წუხელ ეიფელის კოშკზე 2017 წლის „ოქროს ბურთის“ ნომინანტების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გამარჯვებული, ცხადია, მადრიდის „რეალის“ პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ გახდა. ცხადიაო, ვთქვით, რადგანაც უკვე დიდი ხანია ყველამ იცოდა ტრიუმფატორი ვინ იქნებოდა. რონულდუმ უკვე საგანგებო ბუცების დამზადებაც კი მოასწრო. პორტუგალიელმა წლეულს „რეალთან“ ერთად მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ესპანეთის ლა ლიგა, უეფასა და ესპანეთის სუპერთასები. ასევე პორტუგალიის ნაკრებთან...
წელი: 2017
ნუ წამართმევთ ფეხბურთს!
როგორ შეიძლებოდა, ყიფიანი, ჩივაძე, დარასელია, გუცაევი, შენგელია ტრიბუნიდან გყოლოდა ნანახი და ფეხბურთელობა არ მოგდომებოდა?! ჟანი ლეჟავა ლეგენდა კაცი იყო და ათი წლისა, რადგან ცაცია ვიყავი, მარცხენა მცველობა მარგუნა. ელდეპოზე ბევრი მაგარი ბიჭი გაზარდა ჟანი მასწმა. სამი წლის მერე „სინათლეზე“ რეზო მახარაძესთან გავაგრძელე და ჯერ მარცხენა ნახევარმცველად, მერე კი მარცხენა თავდამსხმელად გადამაკეთა… მერე უფროსების გუნდი იყო...
სადღაც დაიკარგა ის ძველი და ტკბილი
აი, უკვე მერამდენე „ოლ სტარზის“ გეიმი მოილია NBA-მ. ზანგის ბიჭების სიჩაუქეს და კონდიციას რომ უყურებ, ფიქრობ, რომ კალათბურთის თამაშს – აქედან ნიუ-იორკს რომ გამოსდები და იქიდან ლოს ანჯელესს – აზრი არა აქვს. თუ კალათბურთის თამაში გინდა და თავს მოთამაშედ თვლი, ამერიკაში უნდა წახვიდე და რომელიმე ლიგაში მაინც უნდა მოსინჯო თავი. ეს ყველაფერი ასეა, მაგრამ, ერთი...
მერვედფინალში “შახტარი” ზორომ გაიყვანა
“შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა (2:1), მერვედფინალში გავიდა და… უკრაინული გუნდის პორტუგალიელი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა ზოროს სამოსში გამოეწყო. მიზეზი: სიტყვა ჰქონდა ნათქვამი. “შახტარის” 16 საუკეთესოში გასვლა იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგას ნაქები “ნაპოლი” გამოეთიშა. ფონსეკამ პირობა ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგვე დადო, როდესაც გაიგო, რომ უკრაინული გუნდი F ჯგუფში “მანჩესტერ სიტისთან”, “ნაპოლისთან”...
“ბარსელონას” “ჩელსი” შეხვდება, “რეალს” ან “სევილიას” კი “რომა”
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი დასრულდა. მერვედფინალში გასული გუნდების ვინაობა გაირკვა. ორშაბათს, 11 დეკემბერს, საქართველოს დროით 15 საათზე, უეფას შტაბ-ბინაში, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გაიმართება წილისყრა, რომლის მოლოდინში ესპანურმა “მარკამ” საინტერესო გამოთვლები ჩაატარა. ესპანელთა ინტერესი გასაგებია, 16 დაწინაურებული გუნდიდან 3 მათია და მომავალი მეტოქეების გამოცნობა აინტერესებთ. “მარკას” გამოთვლებმა აჩვენა, რომ “ბარსელონას” ყველაზე დიდი ალბათობით “ჩელსი” შეხვდება, ხოლო...
