შტეფსელი (Stöpsel) გერმანული სიტყვაა და კედელში ჩამაგრებულ იმ მოწყობილობას ნიშნავს, რომლის მეშვეობითაც გადასატან ელექტრო ხელსაწყოს ქსელში რთავენ. იგივეა, რაც როზეტი. ჰოდა, ვინაიდან ფეხბურთში ბოლოხანს შემოტანილი კარის ხაზის ტექნოლოგია გადასატანი ელექტრო ხელსაწყოა, კარგი იქნება ესპანეთის ლა ლიგაში მას შტეფსელში (იმავე როზეტში) თუ შეაერთებენ, თორემ მსოფლიოს ერთ ერთი — ან ერთ-ერთის გარეშე — ყველაზე ძლიერი ლიგა ვერ ხვდება გოლი გავიდა თუ არა.

გუშინ, “ვალენსიასა” და “ბარსელონას” შეხვედრაში თანამსაჯმა ვერ დაინახა, რომ პირველ ტაიმში ლეო მესის მიერ დარტყმულ ბურთს მასპინძელთა მეკარე ნეტო დიდი მოწიწებით დახვდა და ხაზს მიღმა გადაუვარდა. აი, Stöpsel-ში საჭირო მოწყობილობა რომ ყოფილიყო შეერთებული, გოლი სამართლიანად ჩაითვლებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. შეხვედრა 1:1 დასრულდა.
13 ტურის შემდეგ “ბარსელონას” 35 ქულა აქვს, “ვალენსიას” 31, მადრიდის გუნდებს “ატლეტიკოსა” და “რეალს” კი 27.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები13/09/2026 | 23:45მამაგეიშვილმა ჩემპიონს გაუტანა [VIDEO]
აქეთურ-იქითური13/09/2026 | 20:16დიდი კუში
სიახლეები13/09/2026 | 00:05გიორგი გაგუა – დუბლი და MVP [VIDEO]
აქეთურ-იქითური11/09/2026 | 21:17ოფიციალურად მეთოფე
