ესპანეთის ლა ლიგა2-ის კლუბმა „კადისმა“ ოფიციალურად დაადასტურა იური ტაბატაძის ტრანსფერი, რომელიც კლუბმა თბილისის „იბერიიდან“ დაიმატა. „ესპანური „კადისი“ და თბილისის „იბერია 1999“ იური ტაბატაძის ტრანსფერზე შეთანხმდნენ – ფეხბურთელმა ჩვენს კლუბთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა“. ქუთაისში დაბადებულმა იური ტაბატაძემ ფეხბურთის თამაში „საბურთალოს“ აკადემიაში დაიწყო, საიდანაც მოგვიანებით მთავრ გუნდში დააწინაურეს. შემდეგ გარკვეული პერიოდი სლოვაკურ „ვიონში“ იჯარით გამოდიოდა, საიდანაც კვლავ...
ჭდე: კადისი
მამარდას გუნდის ზედიზედ მესამე გამარჯვება
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” ლა ლიგაში ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო. ამჯერად „ღამურებმა” სტუმრად, „ნუევო მირანდილაზე” „კადისი” დაამარცხეს 4:1. ზედიზედ სამი თამაში „ვალენსიას” 2021 წლის დეკემბრის შემდეგ არ მოუგია. რუბენ ბარახას გუნდმა ჯერ იყო და სტუმრად აჯობა „რაიო ვალეკანოს” (1:0), შემდეგ შინ მოუგო „ვილიარეალს” (3:1) და გუშინ „კადისიც” დაამარცხა (4:1). 2021 წელს, როდესაც „ჩეებმა” ზედიზედ სამ შეხვედრაში...
გიორგიმ ბოლო წუთებში გუნდი სამი გოლისგან იხსნა
„მას შეხვედრის ბოლო წუთებამდე საქმე არ ჰქონია, ბოლოს კი დიდებული თამაშით გუნდი სამი გოლისგან იხსნა”, — წერს გიორგი მამარდაშვილის შესახებ AS და კაცმა რომ თქვას, „ვალენსიასა” და „კადისის” შეხვედრის მიმოხილვის (2:0) ქართველი გულშემატკივრისთვის საინტერესო ნაწილი სულ ესაა. მატჩში, რომელიც კოკისპირული წვიმის თანხლებით დაიწყო, „ღამურებს” ყველაფერი კარგად გამოსდიოდათ, ლამაზი გოლები გაიტანეს და 22-ე წუთზე მეტოქის ნახევარმცველის...
ვალენსიას საქმე ცუდად მიდის
„ვალენსიამ” ორი გამარჯვების შემდეგ უშუალო კონკურენტ „კადისთან” სტუმრად წააგო 1:2. ასეთ შეხვედრებს ექვსქულიანებს უწოდებენ, აქაოდა შენ ხომ სამს იგებ და მეტოქეს სამს აკარგვინებო. სერხიოს ქვეშევრდომებმა პირველ ტაიმში მეტოქეზე ზეწოლა მოახდინეს, თავიანთ მოქმედებებში სახიფათო მომენტებიც გაურიეს და საბოლოოდ, 39-ე წუთზე, გონსალო ესკალანტემ ანგარიში გახსნა. შესვენების შემდეგ, 46-ე წუთზე სერხიო გუარდიოლამ მეორეც გაიტანა, 51-ზე კი სამუელ ლინომ...
გატუზოს გუნდმა ზედიზედ მეორედ წააგო
„ვალენსიასა” და „კადისის” შეხვედრა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით (1:0) დასრულდა, ათიოდ წუთით გვიან იმიტომ დაიწყო, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი გახდა ცუდად. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ უშველეს. რაც შეეხება თავად მატჩს, „მარკა” მას მსოფლიოს ჩემპიონატის კონტექსტში განიხილავს და წერს, რომ შემოდგომაზე ჩატარებულმა მუნდიალმა ჯენარო გატუზოს გუნდს ცუდი საქმე გაუკეთა. ატიპიური შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა „ღამურებმა” ზედიზედ ორი...
ლედესმა, დიდი ადამიანი!
