მარჯვენა გარემარბი
ჩანაწერი

ბრწყინვალე მარჯვენა გარემარბი

ალბათ, იმასაც მნიშვნელობა აქვს, რითი იწყება შენი გულშემატკივრობა, ვის ხედავ მოედანზე, როდესაც გულში ფეხბურთის სიყვარული ჩაგივარდება, რადგან ბავშვობის შთაბეჭდილებები ხომ ყველაზე ძლიერია და მთელი ცხოვრება გაგყვება. ამიტომაც ბედნიერებაა, როცა შენი პირველი აღქმა ფეხბურთისა შენი საყვარელი გუნდის აღმავლობას ემთხვევა და მოედანზე ისეთი ვარსკვლავები გხვდება, რომლებიც სამუდამოდ შეგაყვარებენ სპორტის ამ ულამაზეს სახეობას. ქართულ ფეხბურთში ასეთები ყოველთვის იყვნენ...

კაცი, რომელმაც აიღო ყაზანი
ჩანაწერი

კაცი, რომელმაც აიღო ყაზანი

საბა კვირკველია დაიბადა 1992 წლის 6 თებერვალს, სამტრედიაში სიმაღლე 196 სმ ცენტრალური მცველი ახალგაზრდული კარიერა 2009-10 – „ზენიტი“ სანქტ პეტერბურგი 2010-11 – „რუბინი“ ყაზანი პროფესიონალური კარიერა 2011-2017 „რუბინი“ ყაზანი (87 მატჩი, 3 გოლი) 2017 – „ლოკომოტოვი“ მოსკოვი (19, 2) ნაკრები საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები (6 მატჩი) საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები (14 მატჩი) ეროვნული გუნდი (26 მატჩი) საქართველოს...

ხამესისთვის გერმანული ჩინური ანუ ფრანგულია
ჩანაწერი

ხამესისთვის გერმანული ჩინური ანუ ფრანგულია

კოლუმბიელ ვარსკვლავს, ხამეს როდრიგესს, მიუნხენის “ბაიერნთან” უფრო ზუსტად კი მიუნხენთან და “ბაიერნთან” შეგუება უჭირს. ის ვერც გერმანულს სწავლობს და არც თანაგუნდელებთან აქვს კარგი ურთიერთობა — ბაზაზე მიდის, ვარჯიშობს და იქაურობას დაუყოვნებლივ ტოვებს. ხამესი “რეკორდმაისტერში” არავის დამეგობრებია. ამასწინათ, გასაჯაროვდა მისი მიმოწერა ყოფილ თანაგუნდელ მარსელოსთან, რამაც მიუნხენელები გააღიზიანა. “ყოველდღე რაიმე ახალს ვსწავლობ, მაგრამ გერმანული ძნელი ენაა. მეორე მხრივ,...

სინონიმები: ცამეტკაცა – ავსტრალია
ჩანაწერი

სინონიმები: ცამეტკაცა – ავსტრალია

  ძალა ერთობაშია. სანამ ლიგის რაგბის მსოფლიო თასზე დიდი ბრიტანეთი ერთიანი ნაკრებით გამოდიოდა, იგი გახლდათ ცამეტკაცას ჰეგემონ ავსტრალიის მთავარი თავსატკივარი, სამგზის ჩემპიონობით (1954, 1960, 1972) და ოთხგზის ფინალში გასვლით (1957, 1970, 1977, 1989–92). 1995 წლიდან რაგბი-ფეხბურთის ლიგის (RFL) მესვეურებმა დაასკვნეს, ინგლისი, შოტლანდია და უელსი ამას იქით მსოფლიო თასებზე ცალკე გუნდებად შევუშვათო და ნაწილებმა მთელი უკვე...