ხვალ ქალთა ჩემპიონთა ლიგის მეთექსმეტედფინალური ეტაპის წილისყრაა, რომელმაც „ლანჩხუთის“ მეტოქე უნდა გამოავლინოს. ჩვენი გუნდის სავარაუდო მეტოქეთა რიცხვი ოთხამდე შემცირდა – გერმანული „ვოლფსბურგი“, ყაზახური „კაზიგიურტი“, შვედური „როსენგარდი“ და ნორვეგიული „კვინერი“. აქედან ყველაზე ტიტულოვანი „ვოლფსბურგია“ – ჩემპიონთა ლიგის ორგზის გამარვებული და შარშანდელი სეზონის ფინალისტი. უეფამ კორონავირუსის პანდემიის გამო ფორმატი შეცვალა და ჯგუფური ეტაპის ნაცვლად ფლეი ოფები იქნება....
ჭდე: უეფა
რა გააკეთა ლევან კობიაშვილმა?
დავმარცხდით და ეს არ იყო რიგითი მარცხი. ჩვენ ფაქტობრივად მომავალი წავაგეთ, ის მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, იმედიანი და ოცნებებით სავსე იყო. მე უფრო მეტად გავიხედე მაკედონიელთა კარისკენ, ვიდრე ჩვენმა ნაკრებმა მთელი მატჩის მანძილზე და დიახ, ჩვენ ვიტყვით რომ ფეხბურთელებმა ჩააგდეს თამაში. მოულოდნელი და ბუნდოვანი იყო გუნდის ტაქტიკური მონახაზი, ზოგადად, შერჩეული შემადგენლობა, მწვრთნელის უნიათო გადაწყვეტილებები...
კორონა საქართველოს ნაკრებში
ცუდი ამბავი საქართველოს ნაკრებიდან. ჩრდილოეთ მაკედონიასთან 12 ნოემბრის უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ ეროვნულ გუნდს გამოაკლდნენ ხვიჩა კვარცხელია და ლევან შენგელია. დღევანდელი კოვიდ-ტესტებისას ორივე ფეხბურთელს კორონა ვირუსი დაუდასტურდა და ისინი იზოლაციაში გადავიდნენ… აქვე, უცვლელად გთავაზობთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადებას: „საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალისა და უეფას ერთა ლიგის დასკვნით მატჩებში მონაწილეობის მისაღებად...
ნება თუ მიზანი
უეფამ უფრო მაღლა მდგომ ორგანოს, ფიფას საფეხბურთო წესებში ცვლილების შესატანად, წინადადებით მიმართა. ევროპელთა აზრით, მსაჯს თავად უნდა ჰქონდეს ერთპიროვნული გადაწყვეტილების უფლება საჯარიმოში ხელის თამაშის დროს. დღევანდელი წესებით საჯარიმოში ყველა „ხელზე მოხვედრა“ – პენალტია. ჰოდა, UEFA-ს ამ წესის გადახედვა სურს. „ძალიან ხშირად ხდება, რომ ბურთი ფეხბურთელს შემთხვევით ხვდება ხელზე. რადგან ასეთ შემთხვევებს ვერ გავექცევით, ისინი პენალტით...
უეფა ლიგას ზდრის
უეფა ბოლო პერიოდში ახალი და ნოვატორული საქმეებით არის დაკავებული. თუ გავრცელებულ ხმებს დავუჯერებთ, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანო 2024-2025 წლების სეზონიდან ჩემპიონთა ლიგის ახალ ფორმატს შემოგვთავაზებს. უეფა მზადაა ტურნირის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობის 32-დან 36-მდე გაზრდა განიხილოს. გეგმის 2 ვერსია არსებობს: 6 ჯგუფში 36 გუნდი გადანაწილდება და მიმოსვლითი სისტემით 10 მატჩს ჩაატარებს; ყოველი გუნდი 10 შეხვედრას...
ევრო თავდაყირა
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გაისად გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. ყველაფერი რიგზე ვერ არის, კორონავირუსმა ბევრი რამ აურია და შესაძლოა, კიდევ აურიოს. – ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ევროპის ჩემპიონატი აუცილებლად ჩატარდება. თუმცა შესაძლოა, მასპინძელი ქალაქების რიცხვი შემცირდეს. ანუ, ევრო-2020 არა 12 ქალაქში, არამედ 11-ში, ან 6-ში, ან 5-ში გაიმართოს. არაა გამორიცხული, რომ ერთ კონკრეტულ...
საუთგეიტმა კორონას ეშმაკურად შემოუარა
ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გარეთ საუთგეიტი უკვე იმას შიშობს, რომ ევრო 2020 კორონავირუსის გამო აღარასოდეს ჩატარდება. შეგახსენებთ, რომ მარტში, როდესაც ახალი დაავადება პანდემიად გამოცხადდა, უეფამ კონტინენტის პირველობა ერთი წლით გადადო, ახლა კი მსოფლიოს covid 19-ის პირველი ტალღის მეორე ეტაპი, მეორე ტალღის პირველი ეტაპი თუ რაღაც ამდაგვარი უტევს — ტერმინს ფეხბურთისთვის, რასაკვირველია, მნიშვნელობა არ აქვს. თუ რამე...
ვლადიმერ ვაისი: ჩვენ უკეთესი გუნდი და უკეთესი ფეხბურთელები გვყავს.
მსოფლიოსა თუ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრას 26 წელიაწადია ველით. აქამდე ყველაზე წარმატებული „მცდელობა“ ჯგუფში მე-3 ადგილი იყო – ეს ორჯერ მოხდა, თუმცა რეალური შანსი არც მაშინ გვქონდა. ახლა კი… ასე ახლოს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპთან საქართველო არასდროს ყოფილა. საამისოდ, 8 ოქტომბერს, „დინამო არენაზე“ ბელარუსის ნაკრები უნდა დავამარცხოთ, ხოლო 12 ნოემბერს ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესსაც...
ბელარუსთან მაყურებელი არ იქნება
საქართველო-ბელარუსის მატჩი, დიდი ალბათობით, უმაყურებლოდ გაიმართება. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა. მინისტრის თქმით, საკოორდინაციო საბჭო ამ საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას მოგვიანებით, მომდევნო დღეებში მიიღებს. თუმცა, ისტორიულ მატჩამდე სულ სამი დღეა დარჩენილი, აქედან გამომდინარე სიტუაციის შეცვლას არ უნდა ველოდოთ. არადა, უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით, მასპინძელ გუნდს სტადიონის ტევადობის 30 %-ის შევსების უფლება მიეცა, მაგრამ გულშემატკივართა...
შენცა, იბრა?
იტალიურმა მედიამ „მილანის“ ოფიციალურ განცხადებას დაასწრო და გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზლატან იბრაჰიმოვიჩის ტესტი კორონავირუსზე დადებითი აღმოჩნდა. ბუნებრივია, 38 წლის შვედი ფორვარდი ვერ მიიღებს მონაწილეობას ევროპალიგის შეხვედრაში „ბოდო გლიმტის“ წინააღმდეგ. ტესტირება გეგმიური იყო და იბრაჰიმოვიჩს ვირუსის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნებოდა. უფრო ადრე კორონავირუსი „მილანის“ კიდევ ერთ ფეხბურთელს – მცველ ლეონარდო დუარტეს დაუდასტურდა.









