ESPN-მა ვიდეო გამოაქვეყნა. გადაღებულია მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შესვენება. MetLife Stadium-ის გვირაბში, სადაც არგენტინელი ფეხბურთელები მოედანზე დაბრუნების წინ შეგროვდნენ ლეო მესიმ და მეკარე ემილიანო მარტინესმა თანაგუნდელებს გამამხნევებელი სიტყვით მიმართეს. პირველი ტაიმი მართალია 0:0 დამთავრდა, მაგრამ სამხრეთ ამერიკული გუნდისთვის რთული გამოდგა. თამაში ესპანელთა სრული უპირატესობით მიმდინარეობდა და როგორც შემდეგ გაირკვა ხსენებული სამოტივაციო სიტყვების მიუხედავად ასევე გაგრძელდა –...
ჭდე: ლეო მესი
მესი ფინალშია!
ოთხი წლის წინ ლეო მესის ზღაპარი თითქოს დასრულდა ― 35 წლისამ ბრწყინვალე კარიერას ტორტზე მარწყვივით მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული დაადო და ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დაიმკვიდრა ადგილი. ოთხი წლით ადრე ხალხს, მათ შორის თავად მესის გარემოცვაში, ეგონა, რომ ლეომ თავისი ფინალი უკვე ითამაშა და კარიერას მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულის გარეშე დაამთავრებდა. გუშინ, 39 წლის არგენტინელმა ინგლისის...
ეგვიპტელები ვერ მშვიდდებიან
ეგვიპტელები ვერ ცხრებიან. „ფარაონები“ მსოფლიოს ჩემპიონატიდან არგენტინის ნაკრებმა გამოთიშა – 3:2. 79 წუთის განმავლობაში ანგარიში იყო 2:0 აფრიკული გუნდის სასარგებლოდ, შემდეგ კი მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა სამი გოლი შეაგდო. ეგვიპტელებს ფრანგ მსაჯთან ფრანსუა ლეტექსიესთან ორი პრეტენზია ჰქონდათ: 58-ე წუთზე VAR-ის ჩარევის შედეგად მან არგენტინის კარში გოლი არ ჩათვალა (მიზეზი: ეგვიპტემ კომბინაციის დასაწყისში ბურთი წესების დარღვევით მოიპოვა)...
მესი არასდროს შეხვედრია ინგლისს
არის რამე ისეთი, რაც ლეო მესის მოედანზე არ გაუკეთებია? ალბათ ძალიან ცოტა რაღაც. მაგალითად, ინგლისის ნაკრებთან არ უთამაშია. მას არგენტინის ეროვნულ გუნდში 200-ზე მეტი შეხვედრა აქვს ჩატარებული და 125 გოლი გატანილი, მაგრამ ფეხბურთის სამშობლოსთან არ გადაკვეთილა. მსოფლიოს ჩემპიონატის მეოთხედფინალში შვეიცარიასთან დამატებით დროში 3:1 გამარჯვების შემდეგ „ალბისელესტე“ ნახევარფინალში გავიდა, სადაც სწორედ ინგლისელებს დაუპირისპირდება და ეს იქნება...
კანავარო: ჩვენ დროს უფრო დაუნდობელი ფეხბურთი იყო
ვინ წარმოიდგენდა 2006 წელს, რომ გავიდოდა 20 წელიწადი და მსოფლიოს ჩემპიონი იტალიის ნაკრები გახდებოდა გუნდი, რომელიც მუნდიალზე ზედიზედ სამჯერ ვერ მოხვდა. იმ წელიწადს კი ტრიუმფატორ „სკუადრა აძურას“ ფაბიო კანავარო კაპიტნობდა, რომელმაც იმავე წელიწადს „ფრანს ფუტბოლის“ „ოქროს ბურთი“ მოიგო. მიმდინარე, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კანავარო უზბეკეთის ნაკრებს ედგა სათავეში. უზბეკეთი ჩემპიონატს უკვე გამოეთიშა. შინ დაბრუნებულმა კანავარომ...
