უეფას პრეზიდენტმა ალექსანდერ ჩეფერინმა გაისად გასამართ ევროპის ჩემპიონატზე ისაუბრა. ყველაფერი რიგზე ვერ არის, კორონავირუსმა ბევრი რამ აურია და შესაძლოა, კიდევ აურიოს.
– ახლა მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ევროპის ჩემპიონატი აუცილებლად ჩატარდება. თუმცა შესაძლოა, მასპინძელი ქალაქების რიცხვი შემცირდეს. ანუ, ევრო-2020 არა 12 ქალაქში, არამედ 11-ში, ან 6-ში, ან 5-ში გაიმართოს. არაა გამორიცხული, რომ ერთ კონკრეტულ ქვეყანაში ჩატარდეს, – თქვა უეფას პრეზიდენტმა
როგორც იცით, ევრო 2020 გაისად კი ჩატარდება, მაგრამ სახელი შეინარჩუნა. მაინც 2020 იქნება.
ჩემპიონატი 12 ქალაქშია დაგეგმილი, მაგრამ დიდი ალბათობით, ბაქო და სანქტ-პეტერბურგი პირველები გამოაკლდებიან…
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები თუ გავიდა ევროპაზე, ჯგუფში ორი მატჩი ბუქარესტში უწევს და ერთი – ამსტერდამში. თუმცა როგორც დავწერეთ, შესაძლოა, ყველაფერი თავდაყირა დადგეს.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:21ლიდერი და საჭირო სანდრო
აქეთურ-იქითური28/10/2026 | 15:27მამუ პორტლენდს არ ეყო
აქეთურ-იქითური26/10/2026 | 12:35მოედანზე და სკამზე
აქეთურ-იქითური25/10/2026 | 17:00ბასილაშვილმა ფინალი წააგო
