კატალონიური „სპორტი“ წერს, რომ „ბარსელონას“ პრეზიდენტი ჟოან ლაპორტა და მწვრთნელი რონალდ კუმანი ერთმანეთს კადისიდან გამოფრენის დროს, თვითმფრინავთან შეხვდნენ და 20 წუთი ილაპარაკეს. თვითმფრინავთან ლაპარაკს რამდენად შეიძლება სერიოზული ეწოდოს ყველამ თავად განსაჯოს, მაგრამ ცნობილია, რომ საუბარს „ბარსას“ დირექტორატის კიდევ ორი წევრი ესწრებოდა: რაფა იუსტე და მატეუ ალემანი. გამოჟონა ინფორმაციამ თითქოს ლაპორტამ კუმანს უთხრა, რომ მას ჯერჯერობით...
ჭდე: კადისი
კუმანი: ამ ქვეყანაში არაფრის გამო გაძევებენ
„ბარსელონა“ ანდალუსიაში იყო, სადაც კადისში „ესტადიო ნუევო მირანდილაზე“ 0:0 ითამაშა. კატალონიურ კლუბს რთული პერიოდი უდგას. შედეგები არ უვარგა, პრეზიდენტ ჟოან ლაპორტასა და მწვრთნელ რონალდ კუმანს შორის დაძაბულობაა. გამოსავალი წუხანდელი გამარჯვება იქნებოდა, მაგრამ ვაგლახ. შეგახსენებთ, „ბლაუგრანას“ ბოლო თამაშებს: ჩემპიონთა ლიგაში „ბაიერნთან“ 0:3, „გრანადასთან“ „კამპ ნოუზე“ 1:1 და აი, 0:0 კადისში. „ბარსამ“ კარგად ვერ ითამაშა, შთაბეჭდილება არ...
ვალენსია მოედნიდან გავიდა და დაბრუნდა
„კადისისა” და „ვალენსიას” შეხვედრა 36-ე წუთზე გარკვეული ხნით შეწყდა. მიზეზი: „ვალენსიას” ფრანგი მცველი, 24 წლის მუკტარ დიაკაბი მასპინძელთა ესპანელმა მცველმა 31 წლის ხუან კალამ რასისტულად შეურაცხყო. კერძოდ რა უთხრა კალამ დიაკაბის, ჯერჯერობით უცნობია, რადგან ფრანგმა იმ სიტყვების გამეორება არ იკადრა. თანაგუნდელის მხარდასაჭერად ვალენსიელებმა მოედანი დატოვეს და გასახდელში შევიდნენ. მოგვიანებით შეხვედრა განახლდა, მაგრამ აღელვებულმა დიაკაბიმ სკამზე...
ბარსა და სოტო გრადო
ხუთშაბათს, „ბარსელონა” ესპანეთის სამეფო თასზე „კორნელას” სტუმრობს. ამ შეხვედრის მსაჯად ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ სესარ სოტო გრადო დანიშნა. ეს გახლავთ რეფერი, რომელიც მიმდინარე სეზონში „ბარსას” ორ შეხვედრას მოემსახურა და ორივე მატჩი კატალონიელებისთვის სავალალოდ დასრულდა. პირველი თამაში, რომელშიც სოტო გრადოსა და „ბლაუგრანას” გზები გადაიკვეთა, 2020 წლის 17 ნოემბერს გაიმართა (რონალდ კუმანის გუნდს „ხეტაფემ” მოუგო 1:0), სამი კვირის...
ბარსამ მეოთხედ წააგო
როდესაც საქმე თითქოსდა კარგად წავიდა, უარესობისკენ სწორედ მაშინ შემოტრიალდაო, წერს კატალონიური გაზეთი „სპორტი”. „ბარსელონა” ალვარო კერვერას კარგად ორგანიზებულ „კადისთან” 1:2 დამარცხდა. ანგარიში მასპინძლებმა გახსნეს. ეს უკვე მეექვსედ შეაგდო „ბარსას” მეტოქემ პირველი გოლი მიმდინარე სეზონში და… რამდენჯერაც პირველი გოლი მოწინააღმდეგემ გაუტანა, რონალდ კუმანის გუნდმა იმდენჯერ ვეღარ მოიგო. ამ შემთხვევაში კი სულაც დამარცხდა. პირველი გოლი „ბლაუგრანას” ალვარო...
რეალმა ვერ ივარგა
„ბარსელონას” ყოფილი თავდამსხმელის ჩოკო ლოსანოს გოლი ერთადერთი აღმოჩნდა „რეალისა” და „კადისის” შეხვედრაში — მადრიდელებმა შინ წააგეს. საგოლე პასი ლოსანოს თავით ვეტერანმა ალვარო ნეგრედომ დაუგდო. ნეგრედოს სასახელოდ უნდა ითქვას, რომ 35 წლის მიუხედავად, ჩინებულად ითამაშა და ესპანეთის ჩემპიონს ბევრი პრობლემა შეუქმნა: მისი დარტყმული ჯერ სერხიო რამოსმა გამოიტანა კარის ხაზიდან, შემდეგ კი თავით ცოტათი ააცილა მიზანს. „კადისი”...