„კადისისა” და „ბარსელონას” შეხვედრაში, რომელიც კატალონიელთა გამარჯვებით 4:0 დასრულდა, ისეთი რამ მოხდა, რაც ფეხბურთის მატჩზე, ანგარიშზე, მოგებასა და წაგებაზე გაცილებით მნიშვნელოვანია. მასპინძელთა ანუ „კადისის” არგენტინელმა მეკარემ ხერემიას, იგივე კონან ლედესმამ მთელი მინდორი გადაკვეთა და გულშემატკივარს, რომელსაც ტრიბუნაზე გულის შეტევა მოუვიდა, დეფიბრილატორი მიურბენინა. ლა ლიგის თამაში „ესტადიო ნუევო მირანდილაზე” თითქმის ერთი საათით შეჩერდა. ამ მომენტისთვის ჩავის...
მატჩის მეფე!
„ვალენსიამ” შინ „კადისთან” 0:0 ითამაშა. ესპანურ, განსაკუთრებით კი ვალენსიურ პრესაში ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებენ, რომ ხოსე ბორდალასის გუნდმა ამით ევროპულ თასებზე მოხვედრის შესაძლებლობა გაუშვა ხელიდან — ყოველ შემთხვევაში, ახლა „ღამურებისთვის” ლა ლიგიდან ევროპაში „ფანჯრის გაჭრა” ძნელი იქნება. თუმცა, ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ჩინებულად ითამაშა მეკარე გიორგი მამარდაშვილმა. შეხვედრის ბოლოს ის ეგრეთწოდებულ...
ვალენსია ნახევარფინალშია
„ვალენსიამ“ ოთხშაბათს „მესტალიაზე“ „კადისს“ 2:1 მოუგო და ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში გავიდა. „ჩეების“ კარს კვლავ ხაუმე დომენეკი იცავდა. გიორგი მამარდაშვილი სათადარიგოთა სკამზე იჯდა. ანგარიში 24-ე წუთზე გონსალო გუედეშმა გახსნა, თუმცა, 54-ზე ლუკას პერესმა პენალტით გაათანაბრა. მასპინძელთა გამარჯვების გოლი უგო დურომ 79-ე წუთზე შეაგდო, 84-ზე კი შეხვედრის კიდევ ერთი გამორჩეული ამბავი მოხდა: „კადისს“ მეორე ყვითლის გამო...
რეალმა ვერ გაიტანა
„რეალის“ ათმოგებიანი სვლა მოულოდნელად „კადისმა“ დაასრულა — 0:0. ლა ლიგის ლიდერმა შინ ვერაფერი მოუხერხა გუნდს, რომელიც ბოლოსწინა, მე-19 ადგილზეა. შეხვედრის მსვლელობისას მადრიდელებმა 36-ჯერ დაარტყეს კარის მიმართულებით, აქედან ცხრაჯერ კარის ჩარჩოში დაუმიზნეს, მაგრამ 28 წლის არგენტინელი მეკარის ხერემიას ლედესმას დამარცხება ვერ შეძლეს. „კადისმა“ კი „რეალის“ კარში ერთხელაც ვერ დაარტყა სწორად. სამაგიეროდ, სტუმრები ჩინებულად იცავდნენ თავს და...
ჯასპერ სილესენი: ძნელი იყო, მაგრამ…
ლა ლიგის ბოლო ტურში, „ვალენსიასა“ და „ბილბაოს“ შეხვედრაში (1:1), მასპინძელთა კარში გიორგი მამარდაშვილის ნაცვლად მიმდინარე სეზონში პირველად ჩადგა სხვა მეკარე — 32 წლის ჯასპერ სილესენი, რომელიც ტრავმამდე გუნდის მთავარი გოლკიპერი იყო. „ვალენსიას“ ოფიციალურმა ვებ-გვერდმა ჰოლანდიელის მატჩისშემდგომი შთაბეჭდილებები გამოაქვეყნა. *** ბედნიერი ვარ ძირითად შემადგენლობაში რომ დავბრუნდი და გუნდს დავეხმარე. *** საკუთრივ თამაში პირველ ტაიმში ორივე...









