„რომას“ ხელმძღვანელობა მთავარი მწვრთნელის, პაულო ფონსეკას მუშაობით და ლაპარაკით უკმაყოფილოა. იტალიური მედია არ გამორიცხავს, რომ თუ დღეს რომაელები „ბენევენტოს“ ვერ დაამარცხებენ, ფონსეკას კარისკენ მითითონ.
თუმცა, საქმე მარტო შედეგში არ არის. უკმაყოფილება ფონსეკას ინტერვიუმ გამოიწვია, რომელიც კლუბთან შეუთანხმებლად მისცა მედიას. ამასთან, ინტერვიუში ფონსეკამ „რომას“ სატრანსფერო ბაზარზე ჩატარებული სამუშაო გააკრიტიკა.
– ყოველთვის ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და რეალობას ვაცნობიერებ. სერია A-ში არიან უფრო სტაბილური გუნდები, რომელიც მეტ ინვესტიციას აწარმოებენ, ვიდრე – „რომა“. არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ჩვენ რამდენიმე თვე სპორტული დირექტორი საერთოდ არ გვყავდა. ამან იმოქმედა მოლაპარაკებებზე და გარკვეული დაღი დააჩინა, – თქვა ფონსეკამ.
სწორედ მის ამ გამოსვლას მოჰყვა ხელმძღვანელობის უკმაყოფილება. ასე რომ, ახლა მთავარმა მწვრთნელმა შედეგის გარდა, ენაზე კბილის დაჭერაზეც უნდა იფიქროს…
ავტორის პროფილი
- გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე28/10/2025 | 12:33თბილისის აკადემია ჩემპიონია
კატეგორიის გარეშე23/09/2025 | 00:56… ის არის დემბელე!
კატეგორიის გარეშე01/09/2025 | 22:46კიდევ ერთი ქართველი უოტფორდში
კატეგორიის გარეშე16/08/2025 | 22:05კიტეიშვილის დუბლი შესვენებამდე