მბაპე ბომბარდირთა შორის ლიდერობს
მსოფლიოს ჩემპიონობას არაფერი სჯობს, თუმცა არსებობს ინდივიდუალური ტიტულები, რომელთაგან ძალიან პრესტიჟულად საუკეთესო ბომბარდირობა ითვლება. მსოფლიოს მიმდინარე ჩემპიონატზე პირველი ხმაურიანი რეკორდი ლეო მესიმ დაამყარა, როდესაც ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი მიროსლავ კლოზე ჩამოიტოვა – გერმანელს 16 გოლი ჰქონდა გატანილი – მაგრამ უშუალოდ ამ მუნდიალის საუკეთესო ბომბარდირობისთვის ბრძოლაში ლეგენდარულ არგენტინელს კილიან მბაპემ გადაასწრო. მას მერე, რაც მეთექვსმეტედფინალში შვედებს...
დიდებული!
რა იქნებოდა იმაში გასართობი ლეო მესის მსოფლიო ჩემპიონატის გოლების რეკორდი პენალტით რომ დაემყარებინა? ბევრად უკეთესია, ყველას კიდევ ნახევარი საათით აიძულო ლოდინი. კიდევ რამდენიმე ნახევარ-შანსი გაანიავო. და მხოლოდ ამის შემდეგ, ერთი შეხებით, თავისი ჯადოსნური მარცხენა ფეხის მოქნევით დააგვირგვინო კომბინაცია, სანამ ტრიბუნებზე მყოფი გულშემატკივრებისა და ტელეეკრანებთან მიჯაჭვული საფეხბურთო სამყაროს ოვაციებს მიიღებდე. ამ გოლით მესიმ თავისი მონაგარი 17-მდე...
ალჟირმა პროტესტი შეიტანა
ალჟირმა მსოფლიოს ჩემპიონატის J ჯგუფის შეხვედრაში არგენტინასთან 0:3 წააგო (სამი გოლი ლეო მესიმ გაიტანა), მაგრამ მიაჩნია, რომ მსაჯებმა დაჩაგრეს და ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ ფიფას შესაბამის კომიტეტში პროტესტი შეიტანა. ამ შეხვედრის არბიტრი გახლდათ პოლონელი სიმონ მარჩინიაკი. ალჟირელების აზრით მსაჯმა უპირველეს ყოვლისა 32-ე წუთზე მიიღო ალჟირელთა საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, როდესაც აისა მანდის წინააღმდეგ უხეშობისთვის ლეო მესი არ დასაჯა....
მესის მამა ჰყოლია ცუდად
ხუთშაბათს ლეო მესის ოჯახმა განაცხადა, რომ ვარსკვლავის მამას ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. „ამ ეტაპზე ის სამედიცინო ზედამხედველობის ქვეშ არის, მიმდინარეობს გამოჯანმრთელების პროცესი. მისი მდგომარეობის კვალობაზე შედეგი დადებითია“, – წერია განცხადებაში. მედია იხსენებს, რომ ალჟირთან შეხვედრაში, როდესაც პირველი გოლი გაიტანა მესის ცრემლი მოადგა. მატჩი დამთავრდა 3:0. სამივე გოლი „ოქროს ბურთის“ რვაგზის მფლობელმა გაიტანა. არგენტინის ნაკრების 38 წლის...
მესი! მესი! მესი!
ოცდამეცხრამეტე დაბადების დღემდე ერთი კვირით ადრე ლეო მესიმ არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში მეორასე შეხვედრა ჩაატარა და მსოფლიოს ჩემპიონატებში თავისი პირველი ჰეთ-თრიკი შეასრულა. „ოქროს ბურთის“ რვაგზის ლაურეატს ახლა მუნდიალებზე 16 გოლი აქვს გატანილი რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანელ მიროსლავ კლოზეს რეკორდი ერთპიროვნულად აღარ ეკუთვნის. და კიდევ, მესი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც კარიერაში მსოფლიოს მეექვსე ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა....









