ამასწინათ “რეალისა” და “აუდის” მეგობრობაზე მოგახსენებდით. მადრიდელმა ფეხბურთელებმა ცნობილი საავტომობილო კონცერნისგან საჩუქრად ახალი მანქანები მიიღეს. როგორც ჩანს, გერმანულ მწარმოებელს ესპანეთში თავისი “ელ კლასიკო” აქვს — “რეალის” მოთამაშეების საჩუქრებს ძრავა ხეირიანად გახურებულიც არ ჰქონდა, რომ კატალონიის დედაქალაქში, ცნობილ სარბოლო ტრასაზე, რომელსაც “სირკუიდ დე კატალუნია” ჰქვია, “ბარსას” ფეხბურთელებმა მოიყარეს თავი. ისინი ჯერ სპორტული კლასის ავტომობილების ტესტ-დრაივს დაესწრნენ, მერე კი ცალკე მწკრივში ჩამოყენებულ მანქანებს დაუარეს და… “აუდიმ” ბიჭებს წლევანდელი მანქანები ჩამოურიგა. თქვენ ოღონდაც თითი დაადეთ და გაისად, კიდევ სხვა იქნებაო. ასეა, როდესაც ხელგაშლილი “პრემიუმ პარტნიორი” გყავს.
ქვემოთ, “ბარსას” ვარსკვლავებს და მათ არჩეულ მანქანებს წარმოგიდგენთ
ანდრეს ინიესტა
სერხიო ბუსკეტსი

ლუის სუარესი

ლეო მესი

ჟერარდ პიკე

ხავიერ მასკერანო

ივან რაკიტიჩი

მარკ-ანდრე ტერ შტეგენი

არდა თურანი

ოსმან დემბელე

ჟერარდ დეულოფეუ

სამუელ უმტიტი

ერნესტო ვალვერდე

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური19/09/2026 | 14:19ბათუმი ევროპის თასზე გადაინაცვლებს
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