ფრანს ფუტბოლმა ბურთი გაამზადა, რონალდუმ – ბუცი
დღეს პარიზში ოქროს ბურთის 62-ე მფლობელის ვინაობა გაირკვევა. საზეიმო ცერემონიალს საფრანგეთის ნაკრების, „ტოტენჰემისა“ და „ნიუკასლის“ ყოფილი ვარსკვლავი დავიდ ჟინოლა წარუძღვება. მოგეხსენებათ, „ოქროს ბურთი“ 1956 წლიდან თამაშდებოდა ფრანგული „ფრანს ფუტბოლის“ ინიციატივით. 2010-15 წლებში „ფრანს ფუტბოლი“ საუკეთესოს ფიფასთან ერთად ასახელებდა, შემდეგ კი ისევ გაიყო და ფრანგულ ჟურნალს დაუბრუნდა. წლეულს ოქტომბერში ფიფამ უკვე ჩაატარა გამოკითხვა რომლის მიხედვითაც საუკეთესოდ...
ხვალ “ოქროს ბურთის” დაჯილდოებაა, ზოგმა კი შვიდი რამ არ იცის
ხვალ, პარიზში, “ფრანს ფუტბოლის” დაჯილდოებაა. ამბობენ, რომ პრიზს კრიშტიანუ რონალდუს გადასცემენ და პორტუგალიელი “ოქროს ბურთების” რაოდენობით არგენტინელ ლიონელ მესის დაეწევა. “სანის” თქმით, ეს ამბავი ზოგს შეიძლება ახარებდეს, ზოგს არა, მაგრამ ყველაფერი რომ ზუსტად ასე მოხდება ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, არის ზოგიერთი რამ, რაც არ ვიცით და მოდი, ამჯერად ყურადღება ამაზე გადავიტანოთ. ფრანგული ჟურნალი “ფრანს ფურბოლი” წლის...
პელე გაზაფხულიდან
ბავშვობაში, 70-იანების ბოლოს, ეზოს ბიჭები ხშირად მივდიოდით ხოლმე კინოთეატრ „გაზაფხულში.“ იქ ისეთ ფილმებს აჩვენებდნენ, რომელიც სხვაგან არ იყო. ერთი ასეთი – „ეს პელეა“ გახლდათ. დასაწყისში ფეხბურთის მეფე პლიაჟზე მირბოდა „პინკ ფლოიდის“ მისტიკური მუსიკის ფონზე. მერე მისი ფანტასტიკური თამაშის ფრაგმენტები ცვლიდა ერთმანეთს. იქიდან ისეთი დამუხტულები გამოვდიოდით, დღესაც მბურძგლავს ტანში. აღარც მახსოვს რამდენჯერ ვნახეთ. მერე კი იწყებოდა...
რუსებზე ზამთარმაც კი უარი თქვა
საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა შეისწავლა შვეიცარიის ყოფილი პრეზიდენტის, სამუელ შმიდის კომისიის მიერ მომზადებული დოკუმენტები და რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი 2018 წლის პიონგჩანგის ზამთრის ოლიმპიადიდან მოკვეთა. სხვა სიტყვებით, რუსეთის ნაკრები სამხრეთ კორეის 43 ათასიან ქალაქში საასპარეზოდ ვერ ჩავა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პიონგჩანგში რუსი სპორტსმენის ჭაჭანება არ იქნება. ზოგიერთ მათგანს ოლიმპიური დროშის ქვეშ შეეძლება გამოსვლა....
477!
ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და აგერ, უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი! ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ისეც მდიდარ კოლექციას ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროც შემატა. 105 კილოგრამზე ზემოთ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა ძალოსანმა ამჯერადაც დამაჯერებლად დასძლია – 477 სარეკორდო კილოგრამი ორი სახეობის ჯამში! ლაშამ ატაცში 220 კილოგრამიანი შტანგა ასწია, რაც ასევე ახალი მსოფლიოს რეკორდია! ამას ლაშამ აკვრაში 257 კგ....









