“შახტარმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში “მანჩესტერ სიტი” დაამარცხა (2:1), მერვედფინალში გავიდა და… უკრაინული გუნდის პორტუგალიელი მწვრთნელი, პაულუ ფონსეკა ზოროს სამოსში გამოეწყო. მიზეზი: სიტყვა ჰქონდა ნათქვამი. “შახტარის” 16 საუკეთესოში გასვლა იმას ნიშნავს, რომ ჩემპიონთა ლიგას ნაქები “ნაპოლი” გამოეთიშა.

ფონსეკამ პირობა ჯგუფური ეტაპის კენჭისყრის შემდეგვე დადო, როდესაც გაიგო, რომ უკრაინული გუნდი F ჯგუფში “მანჩესტერ სიტისთან”, “ნაპოლისთან” და “ფეიენოორდთან” ერთად მოხვდა — ალბათ, იგულისხმა, ასეთ მოწინააღმდეგეებს მხოლოდ ზორო თუ აჯობებსო. ბოლო ტურში, ფონსეკას და მის შეგირდებს პეპ გვარდიოლას გუნდისგან ერთი ქულა უნდოდათ, მაგრამ ცოტას არ დასჯერდნენ და მრისხანე მეტოქეს სამი აართვეს. მწვრთნელის გასამხნევებლად, ტრიბუნებზე გულშემატკივართა დიდმა ნაწილმაც გაიკეთა ზოროს ნიღაბი.
ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/10/2026 | 01:28ოფიციალურად – მარკოიშვილი გალათასარაის მთავარი მწვრთნელია
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
