„ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის ჩოკო ლოსანოს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა „რეალისა” და „კადისის” შეხვედრაში — მადრიდელებმა შინ წააგეს.
საგოლე პასი ლოსანოს თავით ვეტერანმა ალვარო ნეგრედომ დაუგდო. ნეგრედოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 35 წლის მიუხედავად, ჩინებულად ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონს ბევრი პრობლემა შეუქმნა: მისი დარტყმული ჯერ სერხიო რამოსმა გამოიტანა კარის ხაზიდან, შემდეგ კი თავით ცოტათი ააცილა მიზანს.
„კადისი” შესვენებაზე მხოლოდ ერთგოლიანი უპირატესობით სავარაუდოდ უკმაყოფილო გავიდა. და არც ის იქნება გადაჭარბება, თუ ვიტყვით, რომ ზინედინ ზიდანი თავისი ქვეშევრდომების ასეთმა თამაშმა გააბრაზა — შესვენებისას ოთხი(!) ფეხბურთელი შეცვალა.
როგორც გაირკვა, „თეთრებს” ვერც ამ ოთხკაცა ცვლილებამ უშველა. მათი თამაში შესვენების შემდეგაც უხარისხო იყო.
ბოლოს, ტონი კროოსის ნაცვლად მოედანზე ლუკა იოვიჩი შევიდა და გოლიც შეაგდო, მაგრამ არ ჩაუთვალეს — საგოლე პასი ქარიმ ბენზემამ ოფსაიდიდან ჩააწოდა. ცოტა ხანში, საჯარიმოს მისადგომებიდან თავად ბენზემამ გაარტყა ხარიხას.
ეს გახლდათ „რეალის” პირველი მარცხი ახალ ჩემპიონატში. მადრიდელებს 10 ქულა აქვთ, იმდენივე რამდენიც „კადისს”, „გრანადასა” და „ხეტაფეს”. „ბარსელონას” ცხრილში თამაშით ნაკლები და 7 ქულა უწერია.
შემდეგ ტურში, „კამპ ნოუზე” „ელ კლასიკოა”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 08:13ანტონი გორდონი: კლასიკო ჩვენ უნდა მოგვეგო
აქეთურ-იქითური03/11/2026 | 07:15სიმულაცია ლივერპულის სტილი არ არისო?
აქეთურ-იქითური02/11/2026 | 12:48ტენ ჰაგი: რონალდუ 2018 წლის შემდეგ ფუჭდებოდა
სიახლეები02/11/2026 | 08:08ლივერპულმა წააგო, ალისონმა ბურთი კარგად ვერ გამოიტანა
