ლუის სუარესმა ბარსელონაში რესტორანი გახსნა. მართალია, “ბარსას” ურუგვაელი ვარსკვლავი მიმდინარე სეზონში მოედანზე მაინცდამაინც ვერ ბრწყინავს — 13 ტურში მხოლოდ 5 გოლი გაიტანა, ბოლო 8 შეხვედრაში კი ერთადერთი “ლეგანესს” შეუგდო 2 გოლი და სულ ეს იყო, მაგრამ, ვინ თქვა, რომ წარმატება მხოლოდ გოლის გატანას ჰქვია? ტურისტებით გადავსებულ კატალონიაში რესტორნის გახსნა რითაა ნაკლები?
მოკლედ, სუარესმა, რომელმაც გარდა იმისა, რომ შესანიშნავი ფორვარდია, კარიერაში რამდენჯერმე მეტოქის კბენითაც გაითქვა სახელი, რამბლა დე კატალონიაზე, ორსართულიან შენობაში კბეჩის თემა განავრცო და გახსნა რესტორანი სახელწოდებით “ჩილატო”. რესტორნის ინტერიერი ხეშია გაწყობილი. ავეჯიც ხისაა.
ურუგვაელი ამბობს, რომ “ჩილატოში” კერძებიცა და გარემოც შინაურული დაგხვდებათ, ასე რომ თუ ბარსელონაში ხართ, მიბრძანდით და მერე მოგვიყევით.
ისე, სუარესს რესტორნის გახსნის იდეა მართლა ხალხის კბენის გამო კი არ მოსვლია. ასე პრესა ხუმრობს, თორემ სინამდვილეში, მას და ლეო მესის პლაჟის ბარ “ელ ჩალო დე ტაპასში” ჰყვარებიათ სიარული და ნელ-ნელა მათ მეპატრონეებთანაც დამეგობრებულან. მერე, ფული ჩემი გამოცდილება თქვენიო და სუარესს ამ ხალხთან ერთად ბარი გაუხსნია, ახლა კი ინებეთ — რესტორანი “ჩილატო”.
შეხვალთ, ჩაკბეჩთ და არა მარტო…

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები17/04/2026 | 18:09ერთი დღის ორი ოქრო
სიახლეები17/04/2026 | 15:15საქართველო ესპანელს ჩაბარდა
სიახლეები09/04/2026 | 17:23საქართველო მსოფლიო თასის ფლეი ოფშია
დავთარი25/03/2026 | 21:25ახალი კაპიტანი
